საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი მარტოხელა დედები, რომლებიც შვილებს დამოუკიდებლად ზრდიან
ცნობილი მარტოხელა დედები, რომლებიც შვილებს დამოუკიდებლად ზრდიან

მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ ბევ­რი ქა­ლია, რომ­ლე­ბიც ამ ტვირთს სა­კუ­თარ თავ­ზე იღე­ბენ და არ აღელ­ვებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი. წარ­მო­გიდ­გენთ ცნო­ბილ მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს, რომ­ლე­ბიც შვი­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრდი­ან

ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი

ვა­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი ქვრი­ვი გახ­ლდათ და ამ თე­მა­ზე ღიად ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობ­და, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ორ­სუ­ლად აღ­მოჩ­ნდა. ბავ­შვის მამა „რუს­თა­ვი 2“-ის ოპე­რა­ტო­რი და ამ­ჯე­რად უკვე ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ წამ­ყვა­ნი ლაშა ნა­კა­ი­ძე გახ­ლდათ. წყვი­ლის თა­ნახ­ცხოვ­რე­ბა არ შედ­გა და მომ­ღე­რალ­მა გა­და­წყვი­ტა შვი­ლი ქმრის გა­რე­შე გა­ე­ჩი­ნა. ჰქონ­და საკ­მა­ოდ მძი­მე პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ ნა­ტაშ­კას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს.

თიკა ჯამ­ბუ­რია

მარ­ტო­ხე­ლა დე­დად იქცა თიკა ჯამ­ბუ­რი­აც, რო­დე­საც წლე­ბის წინ ნინა შე­ე­ძი­ნა. ამა­ზე მომ­ღე­რალს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია. მე­უღ­ლეს, ბექა ხო­ფე­რი­ას მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მალე და­შორ­და და რო­გორც თიკა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, უფ­როს­მა დებ­მა და დე­დამ მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბა არ აგ­რძნო­ბი­ნეს. მომ­ღე­რა­ლი მე­ო­რედ აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

ნინო ქა­ჯა­ია

ნინო ქა­ჯა­ია იმ თა­ო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტია, რომ­ლე­ბიც დღემ­დე არ ავი­წყდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ნი­ნო­სა და ნიკა ტა­ბა­ტა­ძის წყვი­ლი წლე­ბის წინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა და­შორ­დნენ და ნი­კამ ცალ­კე ოჯა­ხი შექ­მნა. ნინო მას შემ­დეგ აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა თაია ქა­ჯა­ია შე­ე­ძი­ნა, რო­მე­ლიც უკვე 13 წლი­საა.

თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი

თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იყო რო­დე­საც შვი­ლის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. ჟურ­ნა­ლის­ტი ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, კა­ლათ­ბურ­თელ რეზი დი­დი­ას­თან უკვე რამ­დე­ნი­მე წლის და­შო­რე­ბუ­ლი იყო. გო­გო­ნას შე­ძე­ნის შემ­დეგ თაკო დიდი ხანი ეკ­რანს არ დაბ­რუ­ნე­ბია, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში ისევ აქ­ტი­უ­რობ­და. ამ­ჟა­მად „რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ბავ­შის მა­მის ვი­ნა­ო­ბა­ზე დღემ­დე არ სა­უბ­რობს.

თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ბა­ბუ­ას­თან ერ­თად

ნინო კა­ლან­და­ძე

პო­ლი­ტი­კოს ნინო კა­ლან­და­ძის ორ­სუ­ლო­ბა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. პო­ლი­ტი­კოსს ბიჭი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ბავ­შვის მა­მის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია. შვილს ნი­ნომ ბა­ბუ­ის სა­ხე­ლი და­არ­ქვა და თა­ვი­სი გვა­რი მის­ცა. პო­ლი­ტი­კო­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა, თუმ­ცა, წლე­ბია პო­ლი­ტი­კოს ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

მა­შინ რო­დე­საც ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე ჯვარს იწერ­და, მომ­ღერ­ლის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დად იქ­ცე­ო­და. თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ორ­სუ­ლი ნინი, მოს­კო­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ, უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბა ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის­თვის ტვირ­თად არ ქცე­უ­ლა. პი­რი­ქით, ნინი ძა­ლი­ან მალე და­უბ­რუნ­და ტე­ლე­ვი­ზი­ას და მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა წლე­ბია უკვე გვერ­დზე გა­და­დო და „იმედ­ზე“ ტე­ლე­წამ­ყვა­ნია.

სო­ფია ნი­ჟა­რა­ძე

მომ­ღერ­ლის ორ­სუ­ლო­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად გა­ი­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სო­ფი­ა­ზე ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, ამი­ტომ ესეც მო­რი­გი ჭორი ეგო­ნა ხალ­ხს. მალე მომ­ღე­რალ­მა ბავ­შვის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა ელის-მა­რი­ას დღემ­დე ყვე­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ში სახე სტი­კე­რით აქვს და­ფა­რუ­ლი ან ზურ­გით დგას. სო­ფი­ამ გა­სულ წელს ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დაბ­რუნ­და. ვინ არის ბავ­შვის მამა ამა­ზე მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა ჭო­რის სა­ხით. გავ­რცელ­და მომ­ღერ­ლის შვი­ლის გვა­რიც, მაგ­რამ აქამ­დე სო­ფი­ას ამ თე­მა­ზე მე­დი­ა­ში არ უსა­უბ­რია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
4

რატომ ინგრევა ოჯახები თანამედროვე საზოგადოებში უფრო ხშირად ვიდრე ადრე იყო. იმიტომ რომ ოჯახის შექმნა ბევრს დროსტარება გონია და ვერ აცნობიერებენ რომე საა უდიდესი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ქვეყნის წინაშე. ძლიერი ქვეყანა ძლიერი ოჯახის გარეშე ვერ შედგეაბ. ოჯახს მოკიდებულმა ადამიანმა უნდა შეძლოს ტვირთისტარება, ქალმაც და კაცმაც შვილებისათვის და ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენში ვალდებულებები ბევრს არ აინტერესებს რადგან ეგოისტური გახდა საზოგადოება და ყველ მხოლოდ უფლებებზე საუბრობს. ქალებო იყავით მეტად თავმდაბალნი ქმრების პატივისმცემელნი და მორჩილნი საოჯახო წესისა. კაცებო იყავით ერთგულნი და ფარად დაუდექით ოჯახს. განსაცდელში არ მიატოვოთ ერთმანეთი და გულს ნუ აიცრუებთ შემოსავლების კლების კვალობაზე ქალებო ქმრებზე რადგან მუდმივი არაფერია. 

ნანა
3

კითხვა მაქვს: ღარიბი კაცისგან თუ აჩენს ვინმე ცნობადი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცნობილი მარტოხელა დედები, რომლებიც შვილებს დამოუკიდებლად ზრდიან

ცნობილი მარტოხელა დედები, რომლებიც შვილებს დამოუკიდებლად ზრდიან

მარტოხელა დედობა საკმაოდ რთულია და განსაკუთრებულად საქართველოში. თუმცა, საბედნიეროდ ბევრი ქალია, რომლებიც ამ ტვირთს საკუთარ თავზე იღებენ და არ აღელვებთ საზოგადოებრივი აზრი. წარმოგიდგენთ ცნობილ მარტოხელა დედებს, რომლებიც შვილებს დამოუკიდებლად ზრდიან

ვერიკო ტურაშვილი

ვარიკო ტურაშვილი ქვრივი გახლდათ და ამ თემაზე ღიად ყველა ინტერვიუში საუბრობდა, როდესაც საზოგადოებისთვის მოულოდნელად ორსულად აღმოჩნდა. ბავშვის მამა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი და ამჯერად უკვე ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ლაშა ნაკაიძე გახლდათ. წყვილის თანახცხოვრება არ შედგა და მომღერალმა გადაწყვიტა შვილი ქმრის გარეშე გაეჩინა. ჰქონდა საკმაოდ მძიმე პერიოდები, მაგრამ ნატაშკას დაბადების შემდეგ წყვილი ურთიერთობას ინარჩუნებს.

თიკა ჯამბურია

მარტოხელა დედად იქცა თიკა ჯამბურიაც, როდესაც წლების წინ ნინა შეეძინა. ამაზე მომღერალს ინტერვიუებში არაერთხელ უსაუბრია. მეუღლეს, ბექა ხოფერიას მშობიარობიდან მალე დაშორდა და როგორც თიკა მოგვიანებით ამბობდა, უფროსმა დებმა და დედამ მარტოხელა დედობა არ აგრძნობინეს. მომღერალი მეორედ აღარ დაოჯახებულა.

ნინო ქაჯაია

ნინო ქაჯაია იმ თაობის ჟურნალისტია, რომლებიც დღემდე არ ავიწყდება საზოგადოებას. ნინოსა და ნიკა ტაბატაძის წყვილი წლების წინ განსაკუთრებულად პოპულარულები იყვნენ, თუმცა დაშორდნენ და ნიკამ ცალკე ოჯახი შექმნა. ნინო მას შემდეგ აღარ დაოჯახებულა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ულამაზესი გოგონა თაია ქაჯაია შეეძინა, რომელიც უკვე 13 წლისაა.

თაკო ჩორგოლაშვილი

თაკო ჩორგოლაშვილი პოპულარობის პიკში იყო როდესაც შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ჟურნალისტი ყოფილ მეუღლესთან, კალათბურთელ რეზი დიდიასთან უკვე რამდენიმე წლის დაშორებული იყო. გოგონას შეძენის შემდეგ თაკო დიდი ხანი ეკრანს არ დაბრუნებია, მაგრამ სხვადასხვა პროექტებში ისევ აქტიურობდა. ამჟამად „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის წამყვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშის მამის ვინაობაზე დღემდე არ საუბრობს.

თაკო ჩორგოლაშვილი და მისი ქალიშვილი ბაბუასთან ერთად

ნინო კალანდაძე

პოლიტიკოს ნინო კალანდაძის ორსულობა დაუჯერებელი აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებისთვის. პოლიტიკოსს ბიჭი შეეძინა, თუმცა ბავშვის მამის ვინაობა დღემდე უცნობია. შვილს ნინომ ბაბუის სახელი დაარქვა და თავისი გვარი მისცა. პოლიტიკოსი ოფიციალურად არ დაოჯახებულა, თუმცა, წლებია პოლიტიკოს ზაზა ბიბილაშვილთან ერთად ცხოვრობს.

ნინი ბადურაშვილი

მაშინ როდესაც ირაკლი კუტალაძეზე ჯვარს იწერდა, მომღერლისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ რამდენიმე თვეში მარტოხელა დედად იქცეოდა. თანაცხოვრებიდან რამდენიმე თვეში, ორსული ნინი, მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა და მას შემდეგ, უკან აღარ დაბრუნებულა. მარტოხელა დედობა ცნობილი მომღერლისთვის ტვირთად არ ქცეულა. პირიქით, ნინი ძალიან მალე დაუბრუნდა ტელევიზიას და მუსიკალური კარიერა წლებია უკვე გვერდზე გადადო და „იმედზე“ ტელეწამყვანია.

სოფია ნიჟარაძე

მომღერლის ორსულობა და მშობიარობა თითქმის ერთდროულად გაიგო საზოგადოებამ. სოფიაზე ყოველთვის ყველაზე ბევრს ჭორაობდნენ, ამიტომ ესეც მორიგი ჭორი ეგონა ხალხს. მალე მომღერალმა ბავშვის ფოტოები გამოაჩინა, თუმცა ელის-მარიას დღემდე ყველა გამოქვეყნებულ ფოტოში სახე სტიკერით აქვს დაფარული ან ზურგით დგას. სოფიამ გასულ წელს ამერიკაში იმშობიარა და სამშობლოში რამდენიმე დღის წინ, დაბრუნდა. ვინ არის ბავშვის მამა ამაზე მედიაში არაერთხელ დაიწერა ჭორის სახით. გავრცელდა მომღერლის შვილის გვარიც, მაგრამ აქამდე სოფიას ამ თემაზე მედიაში არ უსაუბრია.