კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3-კვირიანი შიმშილობის შედეგი არის საგრძნობი, ეს ეტყობა მის ფიზიკურ მდგომარეობას" - რას ამბობს დავით ბაქრაძე ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ
"3-კვირიანი შიმშილობის შედეგი არის საგრძნობი, ეს ეტყობა მის ფიზიკურ მდგომარეობას" - რას ამბობს დავით ბაქრაძე ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, და­ვით ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მხნედ გრძნობს თავს და ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა 3 - კვი­რი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გი მის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აი­სა­ხა.

ამას­თან, რო­გორც ბაქ­რა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა.

“მისი გან­წყო­ბა არის ძა­ლი­ან მხნედ და ოპ­ტი­მის­ტუ­რი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ასეთ ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე არ მი­ნა­ხავს და არ მახ­სოვს. ის ელო­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი აქვს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბის, დიდი იმე­დი აქვს მე­ო­რე ტურ­ში ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის და ამ თვალ­საზ­რი­სით მისი გან­წყო­ბა არის ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი. თუმ­ცა ამა­ვე დროს 3 - კვი­რი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გი არის საგ­რძნო­ბი, ეს ეტყო­ბა მის ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას და რო­გორც ექი­მე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რაც კი­დევ უფრო უა­რე­სია ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ვი­თა­რე­ბა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა უცებ დამ­ძიმ­დეს კრი­ზი­სუ­ლად.

მისი გან­წყო­ბა არის ძა­ლი­ან მყა­რი, რომ ის არ აპი­რებს შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას, არ აპი­რებს მა­ში­ნაც კი თუ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი და მზად არის ყვე­ლაფ­რის­თვის და ყვე­ლა­ნა­ი­რი გაგ­რძე­ლე­ბის­თვის, ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე სას­წრა­ფო და გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნა გახ­ლავთ მისი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და ექი­მე­ბის სრუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ყოფ­ნა, ეს რა თქმა უნდა, გუ­ლის­ხმობს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის გა­დაყ­ვა­ნას, შე­სა­ბა­მი­სი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ექი­მე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით.

ეს არის ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, და­ნარ­ჩე­ნი რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ გრძელ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და რა ხდე­ბა, ამას გა­მო­ა­ჩენს არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მთა­ვა­რი და სას­წრა­ფო მისი ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნაა, რად­გან ვი­მე­ო­რებ, ჩვენ ერთხელ უკვე გა­ვი­ა­რეთ ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა 90 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლას გვახ­სოვს პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას ტრა­გე­დია, ყვე­ლას გვაქვს რო­გო­რი გახ­ლეჩ­ვა მოყ­ვა ამას შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რა უბე­დუ­რე­ბა გა­ი­ა­რა ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ 90-იან წლებ­ში.

ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის შიმ­ში­ლო­ბა ცი­ხე­ში, ცუ­დად დას­რულ­დეს, ეს ნიშ­ნავს ანა­ლო­გი­ურ გახ­ლეჩ­ვას, ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნა­ტოს და ევ­რო­კავ­ში­რის გზის და­კეტ­ვას და ეს ნიშ­ნავს მო­მა­ვა­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე დაღს, რომ­ლი­თაც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა ია­როს. ამი­ტომ გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა ვის მოს­წონს და ვის არ მოს­წონს, ვის უყ­ვარს და ვის არ უყ­ვარს, მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო და პირ­ველ რიგ­ში მთავ­რო­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალ­ზე, გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ახ­ლა­ვე უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში და დღე­ებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფა­ტა­ლუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა და გარ­თუ­ლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

და­ვით ბაქ­რა­ძემ კი­თხვა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­თან მის პარ­ტი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ხო თუ არა სა­უ­ბა­რი, უპა­სუ­ხა, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” მისი დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გან­ხი­ლუ­ლა და იქ პარ­ტი­ულ ტაქ­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ არ შე­სუ­ლა.

“არ გვი­სა­უბ­რია, შეს­ვლის­თა­ნა­ვე ვთქვი, რომ არ ვა­პი­რებ­დი პარ­ტი­ულ ტაქ­ტი­კა­ზე სა­უ­ბარს, არც მისი მხრი­დან იყო მსგავ­სი გან­ზრახ­ვა. ვფიქ­რობ, ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა მო­ვემ­ზა­დოთ მე­ო­რე ტუ­რე­ბის­თვის და ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში იყოს სტა­ბი­ლუ­რო­ბა, სიმ­შვი­დე, რა­საც დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
20

შენც ბევრი რამე შეგარჩინეს, ვითომ რეიტინგულო ბაქრაძე. ყველაფერში თანამონაწილე ხარ სააკაშვილის დანაშაულობების. 

ნანა
19

და რა ვქნათ ეხლა, რაკი შიმშილობს ციხის კარები გაუღონ და ხალიჩები დაუგონ გამოსვლის დროს? ნუ იშიმშილებს !!! დამნაშავეა, მისჯილი აქვს და იყოს ის სადაცაა ! შიშილობის გამო ჯერ ციხიდან არავინ გამოუშვიათ და თქვენი სექტაც ვერაფერს მიაღწევს, მაგდენს ხომ ხვდებით არა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"3-კვირიანი შიმშილობის შედეგი არის საგრძნობი, ეს ეტყობა მის ფიზიკურ მდგომარეობას" - რას ამბობს დავით ბაქრაძე ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

"3-კვირიანი შიმშილობის შედეგი არის საგრძნობი, ეს ეტყობა მის ფიზიკურ მდგომარეობას" - რას ამბობს დავით ბაქრაძე ციხეში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ გრძნობს თავს და ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა 3 - კვირიანი შიმშილობის შედეგი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა.

ამასთან, როგორც ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილთან მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა სააკაშვილის სრულფასოვანი ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფაა.

“მისი განწყობა არის ძალიან მხნედ და ოპტიმისტური. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე არ მინახავს და არ მახსოვს. ის ელოდება არჩევნების მეორე ტურს, ძალიან დიდი იმედი აქვს ქართველი ხალხის ერთიანობის, დიდი იმედი აქვს მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების და ამ თვალსაზრისით მისი განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. თუმცა ამავე დროს 3 - კვირიანი შიმშილობის შედეგი არის საგრძნობი, ეს ეტყობა მის ფიზიკურ მდგომარეობას და როგორც ექიმები საუბრობენ, რაც კიდევ უფრო უარესია ნებისმიერ მომენტში ვითარება და მისი ჯანმრთელობა შეიძლება უცებ დამძიმდეს კრიზისულად.

მისი განწყობა არის ძალიან მყარი, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, არ აპირებს მაშინაც კი თუ მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკული და მზად არის ყველაფრისთვის და ყველანაირი გაგრძელებისთვის, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანა გახლავთ მისი სრულფასოვანი ჰოსპიტალიზაცია და ექიმების სრული დაკვირვების ქვეშ ყოფნა, ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს მრავალფუნქციურ მრავალპროფილურ საავადმყოფოში მის გადაყვანას, შესაბამისი, სრულფასოვანი ექიმების ზედამხედველობით.

ეს არის ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა, დანარჩენი რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ გრძელდება პოლიტიკური პროცესი და რა ხდება, ამას გამოაჩენს არჩევნების მეორე ტური, მაგრამ ამ ეტაპზე, უახლოეს დღეებში მთავარი და სასწრაფო მისი ჰოსპიტალში გადაყვანაა, რადგან ვიმეორებ, ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ ძალიან დიდი პრობლემა 90 წლებში ქვეყანაში, ყველას გვახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედია, ყველას გვაქვს როგორი გახლეჩვა მოყვა ამას შემდეგ საზოგადოებაში და რა უბედურება გაიარა ქართულმა სახელმწიფომ 90-იან წლებში.

ღმერთმა დაგვიფაროს დღეს საქართველოს პრეზიდენტის შიმშილობა ციხეში, ცუდად დასრულდეს, ეს ნიშნავს ანალოგიურ გახლეჩვას, ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს და ევროკავშირის გზის დაკეტვას და ეს ნიშნავს მომავალი წლების მანძილზე დაღს, რომლითაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იაროს. ამიტომ განურჩევლად იმისა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს, მინდა ყველას მოვუწოდო და პირველ რიგში მთავრობას პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე, სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე, გულისხმობს იმას, რომ ახლავე უახლოეს საათებში და დღეებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფატალური გაგრძელება და გართულება”, - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ კითხვაზე სააკაშვილთან მის პარტიაში დაბრუნებას შეეხო თუ არა საუბარი, უპასუხა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მისი დაბრუნების შესაძლებლობა არ განხილულა და იქ პარტიულ ტაქტიკაზე სასაუბროდ არ შესულა.

“არ გვისაუბრია, შესვლისთანავე ვთქვი, რომ არ ვაპირებდი პარტიულ ტაქტიკაზე საუბარს, არც მისი მხრიდან იყო მსგავსი განზრახვა. ვფიქრობ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა მოვემზადოთ მეორე ტურებისთვის და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ადეკვატური ზრუნვა სჭირდება”, - განაცხადა ბაქრაძემ.