საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად საუბრობდა დედაზე, სულ ამბობდა ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად" - რას იხსენებს ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის პედაგოგი
"ხშირად საუბრობდა დედაზე, სულ ამბობდა ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად" - რას იხსენებს ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის პედაგოგი

ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი 9 პი­რი­დან 4 - ერთი ოჯა­ხის წევ­რია. გარ­დაც­ვი­ლია 35 წლის ინგა მე­კე­ი­ძე, მისი მაზ­ლი და ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი - 1 და 9 წლის ბავ­შვე­ბი. ტრა­გე­დი­ის დღეს და 9 წლის ანას­ტა­ტია დავ­ლა­ძეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ბა­თუ­მის პირ­ვე­ლი სკო­ლის პე­და­გო­გი იხ­სე­ნებს:

"12 სა­ათ­ზე მო­ვი­და ამ­ბა­ვი, რომ სა­დაც ანას­ტა­სია ცხოვ­რობ­და, ის სახ­ლი ჩა­მო­ინ­გრაო. ჯერ არ გვჯე­რო­და, მაგ­რამ ვინც ახ­ლოს იყ­ვნენ ანას­ტა­სი­ას მშობ­ლებ­თან, ყვე­ლა მი­ვი­და ად­გილ­ზე და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­დას­ტურ­და, არ ვიცი ეს მე რო­გორ გა­ი­ა­რე... ჯო­ჯო­ხე­თი იყო ნამ­დვი­ლად. ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა არა­მარ­ტო იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ღმერ­თო, და­ი­ფა­რე ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის სული და სა­მო­თხე­ში აცხოვ­რე.

ანას­ტა­სია იყო ძა­ლი­ან ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი, პა­ტა­რა, სიფ­რი­ფა­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა უყ­ვარ­და, ხა­ლი­სი­ა­ნი, მშობ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, ხში­რად სა­უბ­რობ­და თა­ვის დე­და­ზე და უნ­დო­და, რომ დე­დის მსგავ­სი ყო­ფი­ლი­ყო, სულ ამ­ბობ­და ჩემი ლა­მა­ზი დე­დი­კოო და წა­ვიდ­ნენ ერ­თად, მისი ლა­მა­ზი დე­დი­კო იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა", - აცხა­დებს პე­და­გო­გი.

ინგა მე­კე­ი­ძე ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 8 ოქ­ტომ­ბერს კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გული 4 ჯერ გა­უ­ჩერ­და. დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის­თვის, ინგა მე­კე­ი­ძე კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­გარზრდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან მისი ორი­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ამო­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვებ­თან ერ­თად მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს მათი ბი­ძაც, რო­მე­ლიც ინგა მე­კე­ი­ძის ახ­ლობ­ლის თქმით, უცხო­ე­თი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ძმის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
2

გთხოვთ დაშალეთ ყველა მიშენებები რაც 90-ანებში აშენდა , კიდე ბევრი უბედურება დატრიალდება

ნინო
1

ვეთანხმები მაიას. ყველა მიშენება, მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახსნელია. დაუბრუნეთ შენობებს პირველსაწყისი სახე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოემზადეთ უბედურებათა კასკადისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ხშირად საუბრობდა დედაზე, სულ ამბობდა ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად" - რას იხსენებს ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის პედაგოგი

"ხშირად საუბრობდა დედაზე, სულ ამბობდა ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად" - რას იხსენებს ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილი 9 წლის ბავშვის პედაგოგი

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 9 პირიდან 4 - ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი მაზლი და ორი არასრულწლოვანი შვილი - 1 და 9 წლის ბავშვები. ტრაგედიის დღეს და 9 წლის ანასტატია დავლაძეს ჟურნალისტებთან ბათუმის პირველი სკოლის პედაგოგი იხსენებს:

"12 საათზე მოვიდა ამბავი, რომ სადაც ანასტასია ცხოვრობდა, ის სახლი ჩამოინგრაო. ჯერ არ გვჯეროდა, მაგრამ ვინც ახლოს იყვნენ ანასტასიას მშობლებთან, ყველა მივიდა ადგილზე და ინფორმაცია, რომ დადასტურდა, არ ვიცი ეს მე როგორ გაიარე... ჯოჯოხეთი იყო ნამდვილად. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს. ეს უდიდესი ტრაგედიაა არამარტო იმ ოჯახებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ღმერთო, დაიფარე ყველა გარდაცვლილის სული და სამოთხეში აცხოვრე.

ანასტასია იყო ძალიან ლაღი, თავისუფალი, საყვარელი ბავშვი, პატარა, სიფრიფანა, რომელსაც ყველაფრის გაკეთება უყვარდა, ხალისიანი, მშობლების მოყვარული, ხშირად საუბრობდა თავის დედაზე და უნდოდა, რომ დედის მსგავსი ყოფილიყო, სულ ამბობდა ჩემი ლამაზი დედიკოო და წავიდნენ ერთად, მისი ლამაზი დედიკო იქნება მთელი ცხოვრება ახალგაზრდა", - აცხადებს პედაგოგი.

ინგა მეკეიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 8 ოქტომბერს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა. დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალგარზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან მისი ორივე არასრულწლოვანი შვილი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.