საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავავალებ რეგულირების სააგენტოს, განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა"- ეკატერინე ტიკარაძე ე.წ. ციხის საავადმყოფოზე ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება
"დავავალებ რეგულირების სააგენტოს, განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა"- ეკატერინე ტიკარაძე  ე.წ. ციხის საავადმყოფოზე ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის და­ა­ვა­ლებს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გან­მე­ო­რე­ბით შე­ის­წავ­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

რო­გორც ტი­კა­რა­ძე გან­მარ­ტავს, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნებს, მა­შინ რის­კის ქვეშ დგა­ნან სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბიც და მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სი თა­ნაბ­რად იყოს და­ცუ­ლი.

"სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენ ყვე­ლა დავ­რჩეთ ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მე ვერ ვი­სა­უბ­რებ, აქ სხვამ უნდა გა­ა­კე­თოს კო­მენ­ტა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ კვლე­ვებს, რო­მე­ლიც ექი­მე­ბის მხრი­დან არის გა­ცე­მუ­ლი, ეს არის დოპ­ლე­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, ამ კლი­ნი­კას აქვს დოპ­ლე­რის აპა­რა­ტი, რო­გორც ვიცი რამ­დე­ნი­მე ხან­ში ცი­ხე­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა პა­ცი­ენტს ეს კვლე­ვა, ვი­ნა­ი­დან მო­ბი­ლუ­რი და­ნად­გა­რია, რომ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რაფს, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი გა­აჩ­ნია კლი­ნი­კას. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია, თუ რო­მელ ტიპს შე­ე­სა­ბა­მე­ბა კლი­ნი­კა, რა ხა­რის­ხის არის, მე და­ვა­ვა­ლებ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გან­მე­ო­რე­ბით შე­ის­წავ­ლოს ეს კლი­ნი­კა, შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა და­დოს კლი­ნი­კის მზა­ო­ბის შე­სა­ხებ და გა­სა­ჯა­როვ­დეს, რათა აღარ იყოს კი­თხვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, წარ­მო­ად­გენს თუ არა ეს კლი­ნი­კა რო­მე­ლი­მე პა­ცი­ენ­ტის­თვის რისკს.თუ ეს კლი­ნი­კა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნებს, მა­შინ რის­კის ქვეშ დგა­ნან სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბიც. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სი თა­ნაბ­რად იყოს და­ცუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნავს ტი­კა­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო მი­ღე­ბის­თვის N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მზად­ყოფ­ნის ხა­რის­ხი შე­ა­მოწ­მეს. ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კუ­თხით, სრულ­ფა­სოვ­ნად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ექიმ­თა მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ჯგუ­ფის მიერ გა­ცე­მულ 2021 წლის 23 ოქ­ტომ­ბრის დას­კვნა­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ასე­ვე არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
0

შეშინებული თაგვი!!!

დაავალებ თორემ?
4

ბიძინა სკაზალ,ზნაჩით ტაკ ი ბუდიტ! რასაც გიბრძანებენ იმას გამოაცხადებ ჩიტო ჩიორა!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დავავალებ რეგულირების სააგენტოს, განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა"- ეკატერინე ტიკარაძე ე.წ. ციხის საავადმყოფოზე ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება

"დავავალებ რეგულირების სააგენტოს, განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა"- ეკატერინე ტიკარაძე  ე.წ. ციხის საავადმყოფოზე ომბუდსმენის განცხადებას ეხმაურება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის დაავალებს რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება.

როგორც ტიკარაძე განმარტავს, თუ აღნიშნული დაწესებულება არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც და მისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული.

"საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ყველა დავრჩეთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უსაფრთხოებაზე მე ვერ ვისაუბრებ, აქ სხვამ უნდა გააკეთოს კომენტარი.

რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც ექიმების მხრიდან არის გაცემული, ეს არის დოპლერი, კომპიუტერული ტომოგრაფია, ამ კლინიკას აქვს დოპლერის აპარატი, როგორც ვიცი რამდენიმე ხანში ციხეში ჩაუტარდება პაციენტს ეს კვლევა, ვინაიდან მობილური დანადგარია, რომლის გადაადგილება შესაძლებელია და პენიტენციური სამსახური ამას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფს, კომპიუტერული ტომოგრაფი გააჩნია კლინიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ რომელ ტიპს შეესაბამება კლინიკა, რა ხარისხის არის, მე დავავალებ რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლოს ეს კლინიკა, შესაბამისი დასკვნა დადოს კლინიკის მზაობის შესახებ და გასაჯაროვდეს, რათა აღარ იყოს კითხვები იმასთან დაკავშირებით, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.თუ ეს კლინიკა არ აკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ რისკის ქვეშ დგანან სხვა პაციენტებიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ინტერესი თანაბრად იყოს დაცული“,- აღნიშნავს ტიკარაძე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.