მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა და კავშირი არაბულ მაფიოზურ კლანთან - სად მოხდა ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა, რომლისთვისაც 8 წუთი დასჭირდათ
მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა და კავშირი არაბულ მაფიოზურ კლანთან - სად მოხდა ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა, რომლისთვისაც 8 წუთი დასჭირდათ

კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს, რო­მელ­თაც ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ძარ­ცვა მო­ა­წყვეს, სა­ერ­თოდ არ დას­ჭირ­დათ წი­ნას­წარ მუ­ზე­უ­მის გეგ­მის შეს­წავ­ლა, დაც­ვის სის­ტე­მის მო­ტყუ­ე­ბა და სხვა ათა­სი სა­კი­თხის და­გეგ­მვა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათ მუ­ზე­უ­მის გა­ძარ­ცვა მხო­ლოდ 6-8 წუთ­ში მო­ა­ხერ­ხეს, ამის­თვის კი ასან­თი, პა­ტა­რა ნა­ჯა­ხი და ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი ამწე დას­ჭირ­დათ. რო­გორც შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, ქურ­დებ­მა მუ­ზე­უ­მი იმ ნორ­მა­ტი­ვით გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბულ დრო­ში გა­ძარ­ცვეს, რა დროც პო­ლი­ცი­ე­ლებს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლის­თვის სჭირ­დე­ბათ.

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ძარ­ცვა 2019 წელს, 24 ნო­ემ­ბერს დრეზ­დენ­ში მოხ­და, სა­დაც ქურ­დებ­მა სა­მე­ფო მუ­ზე­უ­მი გა­ძარ­ცვეს.

  • რო­გორ გა­ძარ­ცვეს მუ­ზე­უ­მი?

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მძარ­ცვე­ლებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად, ღა­მის 4 სა­ათ­ზე, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ფარი დაწ­ვეს, რო­მე­ლიც მუ­ზე­უმ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ­და. ელექტრო­ე­ნერ­გი­ას­თან ერ­თად გა­ი­თი­შა სიგ­ნა­ლი­ზა­ცია და ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბაც.

ორმა მძარ­ცველ­მა სიბ­ნე­ლე­ში პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ფან­ჯრის ჟა­ლუ­ზი და­ა­ზი­ა­ნა და ასე შე­აღ­წია მუ­ზე­უმ­ში, ყვე­ლა­სათ­ვის დრეზ­დე­ნის "მწვა­ნე სა­ცავ­ში", სა­დაც ევ­რო­პა­ში უდი­დე­სი სა­გან­ძუ­რის კო­ლექ­ცია ინა­ხე­ბა. მუ­ზე­უ­მი 1723 წელს პო­ლო­ნე­თის მე­ფემ და საქ­სო­ნი­ის კურ­ფი­ურსტმა, ავ­გუს­ტუს ძლი­ერ­მა და­ა­არ­სა.

მუ­ზე­უმ­ში შე­სულ­მა მძარ­ცვე­ლებ­მა, რო­გორც ჩანს, იცოდ­ნენ, რომ იქე­დან ყვე­ლა­ფერს ვერ წა­ი­ღებ­დნენ მათ ჩა­ამ­სხვრი­ეს ვიტ­რი­ნე­ბი და ბრი­ლი­ან­ტებ­თან ერ­თად უამ­რა­ვი ექ­სპო­ნა­ტი მო­ი­პა­რეს, რომ­ლე­ბიც ძვირ­ფა­სი ქვე­ბით იყო მორ­თუ­ლი.

ძარ­ცვი­სას მუ­ზე­უმ­ში, რო­გორც ყო­ველ­თვის, დაც­ვის ორი წევ­რი მო­რი­გე­ობ­და. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი არ გა­თი­შუ­ლა, მათ მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნი­ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქურ­დე­ბი და პო­ლი­ცი­აც გა­მო­ი­ძა­ხეს. შე­ტყო­ბი­ნე­ბის შეს­ვლი­დან 5-6 წუთ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა მათ მძარ­ცვე­ლე­ბი ცხელ კვალ­ზე მა­ინც ვერ და­ა­კა­ვეს.

მძარ­ცვე­ლებს ქუ­ჩა­ში "აუ­დის" ფირ­მის ავ­ტო­მო­ბი­ლი ელო­და, ისი­ნი მა­ლე­ვე გა­ნე­რიდ­ნენ და­ნა­შა­უ­ლის ად­გილს, მან­ქა­ნა მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გომ­ზე გა­ა­ჩე­რეს, დაწ­ვეს, თა­ვად კი სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლით წა­ვიდ­ნენ.

  • მი­ლი­არდ ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი ძარ­ცვა

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, ჩამ­სხვრე­უ­ლი ვიტ­რი­ნე­ბი­დან 21 ექ­სპო­ნა­ტი და­ი­კარ­გა, რომ­ლე­ბიც 4 ათას­ზე მეტი ბრი­ლი­ან­ტის ქვი­თა და სხვა ძვირ­ფა­სი ქვე­ბით იყო მორ­თუ­ლი. და­კარ­გულ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას შო­რის აღ­მოჩ­ნდა საქ­სო­ნი­ის დე­დოფ­ლის - ამა­ლია ავ­გუს­ტა ბა­ვა­რი­ე­ლის ბრო­ში, რო­მე­ლიც 660 ძვირ­ფა­სი ქვით იყო მორ­თუ­ლი და ფრიდ­რიც ავ­გუსტ I-ის, საქ­სო­ნი­ის მე­ფის სარ­ტყლის შე­საკ­რა­ვი, რო­მე­ლიც ბრი­ლი­ან­ტის 15 დიდი ქვი­თა და სხვა პა­ტა­რა ქვით იყო მორ­თუ­ლი. ძარ­ცვი­სას და­ი­კარ­გა 19-კა­რა­ტი­ა­ნი საქ­სო­ნი­ის თეთ­რი ბრი­ლი­ან­ტი.

"ჩვენ ზუს­ტად არ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის იყო ექ­სპო­ნა­ტე­ბი, რად­გან მათი გა­ყიდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და დრეზ­დე­ნის სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

საქ­სო­ნი­ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, უამ­რა­ვი ექ­სპო­ნა­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი იყო, შე­უ­ფა­სე­ბე­ლია და არ ჰქონ­დათ და­ზღვე­უ­ლი. რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­და­ზღვე­ვო გა­და­სა­ხა­დი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე მი­ღე­ბუ­ლი ზა­რა­ლი.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Bild-ის ცნო­ბით, და­კარ­გუ­ლი გან­ძი შე­საძ­ლოა მი­ლი­არ­დი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის იყოს. ასე­თი ზა­რა­ლი ის­ტო­რი­ა­ში არ­ცერთ მუ­ზე­უმს არ მი­უ­ღია. სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ სა­ბუ­თებ­ში ზა­რა­ლის თან­ხა­ზე 113,8 მი­ლი­ო­ნი ევ­როა მი­თი­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა უც­ნო­ბია, ამ თან­ხა­ში შე­ვი­და თუ არა ის ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ზღვე­უ­ლი არ იყო.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის ვა­რა­უ­დი სი­მარ­თლე რომც იყოს, მძარ­ცვე­ლებს მი­ლი­არდ ევ­როს არა­ვინ გა­და­უხ­დის. ისი­ნი ღიად ვერ შეძ­ლე­ბენ ექ­სპო­ნა­ტე­ბის გა­ყიდ­ვას. ხოლო თუ ნივ­თებს და­ა­ზი­ა­ნე­ბენ, ბრი­ლი­ან­ტებ­სა და ძვირ­ფას ქვებს ამო­ი­ღე­ბენ, ლი­თონს გა­და­ად­ნო­ბენ და ქვებს და­ა­მუ­შა­ვე­ბენ, მათი ფასი გა­ნა­ხევ­რდე­ბა.

ექ­სპერტთა აზ­რით, ქვე­ბის შეს­წავ­ლი­სას მარ­ტი­ვად მი­სახ­ვედ­რია, რომ ის ძვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით, XVIII სა­უ­კუ­ნე­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, თუ მძარ­ცვე­ლებს ქვე­ბის გა­ყიდ­ვა ცალ­კე სურთ, მა­შინ მათ თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლით და­მუ­შა­ვე­ბა და მცი­რე ზო­მის ქვე­ბად გა­და­კე­თე­ბა მო­უ­წევთ.

  • ვინ არი­ან მძარ­ცვე­ლე­ბი?

დრეზ­დე­ნის პო­ლი­ცი­ას რამ­დე­ნი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ჰქონ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მძარ­ცველ­თა კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­გან­ძურ­ში და გა­დამ­წვარ მან­ქა­ნა­შიც.

მძარ­ცვე­ლე­ბი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა, ამო­ღე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში კი ნა­ხეს, რომ ძარ­ცვამ­დე ერთი დღით ადრე მუ­ზე­უმ­ში ექ­სპო­ნა­ტე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად სა­ეჭ­ვო ოთხე­უ­ლი მი­ვი­და. ახალ­გაზ­რდებს ჯინ­სე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო შარ­ვლე­ბი და ბო­ტა­სე­ბი ეც­ვათ. ისი­ნი ათ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ას და გა­ჩერ­დნენ იმ ფან­ჯა­რას­თან, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ მუ­ზე­უ­მის დარ­ბაზ­ში შე­აღ­წი­ეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დიდი ხნის დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად გა­ნა­ცხა­დეს, რომ ერთ-ერთი ვი­ზი­ტო­რი გერ­მა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ბუ­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის, "რე­მოს" წევ­რია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

უმთავრესი ძვირფასეულობის პოვნაა და იმედია, ათქმევინებენ! 

))
0

ეს ყოფილა რემბო და ფანტომასი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა და კავშირი არაბულ მაფიოზურ კლანთან - სად მოხდა ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა, რომლისთვისაც 8 წუთი დასჭირდათ

მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა და კავშირი არაბულ მაფიოზურ კლანთან - სად მოხდა ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა, რომლისთვისაც 8 წუთი დასჭირდათ

კრიმინალური დაჯგუფების წევრებს, რომელთაც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოაწყვეს, საერთოდ არ დასჭირდათ წინასწარ მუზეუმის გეგმის შესწავლა, დაცვის სისტემის მოტყუება და სხვა ათასი საკითხის დაგეგმვა. როგორც აღმოჩნდა, მათ მუზეუმის გაძარცვა მხოლოდ 6-8 წუთში მოახერხეს, ამისთვის კი ასანთი, პატარა ნაჯახი და ჰიდრავლიკური ამწე დასჭირდათ. როგორც შემდეგ ამბობდნენ, ქურდებმა მუზეუმი იმ ნორმატივით გათვალიწინებულ დროში გაძარცვეს, რა დროც პოლიციელებს დანიშნულების ადგილზე მისვლისთვის სჭირდებათ.

გახმაურებული ძარცვა 2019 წელს, 24 ნოემბერს დრეზდენში მოხდა, სადაც ქურდებმა სამეფო მუზეუმი გაძარცვეს.

  • როგორ გაძარცვეს მუზეუმი?

გამოძიების ცნობით, მძარცველებმა თავდაპირველად, ღამის 4 საათზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ფარი დაწვეს, რომელიც მუზეუმთან ახლოს მდებარეობდა. ელექტროენერგიასთან ერთად გაითიშა სიგნალიზაცია და ქუჩის განათებაც.

ორმა მძარცველმა სიბნელეში პირველი სართულის ფანჯრის ჟალუზი დააზიანა და ასე შეაღწია მუზეუმში, ყველასათვის დრეზდენის "მწვანე საცავში", სადაც ევროპაში უდიდესი საგანძურის კოლექცია ინახება. მუზეუმი 1723 წელს პოლონეთის მეფემ და საქსონიის კურფიურსტმა, ავგუსტუს ძლიერმა დააარსა.

მუზეუმში შესულმა მძარცველებმა, როგორც ჩანს, იცოდნენ, რომ იქედან ყველაფერს ვერ წაიღებდნენ მათ ჩაამსხვრიეს ვიტრინები და ბრილიანტებთან ერთად უამრავი ექსპონატი მოიპარეს, რომლებიც ძვირფასი ქვებით იყო მორთული.

ძარცვისას მუზეუმში, როგორც ყოველთვის, დაცვის ორი წევრი მორიგეობდა. ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, სათვალთვალო კამერები არ გათიშულა, მათ მალევე შეამჩნიეს შეიარაღებული ქურდები და პოლიციაც გამოიძახეს. შეტყობინების შესვლიდან 5-6 წუთში სამართალდამცავები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, თუმცა მათ მძარცველები ცხელ კვალზე მაინც ვერ დააკავეს.

მძარცველებს ქუჩაში "აუდის" ფირმის ავტომობილი ელოდა, ისინი მალევე განერიდნენ დანაშაულის ადგილს, მანქანა მიწისქვეშა ავტოსადგომზე გააჩერეს, დაწვეს, თავად კი სხვა ავტომობილით წავიდნენ.

  • მილიარდ ევროდ შეფასებული ძარცვა

გამოძიების ცნობით, ჩამსხვრეული ვიტრინებიდან 21 ექსპონატი დაიკარგა, რომლებიც 4 ათასზე მეტი ბრილიანტის ქვითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო მორთული. დაკარგულ ძვირფასეულობას შორის აღმოჩნდა საქსონიის დედოფლის - ამალია ავგუსტა ბავარიელის ბროში, რომელიც 660 ძვირფასი ქვით იყო მორთული და ფრიდრიც ავგუსტ I-ის, საქსონიის მეფის სარტყლის შესაკრავი, რომელიც ბრილიანტის 15 დიდი ქვითა და სხვა პატარა ქვით იყო მორთული. ძარცვისას დაიკარგა 19-კარატიანი საქსონიის თეთრი ბრილიანტი.

"ჩვენ ზუსტად არ შეგვიძლია დავასახელოთ, რა ღირებულების იყო ექსპონატები, რადგან მათი გაყიდვა შეუძლებელია", - განაცხადა დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების სფეროს წარმომადგენელმა.

საქსონიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, უამრავი ექსპონატი, რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო, შეუფასებელია და არ ჰქონდათ დაზღვეული. რადგან ასეთ შემთხვევებში, სადაზღვევო გადასახადი გაცილებით მაღალია, ვიდრე მიღებული ზარალი.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, დაკარგული განძი შესაძლოა მილიარდი ევროს ღირებულების იყოს. ასეთი ზარალი ისტორიაში არცერთ მუზეუმს არ მიუღია. სასამართლოში წარდგენილ საბუთებში ზარალის თანხაზე 113,8 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა უცნობია, ამ თანხაში შევიდა თუ არა ის ნივთები, რომლებიც დაზღვეული არ იყო.

როგორც ამბობენ, გერმანული გამოცემის ვარაუდი სიმართლე რომც იყოს, მძარცველებს მილიარდ ევროს არავინ გადაუხდის. ისინი ღიად ვერ შეძლებენ ექსპონატების გაყიდვას. ხოლო თუ ნივთებს დააზიანებენ, ბრილიანტებსა და ძვირფას ქვებს ამოიღებენ, ლითონს გადაადნობენ და ქვებს დაამუშავებენ, მათი ფასი განახევრდება.

ექსპერტთა აზრით, ქვების შესწავლისას მარტივად მისახვედრია, რომ ის ძველი ტექნოლოგიით, XVIII საუკუნეშია დამზადებული. ამიტომ, თუ მძარცველებს ქვების გაყიდვა ცალკე სურთ, მაშინ მათ თანამედროვე სტილით დამუშავება და მცირე ზომის ქვებად გადაკეთება მოუწევთ.

  • ვინ არიან მძარცველები?

დრეზდენის პოლიციას რამდენიმე ხელჩასაჭიდი ჰქონდა. როგორც ცნობილია, მძარცველთა კვალი აღმოაჩინეს საგანძურში და გადამწვარ მანქანაშიც.

მძარცველები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ამოღებულ ჩანაწერებში კი ნახეს, რომ ძარცვამდე ერთი დღით ადრე მუზეუმში ექსპონატების დასათვალიერებლად საეჭვო ოთხეული მივიდა. ახალგაზრდებს ჯინსები, სავარჯიშო შარვლები და ბოტასები ეცვათ. ისინი ათვალიერებდნენ მუზეუმის ტერიტორიას და გაჩერდნენ იმ ფანჯარასთან, საიდანაც შემდეგ მუზეუმის დარბაზში შეაღწიეს.

სამართალდამცავებმა დიდი ხნის დაკვირვების შედეგად განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ვიზიტორი გერმანიაში არსებული არაბული მაფიოზური კლანის, "რემოს" წევრია. წაიკითხეთ სრულად