მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი
"ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა­ში უცხო­ე­ლი ექი­მე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან. მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რის თქმით, უცხო­ელ მე­დი­კო­სებს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად ექიმ­თან ექ­ნე­ბათ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ამის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბენ.

"ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია. გუ­შინ ჩა­მო­ვი­და ჰო­ლან­დი­ე­ლი ექი­მი და ხვალ ჩა­მო­დის უკ­რა­ი­ნე­ლი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი. საქ­მე­ში ასე­ვე ჩა­ერ­თო კო­მა­როვ­სკი, რო­მე­ლიც არის უკ­რა­ი­ნე­ლი მე­დი­კო­სი. მათ ექ­ნე­ბათ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად ექიმ­თან და შემ­დგომ მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი ნახ­ვის და ა.შ. საღი აზ­რის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ნერ­ვი­უ­ლობს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია, ის ინ­ტე­რე­სი, რის გა­მოც ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში”- ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტა­პის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა სი­სუს­ტე იზ­რდე­ბა და "ქარ­თველ ექი­მებს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით უჭი­რავთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა".

"სა­ა­კაშ­ვი­ლი მად­ლო­ბას უხ­დის ქარ­თველ მე­დი­კო­სებს და რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გებს, რომ­ლე­ბაც ორ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის კონ­სი­ლი­უ­მის ყვე­ლა წევ­რს, რომ­ლებ­მაც და­წე­რეს დას­კვნა. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ახ­ლე არ არის და მის­თვის არა­ფე­რი არ უთ­ქვამთ, თუმ­ცა ეთან­ხმე­ბა მხო­ლოდ იმ კლი­ნი­კა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, სა­დაც გა­უ­წე­ვენ კვა­ლი­ფი­ცი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ქართველიც ხომ ყავს მარტო უცხოელები კი არა 

მარი სვანიშვილი
19

ცოლებიც ერთი უკრაინელია,ერთი ჰოლანდიელი და ექიმებიც,ქართველი არც ცოლი უნდა და არც ექიმი.ჰოდა ეგენი მოუღებენ ბოლოს.ვინ მოაგზავნა, საიდან მოეხეტებიან და ისევ ამ გამოშტერებულ მთავრობას დაბრალდება.მისი სიკვდილი ნაცების ინტერესებში რომ არის ეგ ხომ ნათელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი

"ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთვებიან. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, უცხოელ მედიკოსებს კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან ექნებათ და გადაწყვეტილებებს ამის შემდეგ მიიღებენ.

"ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი. მათ ექნებათ კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის და ა.შ. საღი აზრის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარი ნერვიულობს სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე, სწორედ ამან გამოიწვია, ის ინტერესი, რის გამოც ჩამოდიან საქართველოში”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და "ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა".

"სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს და რეანიმატოლოგებს, რომლებაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის კონსილიუმის ყველა წევრს, რომლებმაც დაწერეს დასკვნა. ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით სიახლე არ არის და მისთვის არაფერი არ უთქვამთ, თუმცა ეთანხმება მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, სადაც გაუწევენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.