საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია კორპუსის ნგრევა" - ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინეს
"ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია კორპუსის ნგრევა" - ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინეს

პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

საქ­მე ეხე­ბა 8 ოქ­ტომ­ბერს ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქტს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­შა­ლეს რო­გორც არამ­ზი­დი, ასე­ვე მზი­დი კონ­სტრუქ­ცია, კედ­ლე­ბი, რი­თაც და­ირ­ღვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სიმ­ტკი­ცე და მდგრა­დო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია შვიდ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ნგრე­ვა.

“სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს ბა­თუმ­ში, კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, ახ­ლობ­ლებს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის გამო.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, ზ.ბ. სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ შე­უ­თან­ხმდა ფი­ზი­კურ პი­რებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუჩა N13-ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში სამ­შე­ნებ­ლო-სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხო­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფარ­თებ­ში, რო­გორც არამ­ზი­დი, ასე­ვე მზი­დი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის (კედ­ლე­ბის) მოშ­ლას მო­ი­ცავ­და.

2021 წლის 4 ოქ­ტომ­ბრი­დან 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე დრო­ის პე­რი­ოდ­ში, ზ.ბ.-სთან შე­თან­ხმე­ბით და მის მი­ერ­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რე­შე აყ­ვა­ნილ­მა პი­რებ­მა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, თვით­ნე­ბუ­რად აწარ­მო­ეს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რაც ყო­ველ­გვა­რი სა­ინ­ჟინ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით მინ­დი­ნა­რე­ობ­და, შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ჟინ­რო ცოდ­ნის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­შა­ლეს რო­გორც არამ­ზი­დი, ასე­ვე მზი­დი კონ­სტრუქ­ცია (კედ­ლე­ბი), რი­თაც და­ირ­ღვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სიმ­ტკი­ცე და მდგრა­დო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია შვიდ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ნგრე­ვა, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ამა­ვე კორ­პუს­ში მყო­ფი 9 პი­რის, მათ შო­რის სამი არას­რულ­წლოვ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბუ­ლებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა (სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია.).

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ბრალ­დე­ბის მხა­რე და­ზა­რა­ლე­ბულ­თა კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ქმე­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
3

ხალხო არ ჯობია შეელიოთ ზედმეტ 10-15 კვადრატს ახლა, რომ მერე ყველაფერი არ დაკარგოთ ცხოვრებაში? დღეიდანვე დაიწყოს ეს პროცესი

zura
18

გამარჯობათ მაინტერესებს ერთი საკითხი:

როცა მოსახლეობამ მიმართა ზედამხედველობის სამსახურს ნგრევასთან დაკავშირებით და არ იყო რეაგირება მათი პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს? და მეორე მუშას რომელსაც ეუბმნება მეპატრონე ეს კედელი მოანგრიოს როგორ მოიქცეს წავიდეს კვალიფიკაცია აიმაღლოს ( დაამთავროს სამშენებლო ფაკულტეტი) გაერკვეს რომელი მზიდია თუ არამზიდი კედელი და ისე დაიწყოს მუშაობა - ესეა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია კორპუსის ნგრევა" - ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინეს

"ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია კორპუსის ნგრევა" - ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქმე ეხება 8 ოქტომბერს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა.

“საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო.

საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.

2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება.

პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.).

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.