საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4-ვარსკვლავიანი "უჩინარი გენერლის" სამხედრო კარიერა და პირადი ცხოვრება -  ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს?
4-ვარსკვლავიანი "უჩინარი გენერლის" სამხედრო კარიერა და პირადი ცხოვრება -  ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს?

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი ლოიდ ოს­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­მო­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია ოს­ტი­ნის "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნის თქმით, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინსვლა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ერ­თგუ­ლია.

“მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი აქ ჩემს შეხ­ვედ­რებს", - და­წე­რა ლოიდ ოს­ტინ­მა.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ ვი­ზიტს ის­ტო­რი­უ­ლად აფა­სე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტექ­სტში.

ლოიდ ოს­ტი­ნის ვი­ზი­ტის გე­ოგ­რა­ფია უკ­რა­ი­ნელ და ქარ­თველ ექ­სპერ­ტებს აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კი­ევ­შიც და თბი­ლის­შიც მისი შეხ­ვედ­რე­ბის ცენ­ტრში სწო­რედ შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ნა­ტოს და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ჩავა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­მი­ნეთ­ში. იგი ვი­ზიტს და­ას­რუ­ლებს ბრი­უ­სელ­ში, სა­დაც ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

  • ვინ არის ლოიდ ჯე­იმს ოს­ტინ III?

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო 1953 წლის 8 აგ­ვის­ტოს ალა­ბა­მას შტატ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა გა­ი­ზარ­და ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ქა­ლაქ თო­მას­ვილ­ში. თა­და­რი­გის ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი გე­ნე­რა­ლი, აშშ-ს თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი 2021 წლის 22 იან­ვრი­დან არის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის "სენ­ტკო­მის" (გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბა - აშშ-ს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო - აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აზი­ა­ში აშშ-ს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი) პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მე­თა­უ­რი იყო და პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნია.

2021 წლის 22 იან­ვრი, თავ­დაც­ვის მდივ­ნის პოსტზე ფი­ცის და­დე­ბა

ცენ­ტრა­ლურ სარ­დლო­ბამ­დე ოს­ტი­ნი იყო აშშ არ­მი­ის შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე (რი­გით 33-ე, 2012 წლის იან­ვრი­დან 2013 წლის მარ­ტამ­დე), აგ­რეთ­ვე, გახ­ლდათ ერაყ­ში აშშ-ს ძა­ლე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მე­თა­უ­რი, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ოპე­რა­ცი­ას "ახა­ლი გან­თი­ა­დი“ ( 2010-2011), რო­მე­ლიც 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში დას­რულ­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან წა­ვი­და 2016 წელს და გა­წევ­რი­ან­და კომ­პა­ნი­ე­ბის Raytheon Technologies, Nucor და Tenet Healthcare დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ებ­ში.

  • ად­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მო­მა­ვა­ლი გე­ნა­რა­ლი ტო­მას­ვილ­ში, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში გა­ი­ზარ­და. 1975 წელს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით და­ამ­თავ­რა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო აკა­დე­მია (ვესტპო­ინ­ტი), სა­დაც G1-ის ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი იყო.

1986 წელს ობერ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კო­ლე­ჯში მო­ი­პო­ვა ხე­ლოვ­ნე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 1989 წელს კი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ბიზ­ნე­სის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით Webster-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Webster სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კამ­პუ­სის გახ­სნას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას 2022 წლი­დან გეგ­მავს.

ლოიდ ჯე­იმს ოს­ტინს Webster - ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის ჯილ­დო გა­დას­ცეს, 2013 წელი

მას ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ქვე­ი­თი ოფიც­რის სა­წყი­სი და შემ­დგო­მი კურ­სე­ბი, არ­მი­ის სა­მე­თა­უ­რო-საშ­ტა­ბო კო­ლე­ჯი (CGSC) და არ­მი­ის ომის კო­ლე­ჯი.

  • 41 - წლი­ა­ნი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა

ვესტ-პო­ინ­ტის აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ოს­ტინს უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის სამ­ხედ­რო წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა და გერ­მა­ნი­ა­ში ბა­ზი­რე­ბულ აშშ-ის მე-3 მე­ქა­ნი­ზე­ბულ ქვე­ით დი­ვი­ზი­ა­ში და­ი­ნიშ­ნა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის და ქვე­ი­თი ოფიც­რის სა­კა­რი­ე­რო კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, და­ი­ნიშ­ნა 82-ე სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზი­ონ­ში (ფორტ ბრე­გი, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა) 508-ე ქვე­ი­თი პოლ­კის მე-2 სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ბა­ტა­ლი­ო­ნის საბ­რძო­ლო მხარ­და­ჭე­რის ასე­უ­ლის მე­თა­უ­რად და ას­რუ­ლებ­და 82-ე დი­ვი­ზი­ო­ნის 1-ლი ბრი­გა­დის შტა­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის (S-3) ასის­ტენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბა­საც.

1981 წელს სამ­სა­ხუ­რი ინ­დი­ა­ნა­პო­ლის­ში, ინ­დი­ა­ნას შტატ­ში გა­ნაგ­რძო, სა­დაც არ­მი­ის ინ­დი­ა­ნა­პო­ლი­სის რა­ი­ო­ნის რეკ­რუ­ტი­რე­ბის სარ­დლო­ბა­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის ოფიც­რად და­ი­ნიშ­ნეს.

არ­მი­ის სა­მე­თა­უ­რო-საშ­ტა­ბო კო­ლე­ჯში (ფორტ ლე­ვე­ნუ­ორ­თი, კან­ზა­სი) წარ­საგ­ზავ­ნად შერ­ჩე­ვის და მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა ოპე­რა­ცი­ე­ბის ოფიც­რად (S-3), ხოლო შემ­დგომ, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ოფიც­რად (მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე) 22-ე ქვე­ი­თი პოლ­კის მე-2 ბა­ტა­ლი­ონ­ში. ამის შემ­დგომ მსა­ხუ­რობ­და მე-10 სამ­თო დი­ვი­ზი­ო­ნის 1-ლი ბრი­გა­დის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ოფიც­რად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფორტ დრამ­ში, ნიუ-იოკრში და­გეგ­მა­რე­ბის, წვრთნე­ბის, მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დი­რექ­ტო­რად.

ლოიდ ჯე­იმს ოს­ტინ III, 1998 წელი

1993 წელს ოს­ტი­ნი ფორტ ბრე­გის 82-ე სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო დი­ვი­ზი­ონს და­უბ­რუნ­და, ამ­ჯე­რად, 505-ე პოლ­კის მე-2 ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო 82-ე დი­ვი­ზი­ო­ნის შტა­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის ოფი­ცე­რი (G-3). ომის კო­ლე­ჯის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა იმა­ვე დი­ვი­ზი­ო­ნის მე-3 ბრი­გა­დის მე­თა­უ­რად.

ბრი­გა­დის მე­თა­უ­რო­ბი­დან მა­ლე­ვე იგი გა­და­იყ­ვა­ნეს პენ­ტა­გონ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად (J-3). მისი შემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბა იყო დი­ვი­ზი­ის მე­თა­უ­რის თა­ნა­შემ­წე მა­ნევ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ADC-M) მე-3 მე­ქა­ნი­ზე­ბულ ქვე­ით დი­ვი­ზი­ონ­ში (ფორტ სტი­უ­არ­ტი, ჯორ­ჯია). ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას იგი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და დი­ვი­ზი­ის მიერ ერაყ­ში შეჭ­რას 2003 წლის მარ­ტში. ამ დროს გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის მან "ვერ­ცხლის ვარ­სკვლა­ვიც“ მი­ი­ღო.

2003 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2005 წლის აგ­ვის­ტომ­დე და­ნიშ­ნუ­ლი იყო მე-10 სამ­თო დი­ვი­ზი­ო­ნის (მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი) მე­თა­უ­რად და ას­რუ­ლებ­და მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა 180-ის მე­თა­უ­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ავ­ღა­ნე­თის ომში. მისი შემ­დე­გი თა­ნამ­დე­ბო­ბა იყო აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის შტა­ბის უფ­რო­სი (მაკ­დი­ლის სა­ჰა­ე­რო ბაზა, ტამ­პა, ფლო­რი­და), სა­დაც 2005 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2006 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე მსა­ხუ­რობ­და.

2006 წლის 8 დე­კემ­ბერს მი­ი­ღო გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა და და­ი­ნიშ­ნა XVIII სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო კორ­პუ­სის მე­თა­უ­რად (ფორტ ბრე­გი, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა).

2008 წლის თე­ბერ­ვალ­ში გახ­და წო­დე­ბით მე­ო­რე მე­თა­უ­რი ერაყ­ში და სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ერა­ყის მრა­ვა­ლე­როვ­ნულ კორ­პუსს (MNC-I). კორ­პუ­სის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იგი და­ახ­ლო­ე­ბით 152,000 ამე­რი­კე­ლი და კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ბა­რაკ ობა­მას­თან ერ­თად

2009 წლის აგ­ვის­ტო­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სე­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ად­მი­რალ მა­იკლ მა­ლე­ნის ბრძა­ნე­ბით, ოს­ტი­ნი XVIII კორ­პუ­სის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­წი­ნა­ურ­და.

2010 წლის 1 სექ­ტემ­ბერს, ბაღ­დად­ში, ალ-ფა­ვის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ლოიდ ოს­ტი­ნი ერაყ­ში აშშ-ის ძა­ლე­ბის (USF-I) მე­თა­უ­რი გახ­და. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბით ოს­ტი­ნი ერაყ­ში მყო­ფი აშშ-ის და კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რი გახ­და. მათი ამო­ცა­ნა იყო ერა­ყის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და ერა­ყის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის გაწ­ვრთნა, რჩე­ვა, დახ­მა­რე­ბა და აღ­ჭურ­ვა. მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ოს­ტინ­მა ერაყ­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის 14,000-დან 18,000-მდე გაზ­რდა მო­ი­თხო­ვა.

ოს­ტი­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და ოპე­რა­ცია "ერა­ყის თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ და სხვა საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და ოპე­რა­ცია "ახა­ლი გან­თი­ა­დის“ და­წყე­ბას, რო­მე­ლიც ერა­ყის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის რჩე­ვა­ზე, დახ­მა­რე­ბა­ზე და წვრთნა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. იგი ინ­ტენ­სი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი რო­გორც შიდა გან­ხილ­ვებ­ში, ისე ერა­ყის მთავ­რო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბით დას­რულ­და.

იგი აშშ ძა­ლე­ბის სრუ­ლად გა­მოს­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და თვლი­და, რომ 2011 წლის შემ­დეგ ერაყ­ში 10,000-მდე კო­ა­ლი­ცი­უ­რი სამ­ხედ­რო უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ასე­ვე, იწო­ნებ­და შტა­ბის გეგ­მას 20,000-მდე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის და გა­მოყ­ვა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა (რა­საც არ ეთან­ხმე­ბო­და) მას­ვე და­ე­ვა­ლა. ეს გუ­ლის­ხმობ­და და­ახ­ლო­ე­ბით 50,000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­ნა­წი­ლე­ბას. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერა­ყის სარ­დლო­ბამ მუ­შა­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2011 წლის 15 დე­კემ­ბერს და­ას­რუ­ლა. ოს­ტინ­მა, შტა­ბის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ერა­ყი 2011 წლის 18 დე­კემ­ბერს და­ტო­ვა.

2011 წლის დე­კემ­ბერ­ში ოს­ტი­ნი არ­მი­ის შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის (VCSA) თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წა­რად­გი­ნეს, სა­დაც 2012 წლის 31 იან­ვარს და­ი­ნიშ­ნა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იგი არ­მი­ის შტა­ბის ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და არ­მი­ის ბი­უ­ჯე­ტის გან­კარ­გვას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ტარ­და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სუ­ი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით. იგი აგ­რეთ­ვე ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­და არ­მი­ა­ში ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტროლს.

ოს­ტი­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის მე­თა­უ­რი 2013 წლის 22 მარტს გახ­და. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იგი პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ 2012 წლის მი­წუ­რულს წა­რად­გი­ნა.

ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მას "უჩი­ნა­რი გე­ნე­რა­ლი“ ("invisible general“) უწო­დეს, რად­გან სამ­ხედ­რო სა­კი­თხებს სა­ჯა­როდ არა­სო­დეს გა­ნი­ხი­ლავ­და.

2014 წლის ივ­ნის­ში მო­სულ­ზე კონ­ტრო­ლი ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ (ISIL) და­ამ­ყა­რა, რის შემ­დე­გად ოს­ტი­ნი ერაყ­სა და სი­რი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ის და­გეგ­მა­რე­ბა­სა და აღ­სრუ­ლე­ბა­ში ჩა­ერ­თო.

იგი მი­იჩ­ნევ­და, რომ ISIL-ის წარ­მა­ტე­ბა ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბო­და ("flash in the pan").

2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იგი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი ფო­კუ­სი არა სი­რია, არა­მედ ერა­ყი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. 2015 წელს სე­ნა­ტის სამ­ხედ­რო კო­მი­ტეტ­ში გა­მარ­თულ მოს­მე­ნა­ზე ოს­ტინ­მა აღი­ა­რა, რომ ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სი­რი­ე­ლე­ბის ISIL-ის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად გაწ­ვრთნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა. მოს­მე­ნა­ზე, სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე შე­კი­თხვე­ბის მოს­მე­ნა სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის­გან მო­უხ­და.

ოს­ტი­ნის თა­და­რიგ­ში გას­ვლის ცე­რე­მო­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ბა­ზის მა­ი­ერ-ჰინ­დერ­სო­ნის დარ­ბაზ­ში (არ­ლინგტო­ნი, ვირ­ჯი­ნია), 2016 წლის 5 აპ­რილს გა­ი­მარ­თა.

  • სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან კერ­ძო სექ­ტორ­ში

2016 წლის აპ­რილ­ში ოს­ტი­ნი სამ­ხედ­რო კონ­ტრაქ­ტო­რის, Raytheon Technologies, დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი გახ­და. 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი წილი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ებ­ში 500,000 დო­ლარს უახ­ლოვ­დე­ბო­და, ხოლო მის­მა კომ­პენ­სა­ცი­ამ, სა­აქ­ციო დი­ვი­დენ­დე­ბის ჩათ­ვლით, 1,4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. 2017 წლის 18 სექ­ტემ­ბერს კომ­პა­ნი­ას Nucor-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ში და­ი­ნიშ­ნა. 2018 წლის 29 მა­ისს იგი კომ­პა­ნია Tenet Healthcare-ის საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის სტა­ტუ­სით შე­უ­ერ­თდა.

იგი, აგ­რეთ­ვე, ფლობს სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას და არის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია Pine Island Capital-ის პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც კავ­ში­რი აქვთ, ასე­ვე, ენ­ტო­ნი ბლინ­კენს და მი­შელ ფლურ­ნუ­ას.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ოს­ტი­ნი დე­დამ აღ­ზარ­და, რო­მე­ლიც მორ­წმუ­ნე კა­თო­ლი­კე იყო და გე­ნე­რა­ლიც მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს თავს. მას ახა­სი­ა­თე­ბენ ძლი­ერ, ძალ­ზე გამ­ბე­დავ და ჩა­კე­ტილ პი­როვ­ნე­ბად, რო­მელ­საც ერაყ­ში სამ­სა­ხუ­რის დროს სძულ­და მე­დი­ას­თან სა­უ­ბა­რი და სა­კუ­თარ თავს მე­სა­მე პირ­ში მო­იხ­სე­ნი­ებ­და ხოლ­მე.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ოს­ტი­ნი და მისი მე­უღ­ლე, შარ­ლინ დე­ნიზ ბე­ნერ ოს­ტი­ნი 40 წელ­ზე მე­ტია, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან.

შარ­ლი­ნი საქ­ველ­მოქ­მე­დო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და იყო პერ­დი­უს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­ხედ­რო ოჯა­ხე­ბის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი. ლოიდ ოს­ტი­ნი მისი ორი ვა­ჟის მა­მი­ნაც­ვა­ლია.

მო­ამ­ზა­და ანა გი­ორ­გა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
34

გამოდის რომა ხვალე სამშაფათ დღესა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდება

irakli
24

ეს კი გენერალია თავის სამშობლოს დამცველი. ტრისტანა წითელაშვილსაც რომ ვარსკვლავები ექნება პაგონებზე აი ეგაა სამარცხვინო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

4-ვარსკვლავიანი "უჩინარი გენერლის" სამხედრო კარიერა და პირადი ცხოვრება -  ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს?

4-ვარსკვლავიანი "უჩინარი გენერლის" სამხედრო კარიერა და პირადი ცხოვრება -  ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს?

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში 18 ოქტომბერს, გამთენიისას ჩამოვიდა. შესაბამისი ინფორმაცია ოსტინის "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. თავდაცვის მდივანის თქმით, აშშ საქართველოსთვის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

“მოუთმენლად ველოდები აქ ჩემს შეხვედრებს", - დაწერა ლოიდ ოსტინმა.

ექსპერტები ამ ვიზიტს ისტორიულად აფასებენ, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის გეოგრაფია უკრაინელ და ქართველ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ კიევშიც და თბილისშიც მისი შეხვედრების ცენტრში სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება და ნატოს დაწინაურებული პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული პრაქტიკული დახმარება იქნება.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს გარდა, ჩავა უკრაინასა და რუმინეთში. იგი ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

  • ვინ არის ლოიდ ჯეიმს ოსტინ III?

მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედრო 1953 წლის 8 აგვისტოს ალაბამას შტატში დაიბადა, თუმცა გაიზარდა ჯორჯიის შტატის ქალაქ თომასვილში. თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი, აშშ-ს თავდაცვის მდივანი 2021 წლის 22 იანვრიდან არის. აღსანიშნავია, რომ ის "სენტკომის" (გაერთიანებული ცენტრალური სარდლობა - აშშ-ს შეიარაღებული ძალების დეპარტამენტი, რომელიც ჩრდილო - აღმოსავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში აშშ-ს ინტერესების დაცვაზეა პასუხისმგებელი) პირველი ფერადკანიანი მეთაური იყო და პირველი ფერადკანიანი თავდაცვის მდივანია.

2021 წლის 22 იანვრი, თავდაცვის მდივნის პოსტზე ფიცის დადება

ცენტრალურ სარდლობამდე ოსტინი იყო აშშ არმიის შტაბის უფროსის მოადგილე (რიგით 33-ე, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე), აგრეთვე, გახლდათ ერაყში აშშ-ს ძალების უკანასკნელი მეთაური, ხელმძღვანელობდა ოპერაციას "ახალი განთიადი“ ( 2010-2011), რომელიც 2011 წლის დეკემბერში დასრულდა. შეიარაღებული ძალებიდან წავიდა 2016 წელს და გაწევრიანდა კომპანიების Raytheon Technologies, Nucor და Tenet Healthcare დირექტორთა საბჭოებში.

  • ადრეული ცხოვრება და განათლება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალი გენარალი ტომასვილში, ჯორჯიის შტატში გაიზარდა. 1975 წელს მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია (ვესტპოინტი), სადაც G1-ის ასეულის მეთაური იყო.

1986 წელს ობერნის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კოლეჯში მოიპოვა ხელოვნების მაგისტრის ხარისხი განათლების მიმართულებით, 1989 წელს კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით Webster-ის უნივერსიტეტში მიიღო. აღსანიშნავია, რომ Webster საქართველოში რეგიონალური კამპუსის გახსნას და საერთაშორისო სტუდენტების მიღებას 2022 წლიდან გეგმავს.

ლოიდ ჯეიმს ოსტინს Webster - ის უნივერსიტეტის საუკეთესო კურსდამთავრებულის ჯილდო გადასცეს, 2013 წელი

მას ასევე დამთავრებული აქვს ქვეითი ოფიცრის საწყისი და შემდგომი კურსები, არმიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (CGSC) და არმიის ომის კოლეჯი.

  • 41 - წლიანი სამხედრო კარიერა

ვესტ-პოინტის აკადემიის დამთავრების შემდეგ ოსტინს უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა და გერმანიაში ბაზირებულ აშშ-ის მე-3 მექანიზებულ ქვეით დივიზიაში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მუშაობის და ქვეითი ოფიცრის საკარიერო კურსის გავლის შემდეგ, დაინიშნა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონში (ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინა) 508-ე ქვეითი პოლკის მე-2 საჰაერო-სადესანტო ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაურად და ასრულებდა 82-ე დივიზიონის 1-ლი ბრიგადის შტაბის ოპერაციების განყოფილების (S-3) ასისტენტის მოვალეობასაც.

1981 წელს სამსახური ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში განაგრძო, სადაც არმიის ინდიანაპოლისის რაიონის რეკრუტირების სარდლობაში ოპერაციების ოფიცრად დაინიშნეს.

არმიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში (ფორტ ლევენუორთი, კანზასი) წარსაგზავნად შერჩევის და მისი დასრულების შემდეგ დაინიშნა ოპერაციების ოფიცრად (S-3), ხოლო შემდგომ, აღმასრულებელ ოფიცრად (მეთაურის მოადგილე) 22-ე ქვეითი პოლკის მე-2 ბატალიონში. ამის შემდგომ მსახურობდა მე-10 სამთო დივიზიონის 1-ლი ბრიგადის აღმასრულებელ ოფიცრად, მოგვიანებით კი ფორტ დრამში, ნიუ-იოკრში დაგეგმარების, წვრთნების, მობილიზაციისა და უსაფრთხოების დირექტორად.

ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, 1998 წელი

1993 წელს ოსტინი ფორტ ბრეგის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიონს დაუბრუნდა, ამჯერად, 505-ე პოლკის მე-2 ბატალიონის მეთაურის თანამდებობაზე. მოგვიანებით იყო 82-ე დივიზიონის შტაბის ოპერაციების ოფიცერი (G-3). ომის კოლეჯის დასრულების შემდეგ დაინიშნა იმავე დივიზიონის მე-3 ბრიგადის მეთაურად.

ბრიგადის მეთაურობიდან მალევე იგი გადაიყვანეს პენტაგონში, გაერთიანებული შტაბის ოპერაციების განყოფილების უფროსად (J-3). მისი შემდგომი თანამდებობა იყო დივიზიის მეთაურის თანაშემწე მანევრის მიმართულებით (ADC-M) მე-3 მექანიზებულ ქვეით დივიზიონში (ფორტ სტიუარტი, ჯორჯია). ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი ხელმძღვანელობდა დივიზიის მიერ ერაყში შეჭრას 2003 წლის მარტში. ამ დროს გაწეული სამსახურისთვის მან "ვერცხლის ვარსკვლავიც“ მიიღო.

2003 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აგვისტომდე დანიშნული იყო მე-10 სამთო დივიზიონის (მსუბუქი ქვეითი) მეთაურად და ასრულებდა მრავალეროვნული გაერთიანებული ტაქტიკური დაჯგუფება 180-ის მეთაურის მოვალეობას ავღანეთის ომში. მისი შემდეგი თანამდებობა იყო აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბის უფროსი (მაკდილის საჰაერო ბაზა, ტამპა, ფლორიდა), სადაც 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა.

2006 წლის 8 დეკემბერს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დაინიშნა XVIII საჰაერო-სადესანტო კორპუსის მეთაურად (ფორტ ბრეგი, ჩრდილოეთ კაროლინა).

2008 წლის თებერვალში გახდა წოდებით მეორე მეთაური ერაყში და სათავეში ჩაუდგა ერაყის მრავალეროვნულ კორპუსს (MNC-I). კორპუსის მეთაურის თანამდებობაზე იგი დაახლოებით 152,000 ამერიკელი და კოალიციური ძალების წარმომადგენელ პირად შემადგენლობას ხელმძღვანელობდა.

ბარაკ ობამასთან ერთად

2009 წლის აგვისტოში, გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარის, ადმირალ მაიკლ მალენის ბრძანებით, ოსტინი XVIII კორპუსის მეთაურის თანამდებობიდან გაერთიანებული შტაბის დირექტორის თანამდებობაზე დაწინაურდა.

2010 წლის 1 სექტემბერს, ბაღდადში, ალ-ფავის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე ლოიდ ოსტინი ერაყში აშშ-ის ძალების (USF-I) მეთაური გახდა. ამ თანამდებობით ოსტინი ერაყში მყოფი აშშ-ის და კოალიციური ძალების უმაღლესი სამხედრო მეთაური გახდა. მათი ამოცანა იყო ერაყის შეიარაღებული ძალების და ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უსაფრთხოების სამსახურების გაწვრთნა, რჩევა, დახმარება და აღჭურვა. მეთაურის თანამდებობაზე ყოფნისას ოსტინმა ერაყში კოალიციური ძალების პირადი შემადგენლობის 14,000-დან 18,000-მდე გაზრდა მოითხოვა.

ოსტინი ზედამხედველობდა ოპერაცია "ერაყის თავისუფლების“ და სხვა საბრძოლო ოპერაციების დასრულებას და ოპერაცია "ახალი განთიადის“ დაწყებას, რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალების რჩევაზე, დახმარებაზე და წვრთნაზე იყო ორიენტირებული. იგი ინტენსიურად იყო ჩართული როგორც შიდა განხილვებში, ისე ერაყის მთავრობასთან მოლაპარაკებებში, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.

იგი აშშ ძალების სრულად გამოსვლის წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ 2011 წლის შემდეგ ერაყში 10,000-მდე კოალიციური სამხედრო უნდა დარჩენილიყო, ასევე, იწონებდა შტაბის გეგმას 20,000-მდე სამხედრო მოსამსახურის დატოვების შესახებაც.

მიუხედავად ამისა, ძალების შემცირების და გამოყვანის ხელმძღვანელობა (რასაც არ ეთანხმებოდა) მასვე დაევალა. ეს გულისხმობდა დაახლოებით 50,000 სამხედრო მოსამსახურის სხვადასხვა ადგილას განაწილებას. შეერთებული შტატების ერაყის სარდლობამ მუშაობა ოფიციალურად 2011 წლის 15 დეკემბერს დაასრულა. ოსტინმა, შტაბის სხვა წევრებთან ერთად, ერაყი 2011 წლის 18 დეკემბერს დატოვა.

2011 წლის დეკემბერში ოსტინი არმიის შტაბის უფროსის მოადგილის (VCSA) თანამდებობაზე წარადგინეს, სადაც 2012 წლის 31 იანვარს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი არმიის შტაბის ყოველდღიურ საქმიანობას და არმიის ბიუჯეტის განკარგვას ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით გატარდა ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების შემცირების მიზნით. იგი აგრეთვე ზედამხედველობდა არმიაში ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხის კონტროლს.

ოსტინი ცენტრალური სარდლობის მეთაური 2013 წლის 22 მარტს გახდა. ამ თანამდებობაზე იგი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის მიწურულს წარადგინა.

ამ თანამდებობაზე მუშაობისას მას "უჩინარი გენერალი“ ("invisible general“) უწოდეს, რადგან სამხედრო საკითხებს საჯაროდ არასოდეს განიხილავდა.

2014 წლის ივნისში მოსულზე კონტროლი ისლამურმა სახელმწიფომ (ISIL) დაამყარა, რის შემდეგად ოსტინი ერაყსა და სირიაში აღნიშნული ორგანიზაციის საწინააღმდეგო კამპანიის დაგეგმარებასა და აღსრულებაში ჩაერთო.

იგი მიიჩნევდა, რომ ISIL-ის წარმატება ხანმოკლე იქნებოდა ("flash in the pan").

2014 წლის ოქტომბერში იგი ამტკიცებდა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ფოკუსი არა სირია, არამედ ერაყი უნდა ყოფილიყო. 2015 წელს სენატის სამხედრო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე ოსტინმა აღიარა, რომ ამერიკული პროგრამა, რომელიც სირიელების ISIL-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გაწვრთნას ითვალისწინებდა, წარუმატებელი გამოდგა. მოსმენაზე, სირიაში სამხედრო ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მწვავე შეკითხვების მოსმენა სენატორ ჯონ მაკკეინისგან მოუხდა.

ოსტინის თადარიგში გასვლის ცერემონია გაერთიანებული ბაზის მაიერ-ჰინდერსონის დარბაზში (არლინგტონი, ვირჯინია), 2016 წლის 5 აპრილს გაიმართა.

  • სამხედრო სამსახურიდან კერძო სექტორში

2016 წლის აპრილში ოსტინი სამხედრო კონტრაქტორის, Raytheon Technologies, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მისი წილი კომპანიის აქციებში 500,000 დოლარს უახლოვდებოდა, ხოლო მისმა კომპენსაციამ, სააქციო დივიდენდების ჩათვლით, 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წლის 18 სექტემბერს კომპანიას Nucor-ის დირექტორთა საბჭოში დაინიშნა. 2018 წლის 29 მაისს იგი კომპანია Tenet Healthcare-ის საბჭოს დამოუკიდებელი დირექტორის სტატუსით შეუერთდა.

იგი, აგრეთვე, ფლობს საკონსულტაციო კომპანიას და არის საინვესტიციო კომპანია Pine Island Capital-ის პარტნიორი, რომელთანაც კავშირი აქვთ, ასევე, ენტონი ბლინკენს და მიშელ ფლურნუას.

  • პირადი ცხოვრება

ოსტინი დედამ აღზარდა, რომელიც მორწმუნე კათოლიკე იყო და გენერალიც მორწმუნე ადამიანად მიიჩნევს თავს. მას ახასიათებენ ძლიერ, ძალზე გამბედავ და ჩაკეტილ პიროვნებად, რომელსაც ერაყში სამსახურის დროს სძულდა მედიასთან საუბარი და საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებდა ხოლმე.

მეუღლესთან ერთად

ოსტინი და მისი მეუღლე, შარლინ დენიზ ბენერ ოსტინი 40 წელზე მეტია, დაქორწინებული არიან.

შარლინი საქველმოქმედო ადმინისტრაციაში მუშაობდა და იყო პერდიუს უნივერსიტეტის სამხედრო ოჯახების კვლევის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი. ლოიდ ოსტინი მისი ორი ვაჟის მამინაცვალია.

მოამზადა ანა გიორგაძემ