მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია, სადაც ე.წ. "ხრუშოვკები" დგას" - თბილისის მერის მოადგილე
"თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია, სადაც ე.წ. "ხრუშოვკები" დგას" - თბილისის მერის მოადგილე

ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 365 ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა გა­ვა­მაგ­რეთ, ახლა მი­დის და­მა­ტე­ბით 62 შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ვიცე-მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა დრო­ე­ბი­თია, რად­გან, მისი თქმით, ის 5-6 წე­ლი­წად­ში ისევ საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ამ შე­ნო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

ხმა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით­ვე, მე­რი­ის მხრი­დან ახა­ლი პროგ­რა­მა შე­მუ­შავ­და, რო­მე­ლიც ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის სრულ დე­მონ­ტაჟ­სა და მათი ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ყვე­ლა­ზე მეტი ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა ვარ­კე­თი­ლის მე­სა­მე მა­სივ­ში დგას.

"ზო­გა­დად, ჩვენ­თვის ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის პრობ­ლე­მა პირ­ვე­ლად არ დად­გა დღის წეს­რიგ­ში. ამ თე­მა­ზე მე­რი­ა­ში, რომ მო­ვე­დით, მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ერთ-ერთი იყო სამ­შე­ნებ­ლო უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მთე­ლი რიგი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გა­და­ი­ხე­და. ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი ამ ხა­რისხს იძენს ან ვა­დის გას­ვლის გამო, ან ავა­რი­უ­ლი მი­შე­ნე­ბე­ბის გამო - ეს მავ­ნე პრაქ­ტი­კა უკვე ათე­უ­ლი წლე­ბია ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის რე­ა­ლო­ბა და გა­მოწ­ვე­ვა.

ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 365 ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბა გა­ვა­მაგ­რეთ. ახლა, ამ მო­მენ­ტში მი­დის და­მა­ტე­ბით 62 შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა. ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა ეს არის დრო­ე­ბი­თი გა­და­წყვე­ტა, ის 5-6 წე­ლი­წად­ში ისევ იძენს ავა­რი­უ­ლო­ბის გარ­კვე­ულ ხა­რისხს და ისევ საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს.

პირ­ვე­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც წარ­ვად­გი­ნეთ, იყო ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მა. კა­ხას გუნ­დმა შე­ი­მუ­შა­ვა ახა­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ავა­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის სრუ­ლად დე­მონ­ტაჟს და მათ ნაც­ვლად ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ავა­რი­უ­ლი რა­ი­ო­ნი არის ვარ­კე­თი­ლის მე­სა­მე მა­სი­ვი, სა­დაც დგას 4 - ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ე.წ. "ხრუ­შოვ­კე­ბი" და მათი ჩა­ნაც­ვლე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია და­ამ­ტკი­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და ორი კომ­პა­ნია უკვე მუ­შა­ობს ჩა­ნაც­ვლე­ბის პროგ­რა­მა­ზე.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ჰყავს 10 რა­ი­ო­ნუ­ლი გამ­გე­ო­ბა და მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან საკ­მა­ოდ მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან თი­თო­ე­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს, უბანს თუ ქუ­ჩას რა უჭირს, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის, ვა­ტა­რებთ დრო­უ­ლად ექ­სპერ­ტი­ზას, მო­სახ­ლე­ო­ბას ვაფრ­თხი­ლებთ და ვა­წარ­მო­ებთ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
1

kargi ikneba tu chuguretshic winamzgvrishvilis quchaze sacxovrebel saxlebsac mixedavt.bevri zalian avariulia,didi imedi maqvs rom uyuradgebot ar datovebt

 

მოქალაქე
1

იოსებიძის 71 ნაკლებად ავარიულია???? გამაგრრბა არ შვრლის იშლება ზრუშჩოვკები გაიგეთ და იმოქმედეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია, სადაც ე.წ. "ხრუშოვკები" დგას" - თბილისის მერის მოადგილე

"თბილისში ყველაზე ავარიული რაიონი ვარკეთილის მესამე მასივია, სადაც ე.წ. "ხრუშოვკები" დგას" - თბილისის მერის მოადგილე

ბოლო 4 წლის განმავლობაში, 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ, ახლა მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ავარიული შენობის გამაგრება დროებითია, რადგან, მისი თქმით, ის 5-6 წელიწადში ისევ საფრთხის შემცველია ამ შენობაში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ხმალაძის განმარტებითვე, მერიის მხრიდან ახალი პროგრამა შემუშავდა, რომელიც ავარიული შენობების სრულ დემონტაჟსა და მათი ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეს ყველაზე მეტი ავარიული შენობა ვარკეთილის მესამე მასივში დგას.

"ზოგადად, ჩვენთვის ავარიული შენობების პრობლემა პირველად არ დადგა დღის წესრიგში. ამ თემაზე მერიაში, რომ მოვედით, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა. ერთ-ერთი იყო სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი კანონმდებლობა გადაიხედა. ავარიული შენობები ამ ხარისხს იძენს ან ვადის გასვლის გამო, ან ავარიული მიშენებების გამო - ეს მავნე პრაქტიკა უკვე ათეული წლებია ქვეყანაში გვაქვს, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა და გამოწვევა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში 365 ავარიული შენობა გავამაგრეთ. ახლა, ამ მომენტში მიდის დამატებით 62 შენობის გამაგრება. ავარიული შენობის გამაგრება ეს არის დროებითი გადაწყვეტა, ის 5-6 წელიწადში ისევ იძენს ავარიულობის გარკვეულ ხარისხს და ისევ საფრთხის წინაშე აყენებს იქ მცხოვრებ ადამიანებს.

პირველი პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ, იყო ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა. კახას გუნდმა შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების სრულად დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახლის მშენებლობას.

ერთ-ერთი ყველაზე ავარიული რაიონი არის ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც დგას 4 - ხუთსართულიანი ე.წ. "ხრუშოვკები" და მათი ჩანაცვლების ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფცია დაამტკიცა მუნიციპალიტეტმა და ორი კომპანია უკვე მუშაობს ჩანაცვლების პროგრამაზე.

თბილისის მუნიციპალიტეტს ჰყავს 10 რაიონული გამგეობა და მათი თანამშრომლები არიან საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაციაში ჩვენს მოსახლეობასთან, ძალიან კარგად იციან თითოეულ საცხოვრებელ კორპუსს, უბანს თუ ქუჩას რა უჭირს, თუ ამის საჭიროება არის, ვატარებთ დროულად ექსპერტიზას, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო გამაგრებით სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.