საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ლიბერთინსის“ ფესტივალიდან შემოსული თანხა ბათუმში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხა
„ლიბერთინსის“ ფესტივალიდან შემოსული თანხა ბათუმში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხა

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით კვი­რას, 10 ოქ­ტომ­ბერს „ლი­ბერ­თინ­სის“ წიგ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბამ „მუ­სი­კა და ლი­ტე­რა­ტუ­რა“ ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა და ის საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო. ფეს­ტი­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია სხვა­დას­ხვა ფორ­მით იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნე­ბი­დან და სუ­ვე­ნი­რე­ბი­დან, ასე­ვე, ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა სრუ­ლად და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯა­ხებს გა­და­ე­რი­ცხა.

„პა­ლიტ­რა L-ის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ამ გი­ორ­გა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ემ­პა­თია და გვერ­დში დგო­მა არის ის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აძ­ლი­ე­რებს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და Teen box და ილუ­ზი­ე­ბის მუ­ზე­უ­მი. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი ხე­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს და გა­ყი­დეს. გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა ასე­ვე ბა­თუმ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტის­თვის გა­ი­ღეს.

ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო თა­ვად ლი­ბერ­თინ­სე­ლე­ბის­თვი­საც.

“ბა­თუმ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ამ შემ­თხვე­ვამ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ჩვენც გვინ­დო­და ჩვე­ნი, თუნ­დაც მცი­რე­დი წვი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა ამ დიდ საქ­მე­ში. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი ფეს­ტი­ვალ­მა მოგ­ვცა. თუმ­ცა აქ მხო­ლოდ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფული არ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. იმ დღეს ყვე­ლა­ნი ვგრძნობ­დით სით­ბოს, თა­ნაგ­რძნო­ბას, სიყ­ვა­რულ­სა და მხარ­ში დგო­მას ერ­თმა­ნე­თის მი­მართ,“ - აღ­ნიშ­ნავს ლი­ბერ­თინ­სე­ლი მა­რი­ამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

„ზო­გა­დად, წიგ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რის ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ეც­ნო. თუმ­ცა ჩვენ­თვის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სულ სხვა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია გახ­და ის ფაქ­ტი, რომ შე­მო­სუ­ლი თან­ხით ბა­თუმ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დით. მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თნენ კამ­პა­ნი­ა­ში და სა­ბო­ლო­ოდ, ძა­ლი­ან კარ­გი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფეს­ტი­ვა­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და,“ - ამ­ბობს „ლი­ბერ­თინ­სე­ლი“ ლიზი ხურ­ცი­ძე.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნა­ტიც გა­მარ­თეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩა­ტარ­და გა­მო­კი­თხვა ლი­ბერ­თინ­სის წიგ­ნე­ბი­დან. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცათ. ღო­ნის­ძი­ე­ბის სპონ­სო­რე­ბი იყ­ვნენ „ლი­კა­ნი“ და „დან­კი­ნი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

„ლიბერთინსის“ ფესტივალიდან შემოსული თანხა ბათუმში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხა

„ლიბერთინსის“ ფესტივალიდან შემოსული თანხა ბათუმში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადაირიცხა

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ორგანიზებით კვირას, 10 ოქტომბერს „ლიბერთინსის“ წიგნების ფესტივალი გაიმართა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიებამ „მუსიკა და ლიტერატურა“ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო ფორმატი შეიცვალა და ის საქველმოქმედო იყო. ფესტივალში რამდენიმე კომპანია სხვადასხვა ფორმით იღებდა მონაწილეობას. გაყიდული წიგნებიდან და სუვენირებიდან, ასევე, ხელნაკეთი ნივთებიდან შემოსული თანხა სრულად დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხა.

„პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ გიორგაძის განმარტებით, მსგავს სიტუაციებში ემპათია და გვერდში დგომა არის ის, რაც საზოგადოებას აძლიერებს.

გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილეობას იღებდა Teen box და ილუზიების მუზეუმი. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ მოხალისეები, რომლებმაც საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები წარმოადგინეს და გაყიდეს. გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა მოხალისეებმა ასევე ბათუმში დაზარალებულებისთვის განკუთვნილი საერთო ბიუჯეტისთვის გაიღეს.

ფესტივალში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება იყო თავად ლიბერთინსელებისთვისაც.

“ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ამ შემთხვევამ ყველა დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად გააერთიანა. ჩვენც გვინდოდა ჩვენი, თუნდაც მცირედი წვილი შეგვეტანა ამ დიდ საქმეში. ამის შესაძლებლობა კი ფესტივალმა მოგვცა. თუმცა აქ მხოლოდ შეგროვებული ფული არ იყო მნიშვნელოვანი. იმ დღეს ყველანი ვგრძნობდით სითბოს, თანაგრძნობას, სიყვარულსა და მხარში დგომას ერთმანეთის მიმართ,“ - აღნიშნავს ლიბერთინსელი მარიამ ლიპარტელიანი.

„ზოგადად, წიგნების ფესტივალი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ სხვადასხვა ავტორის ლიტერატურას გაეცნო. თუმცა ჩვენთვის ღონისძიების ჩასატარებლად სულ სხვანაირი მოტივაცია გახდა ის ფაქტი, რომ შემოსული თანხით ბათუმში დაზარალებულების ოჯახებს დავეხმარებოდით. მონაწილეებიც დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ კამპანიაში და საბოლოოდ, ძალიან კარგი საქველმოქმედო ფესტივალი გამოგვივიდა,“ - ამბობს „ლიბერთინსელი“ ლიზი ხურციძე.

ფესტივალის ორგანიზატორებმა საზოგადოების მეტი დაინტერესებისა და ჩართულობისთვის სამაგიდო თამაშების ჩემპიონატიც გამართეს. პარალელურად, ჩატარდა გამოკითხვა ლიბერთინსის წიგნებიდან. გამარჯვებულებს სხვადასხვა საინტერესო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების სპონსორები იყვნენ „ლიკანი“ და „დანკინი“.