პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, ქუდზე კაცია გამოსული" - ლევან ხაბეიშვილი
"მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, ქუდზე კაცია გამოსული" - ლევან ხაბეიშვილი

ეჭვი მაქვს, რომ დღეს მა­თე­მა­ტი­კა და კალ­კუ­ლა­ტო­რე­ბი არ ეყო­ფათ თა­ვე­ბის და­სათ­ვლე­ლად, მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა, რომ ქუდ­ზე კა­ცია გა­მო­სუ­ლი და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია იქ­ნე­ბა სა­ზო­მი იმის, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გზავ­ნი­ლი ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ, რომ არ შე­ვე­გუ­ე­ბით რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია არის სა­ზო­მი იმის, რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ეს მოხ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე. ვარ­წმუ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც”, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იბ­რი­ქე­ბა , მო­უ­წევთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მას შემ­დეგ, რაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მკა­ფი­ოდ და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია”, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც რე­გი­ო­ნე­ბი­დან მო­მა­ვალ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რებს ცო­ცხე­ბით დახ­ვდნენ. ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გას­ცა.

"ეს იყო ტრა­გი­კუ­ლი, ვწუხ­ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გამო. ეს და­ვა­ლე­ბა გას­ცა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებს მან ჩა­უ­ტა­რა თათ­ბი­რი და მის­ცა ეს და­ვა­ლე­ბა. იმა­ვე და­ვა­ლე­ბა ჰქონ­და მცხე­თა­ში პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, თუმ­ცა შე­ა­გო­ნეს, რომ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბაა და შე­საძ­ლოა, ტუ­რის­ტე­ბიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ეს არის კო­ბა­ხი­ძის და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბინ­ძურ თავ­ში მო­ფიქ­რე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ცია, ეს ხალ­ხიც უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს”, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
0

მასე გეგონოს.

ზურაბ
12

თქვენთვის ძალიან ბევრია, ვთხოვე თავების დათვლის პროფესორებს და სულ მაქსიმუმ 12-15 ათასი კაცი გამოვიდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, ქუდზე კაცია გამოსული" - ლევან ხაბეიშვილი

"მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, ქუდზე კაცია გამოსული" - ლევან ხაბეიშვილი

ეჭვი მაქვს, რომ დღეს მათემატიკა და კალკულატორები არ ეყოფათ თავების დასათვლელად, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ქუდზე კაცია გამოსული და უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ,,ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი აქცია იქნება საზომი იმის, თუ რამდენად სწრაფად გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი.

"ეს არის ქართველი ხალხის გზავნილი ოლიგარქ ივანიშვილის მიმართ, რომ არ შევეგუებით რუსეთს საქართველოში. დღევანდელი აქცია არის საზომი იმის, რამდენად სწრაფად გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი, ეს მოხდება ძალიან მალე. ვარწმუნებ საზოგადოებასაც და ,,ქართულ ოცნებასაც”, რომელიც მუდმივად იბრიქება , მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც რეგიონებიდან მომავალ ,,ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ცოცხებით დახვდნენ. ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული დავალება ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გასცა.

,,ეს იყო ტრაგიკული, ვწუხვარ ამ ადამიანების გამო. ეს დავალება გასცა ირაკლი კობახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარეებს მან ჩაუტარა თათბირი და მისცა ეს დავალება. იმავე დავალება ჰქონდა მცხეთაში პარტიის თავმჯდომარეს, თუმცა შეაგონეს, რომ სვეტიცხოვლობაა და შესაძლოა, ტურისტებიც ყოფილიყვნენ. ეს არის კობახიძის და ღარიბაშვილის ბინძურ თავში მოფიქრებული კონტრაქცია, ეს ხალხიც უნდა გათავისუფლდეს”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.