საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა" - დაკავებული ბუდაგოვის ადვოკატი
"შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა" - დაკავებული ბუდაგოვის ადვოკატი

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალ­დე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დე­ბა. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ზაურ ბუ­და­გო­ვის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე აღ­მოჩ­ნდეს ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი, რო­მელ­მაც ოჯა­ხის წევ­რი და­კარ­გა.

ამ ეტაპ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი: კორ­პუ­სის პირ­ვე­ლი სარ­თულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბი­ნის მე­სა­კუთ­რე ზაურ ბუ­და­გო­ვი და მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ორი მუშა, მამა-შვი­ლი ხუ­სე­ინ და გი­ორ­გი სურ­მა­ნი­ძე­ე­ბი.

სა­მი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა დღეს შე­ე­ფარ­დათ. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით ედე­ბათ, რაც მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, შიდა პა­ტიმ­რო­ბას, ან ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ზაურ ბუ­და­გო­ვის ად­ვო­კა­ტი, რა­მინ პა­პი­ძე Ambebi.ge -ს ეუბ­ნე­ბა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და ცდი­ლობს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მისი ჩვე­ნე­ბა გახ­დე­ბა ბრალ­დე­ბულ­თა წრის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ბუ­და­გოვ­მა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში თქვა, რომ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­ი­ა­რა კო­ნულ­ტა­ცია და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ მათი რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­დე­გად მი­ი­ღო.

ბუ­და­გო­ვი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში ასა­ხე­ლებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლებ­მაც იგი და­არ­წმუ­ნეს, რომ კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბო­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, ერთ-ერთი მშე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­მაც სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის პრო­ექ­ტი შე­ად­გი­ნა და უშუ­ა­ლოდ აძ­ლევ­და მი­თი­თე­ბებს მუ­შებს, ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რია.

"ის (ბუ­და­გო­ვი) არ არის ისე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნი, რომ თვით­ნე­ბუ­რად, სრუ­ლი­ად და­უ­კი­თხა­ვად ეწარ­მო­ე­ბი­ნა ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, და­უ­კავ­შირ­და რამ­დე­ნი­მე მშე­ნე­ბელს, ინ­ჟი­ნერს, რომ­ლე­ბიც ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან და მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ი­ქი­რა­ვა მუ­შე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ასა­ხე­ლებს, და­კი­თხუ­ლე­ბი არ არი­ან. თით­ქმის ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს ამო­ღე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას, მათ შო­რის მი­მო­წე­რე­ბი, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­ტურ­დე­ბა. ერთ-ერთი მშე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ბუ­და­გო­ვი და­არ­წმუ­ნა, რომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, არის ამა­ვე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი პირი, რო­მელ­მაც ოჯა­ხის წევ­რი და­კარ­გა" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

რა­მინ პა­პი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ზაურ ბუ­და­გო­ვი­სა და მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შე­ბის და­კა­ვე­ბა უსა­ფუძ­ვლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ნამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

"სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა უწყე­ბებ­მა უპა­სუ­ხეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვას. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს ეს პი­რე­ბი. ხომ არის თე­ო­რი­უ­ლად იმის შან­სი, რომ შე­ნო­ბის ნგრე­ვა სხვა რა­მეს გა­მო­ეწ­ვია?! და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ კორ­პუ­სის სი­ახ­ლო­ვეს ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მძი­მე ტექ­ნი­კა მუ­შა­ობ­და, რის გა­მოც იყო საგ­რძნო­ბი ვიბ­რა­ცი­ე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გზის გაყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მშე­ნებ­ლო­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის უკან ეზო­ში. პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­ფუძ­ვლად მო­სა­მარ­თლე მი­იჩ­ნევს 2 და­კა­ვე­ბუ­ლი მუ­შის ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც ჩემი პო­ზი­ცი­ით გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­ა­ცე­მი­ნა მათ. მუ­შე­ბის ჩვე­ნე­ბით, მათ ბუ­და­გოვ­მა უთხრა, რომ მო­სან­გრე­ვი იყო მზი­დი კე­დე­ლი და მათ ეს გა­ა­კე­თეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც კი იცი­ან ამ ტერ­მი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ეცა­და, რომ და­პა­ტიმ­რე­ბის მეტი სა­ფუძ­ვე­ლი შე­ექ­მნა" - ამ­ბობს პა­პი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალamარია
24

ოღონდ აიცილონ და სხვას შეტენონ''..'..

ინკვიზიტორი
4

"იმან მითხრა, ამან ესე თქვა..." ბიჯო, შვილო, ყველანაირი ნებართვა უნდა იყოს ქაღალდზე დაწერილი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული!!! სად, რომელ საუკუნეში, რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ??? ადრე თქვენთან ულვაშს გამოიძრობდნენ ხოლმე და იმას გაძლევდნენ! ეგ მაინცა გაქვთ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა" - დაკავებული ბუდაგოვის ადვოკატი

"შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა" - დაკავებული ბუდაგოვის ადვოკატი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე, სავარაუდოდ, ბრალდებულთა წრე გაფართოვდება. ერთ-ერთი დაკავებულის ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის ინფორმაციით, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა.

ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი: კორპუსის პირველი სართულზე არსებული ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები.

სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდათ. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც მოსამართლის განმარტებით, შიდა პატიმრობას, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი, რამინ პაპიძე Ambebi.ge -ს ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ცდილობს, სამართალდამცავებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. სავარაუდოდ, სწორედ მისი ჩვენება გახდება ბრალდებულთა წრის გაფართოების საფუძველი. ბუდაგოვმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტებთან გაიარა კონულტაცია და გადაწყვეტილება მხოლოდ მათი რეკომენდაციის შედეგად მიიღო.

ბუდაგოვი საკუთარ ჩვენებაში ასახელებს პროფესიონალებს, რომლებმაც იგი დაარწმუნეს, რომ კორპუსის პირველ სართულზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოები აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებოდა. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მშენებელი, რომელმაც სამუშაოებისთვის პროექტი შეადგინა და უშუალოდ აძლევდა მითითებებს მუშებს, ტრაგედიის შედეგად დაზარალებული პირია.

"ის (ბუდაგოვი) არ არის ისეთი უპასუხისმგებლო ადამიანი, რომ თვითნებურად, სრულიად დაუკითხავად ეწარმოებინა ეს სამუშაოები. როგორც თვითონ ამბობს, დაუკავშირდა რამდენიმე მშენებელს, ინჟინერს, რომლებიც ამ დარგის სპეციალისტები არიან და მხოლოდ მას შემდეგ დაიქირავა მუშები. ჯერჯერობით ის პირები, რომლებსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასახელებს, დაკითხულები არ არიან. თითქმის ყველა მტკიცებულება აქვს ამოღებული გამოძიებას, მათ შორის მიმოწერები, სადაც ეს ყველაფერი დასტურდება. ერთ-ერთი მშენებელი, რომელმაც ბუდაგოვი დაარწმუნა, რომ ეს სამუშაოები ზიანის მომტანი არ იქნებოდა, არის ამავე კორპუსში მცხოვრები პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა" - ამბობს ადვოკატი.

რამინ პაპიძე მიიჩნევს, რომ ზაურ ბუდაგოვისა და მის მიერ დაქირავებული მუშების დაკავება უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო. ადვოკატის თქმით, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ გახდება ცნობილი, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი არასერიოზულია.

"სამართალდამცავმა უწყებებმა უპასუხეს საზოგადოების ვნებათაღელვას. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს ეს პირები. ხომ არის თეორიულად იმის შანსი, რომ შენობის ნგრევა სხვა რამეს გამოეწვია?! დაკავებულები ყვებიან, რომ კორპუსის სიახლოვეს ერთდროულად რამდენიმე მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რის გამოც იყო საგრძნობი ვიბრაციები. მიმდინარეობდა გზის გაყვანის სამუშაოები და მშენებლობა საცხოვრებელი კორპუსის უკან ეზოში. პატიმრობის შეფარდების საფუძვლად მოსამართლე მიიჩნევს 2 დაკავებული მუშის ჩვენებას, რომელიც ჩემი პოზიციით გამომძიებელმა მიაცემინა მათ. მუშების ჩვენებით, მათ ბუდაგოვმა უთხრა, რომ მოსანგრევი იყო მზიდი კედელი და მათ ეს გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, არც კი იციან ამ ტერმინის მნიშვნელობა. გამომძიებელი ეცადა, რომ დაპატიმრების მეტი საფუძველი შეექმნა" - ამბობს პაპიძე.