მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექვსი სპორტსმენი,  რომლებმაც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი გამოთქვეს - სავარაუდოდ,  მათგან მხოლოდ ლაშა ტალახაძის განცხადება დაკმაყოფილდება
ექვსი სპორტსმენი,  რომლებმაც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი გამოთქვეს - სავარაუდოდ,  მათგან მხოლოდ ლაშა ტალახაძის განცხადება დაკმაყოფილდება

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მწვრთნე­ლის ფა­კულ­ტეტ­ზე უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, გუ­რამ ძა­გა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­რი­ცხვის თხოვ­ნით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, მთავ­რო­ბის #460-ე დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­მარ­თა.

მთავ­რო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გუნ­დის იმ წევ­რე­ბის უგა­მოც­დოდ ჩა­რი­ცხვას გუ­ლის­ხმობს, რომ­ლე­ბიც ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში ოქ­როს, ვერ­ცხლის და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლოს­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან, ან მსოფ­ლიო თუ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში პირ­ველ ად­გილს მო­ი­პო­ვე­ბენ. მთავ­რო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში 15 სექ­ტემ­ბრი­დან შე­ვი­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უგა­მოც­დოდ ჩა­რი­ცხვის პრი­ვი­ლე­გი­ით შემ­დე­გი სას­წავ­ლო წლი­დან ისარ­გებ­ლე­ბენ, თუმ­ცა წელს გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ იმ სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის და­იშ­ვა, რომ­ლებ­მაც ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს. 2021 წლის ზა­ფხულ­ში გა­მარ­თულ ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლომ სულ ორი ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა (ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და ლაშა ბე­ქა­უ­რი), თუმ­ცა სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უგა­მოც­დოდ ჩა­რი­ცხვის სურ­ვი­ლი მხო­ლოდ ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ გა­მოთ­ქვა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლაშა ტა­ლა­ხა­ძის გარ­და, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვის მო­თხოვ­ნა გაგ­ზავ­ნი­ლი აქვს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის 5 პრი­ზი­ორ­საც - ია­კობ ქა­ჯა­ი­ას, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილს, გენო პეტ­რი­აშ­ვილს, ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­საც, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან მთავ­რო­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა წელს სხვა პრი­ზი­ო­რებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა, ისი­ნი სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უგა­მოც­დოდ, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის­თვის ვერ ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან.

"სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ და ხუთ­მა პრი­ზი­ორ­მა: ია­კობ ქა­ჯა­ი­ამ, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვილ­მა, გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა, ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა. ტა­ლა­ხა­ძეს მწვრთნელ­თა ფა­კულ­ტეტ­ზე სურს სწავ­ლა. ჩვენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ნარ­ჩენ 5 სპორ­ტსმენ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მივ­მარ­თეთ და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ ძა­გა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
39

ზონდერობას უნივერსიტეტი რათ უნდა???

ჯუმანჯი
13

სპორცმენები სპორტის უნივერსიტეტში უნდა ჩარიცხო აბა გეპეიში რა უნდათ!?!? ოღონდ მერე 41, 41 არ უნდა აძახებინო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ექვსი სპორტსმენი,  რომლებმაც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი გამოთქვეს - სავარაუდოდ,  მათგან მხოლოდ ლაშა ტალახაძის განცხადება დაკმაყოფილდება

ექვსი სპორტსმენი,  რომლებმაც უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი გამოთქვეს - სავარაუდოდ,  მათგან მხოლოდ ლაშა ტალახაძის განცხადება დაკმაყოფილდება

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მწვრთნელის ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩაირიცხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა, გურამ ძაგანიამ განუცხადა, ლაშა ტალახაძემ მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჩარიცხვის თხოვნით განათლების სამინისტროს, მთავრობის #460-ე დადგენილების საფუძველზე მიმართა.

მთავრობის აღნიშნული დადგენილება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეროვნული ნაკრების გუნდის იმ წევრების უგამოცდოდ ჩარიცხვას გულისხმობს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან, ან მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებენ. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის პრივილეგიით შემდეგი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ, თუმცა წელს გამონაკლისი მხოლოდ იმ სპორტსმენებისთვის დაიშვა, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს. 2021 წლის ზაფხულში გამართულ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ სულ ორი ოქროს მედალი მოიპოვა (ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური), თუმცა სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი მხოლოდ ლაშა ტალახაძემ გამოთქვა.

  • აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძის გარდა, განათლების სამინისტროში სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვს ტოკიოს ოლიმპიადის 5 პრიზიორსაც - იაკობ ქაჯაიას, ლაშა შავდათუაშვილს, გენო პეტრიაშვილს, ვაჟა მარგველაშვილსა და გურამ თუშიშვილსაც, თუმცა ვინაიდან მთავრობის აღნიშნული დადგენილება წელს სხვა პრიზიორებზე არ ვრცელდება, ისინი სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ, მიმდინარე სასწავლო წლისთვის ვერ ჩაირიცხებიან.

"სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის სურვილი გამოთქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და ხუთმა პრიზიორმა: იაკობ ქაჯაიამ, ლაშა შავდათუაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა. ტალახაძეს მწვრთნელთა ფაკულტეტზე სურს სწავლა. ჩვენ განათლების სამინისტროს დანარჩენ 5 სპორტსმენთან დაკავშირებითაც მივმართეთ და განათლების სამინისტროს პასუხს ველოდებით“, - განაცხადა გურამ ძაგანიამ.