გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად c ვიტამინი გაუკეთეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა გადახდილი ჰქონდათ.
როგორც ერთ-ერთი მოქალაქე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კლინიკაში აცრა გაუკეთეს ბავშვსაც და ონკოლოგიურ პაციენტესაც. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად ც ვიტამინი. როგორც ისინი „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავენ, ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც.
როგორც კლინიკასთან მყოფი მოქალაქეები აღნიშნავენ, პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.
ეს რა ხდება ღმერთო....
კორონის საწინააღმდეგო ვაქცინითაც თუ ეგრე ცრიან, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე!