საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოციმციმე არითმიითა და დიაბეტით დაავადებული 72 წლის პაციენტი ბოკერიას ჰოსპიტალში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კოვიდ 19-სგან განიკურნა
მოციმციმე არითმიითა და დიაბეტით დაავადებული 72 წლის პაციენტი ბოკერიას ჰოსპიტალში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კოვიდ 19-სგან განიკურნა

„ნინო ექიმ­მა 2–ჯერ მო­მაბ­რუ­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ზე,“ – ეს 72 წლის დურ­სუნ მენ­თე­შაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ივ. ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პიტ­ლი­დან თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სახ­ლში გა­ე­წე­რა.

დურ­სუნ მენ­თე­შაშ­ვილს კო­ვიდ 19 მე­უღ­ლის­გან გა­და­ე­დო, თუმ­ცა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მხო­ლოდ მას დას­ჭირ­და, ვი­ნა­ი­დან თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებ­და. პა­ცი­ენტს გუ­ლის შუნ­ტი­რე­ბა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და, მო­ციმ­ცი­მე არით­მი­ას­თან ერ­თად, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სა­ყუ­რა­დღე­ბო გახ­ლდათ ის ფაქ­ტიც, რომ პა­ცი­ენ­ტი არ იყო ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი.

„და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ პა­სუ­ხი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში სხვა­დას­ხვა სიმპტო­მი და­მე­მა­ტა. მქონ­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაც, ამი­ტომ ივ. ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და, რა გა­მო­ვი­ა­რე. ნინო ექი­მი ჩემი ფსი­ქო­ლო­გიც იყო. ეს ვირუ­სი ისე­თი ვე­რა­გია, ყვე­ლა ორ­გა­ნოს ედე­ბა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად აზი­ა­ნებს ადა­მი­ანს. თუ ფსი­ქი­კუ­რად კარ­გად არ ვგრძნობ თავს, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით გეჩ­ვე­ნე­ბა და სი­ცო­ცხლის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბაც რთუ­ლია. ვცდი­ლობ­დი, ექი­მის­თვის და­მე­ჯე­რე­ბი­ნა. ვი­ყო­ჩა­ღე და ცო­ცხა­ლიც გა­დავ­რჩი,“ – გვიყ­ვე­ბა დურ­სუნ მენ­თე­შაშ­ვი­ლი.

მისი მკურ­ნა­ლი ექი­მი, ნინო ქუ­ხი­ლა­ვა ივ. ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალ­ში კო­ვიდ-თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია. მას ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის­თვის უწევს ბრძო­ლა, თუმ­ცა დურ­სუნ მენ­თე­შაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო პა­ცი­ენ­ტი იყო მისი არა­ერ­თი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბის გამო. ფონს ისიც ამ­წვა­ვებ­და, რომ პა­ცი­ენ­ტი არ იყო ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ნინო ქუ­ხი­ლა­ვა აღ­ნიშ­ნავს, პა­ცი­ენ­ტმა თა­ვა­დაც ბევ­რი იბ­რძო­ლა და ვე­რა­გი ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლო.

დურ­სუნ მენ­თე­შაშ­ვი­ლი უკვე სახ­ლშია. სა­კუ­თარ კარ­დი­ო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ის გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­საც გა­ნაგ­რძობს. მას ჟანგბა­დი აღარ სჭირ­დე­ბა, აქ­ტი­უ­რია და ცხოვ­რე­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
3

ესე იგი როცა გინდათ შეუძლებელს აკეთებთ,ღმერთმა კარგად ამყოფოს,ასე თქვეს ამ ადამიანზე ვინ აღარ დაახვიეს თავზეო,დანარჩენს მაგის მეოთხედი დახმარება რომ გაუწიოთ აღარ იქნება სასაკლაოებად ქცეული საავადმყოფოები.ნუ იდებთ ხალხის ცოდვას,გაიდლაინებით თავის მართლება არ გამოგივათ ერისა და ღმერთის წინაშე.თქვენს შთამომავლობას მოეკითხება ეჭვიც კი არ შეგეპაროთ.

გიორგი
1

ძალიან კარგი კლინიკაა, ყურადღებიანი პერსონალით, დიდი მადლობა მათ, ბოლო ბოლო სიდედრი გადამირჩინეს ერთი თვის უკან)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მოციმციმე არითმიითა და დიაბეტით დაავადებული 72 წლის პაციენტი ბოკერიას ჰოსპიტალში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კოვიდ 19-სგან განიკურნა

მოციმციმე არითმიითა და დიაბეტით დაავადებული 72 წლის პაციენტი ბოკერიას ჰოსპიტალში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კოვიდ 19-სგან განიკურნა

„ნინო ექიმმა 2–ჯერ მომაბრუნა ამ ქვეყანაზე,“ – ეს 72 წლის დურსუნ მენთეშაშვილია, რომელიც ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ სახლში გაეწერა.

დურსუნ მენთეშაშვილს კოვიდ 19 მეუღლისგან გადაედო, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მას დასჭირდა, ვინაიდან თანმხლები დაავადებები აწუხებდა. პაციენტს გულის შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და, მოციმციმე არითმიასთან ერთად, გულის უკმარისობა და დიაბეტი აღენიშნებოდა. საყურადღებო გახლდათ ის ფაქტიც, რომ პაციენტი არ იყო ვაქცინირებული.

„დადასტურებული კოვიდ პასუხიდან რამდენიმე დღეში სხვადასხვა სიმპტომი დამემატა. მქონდა მაღალი ტემპერატურაც, ამიტომ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადამიყვანეს. გახსენებაც არ მინდა, რა გამოვიარე. ნინო ექიმი ჩემი ფსიქოლოგიც იყო. ეს ვირუსი ისეთი ვერაგია, ყველა ორგანოს ედება და ფსიქოლოგიურად აზიანებს ადამიანს. თუ ფსიქიკურად კარგად არ ვგრძნობ თავს, მაშინ ყველაფერი პირიქით გეჩვენება და სიცოცხლისკენ შემობრუნებაც რთულია. ვცდილობდი, ექიმისთვის დამეჯერებინა. ვიყოჩაღე და ცოცხალიც გადავრჩი,“ – გვიყვება დურსუნ მენთეშაშვილი.

მისი მკურნალი ექიმი, ნინო ქუხილავა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კოვიდ-თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელია. მას ყოველდღიურად ათობით ინფიცირებული პაციენტის სიცოცხლისთვის უწევს ბრძოლა, თუმცა დურსუნ მენთეშაშვილი განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი იყო მისი არაერთი თანმდევი დაავადების გამო. ფონს ისიც ამწვავებდა, რომ პაციენტი არ იყო ვაქცინირებული. როგორც ნინო ქუხილავა აღნიშნავს, პაციენტმა თავადაც ბევრი იბრძოლა და ვერაგი ვირუსის დამარცხება შეძლო.

დურსუნ მენთეშაშვილი უკვე სახლშია. საკუთარ კარდიოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, ის გულის პრობლემების მკურნალობასაც განაგრძობს. მას ჟანგბადი აღარ სჭირდება, აქტიურია და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.