კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება" - ომბუდსმენი
"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება" - ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს უსამ­ძიმ­რებს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა ცხად­ყო, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა.

ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბა მის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც ომ­ბუდსმე­ნი აღ­ნიშ­ნავს, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია, არ იმოქ­მე­დოს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბით, რაც რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნებს მა­საც და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც.

„სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­თა ოჯა­ხებს!

ბა­თუმ­ში მომ­ხდარ­მა სა­ზა­რელ­მა ფაქ­ტმა ცხად­ყო რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ფხვრა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ამ დიდი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო და­უ­დევ­რო­ბას გა­მო­ეწ­ვია. სწო­რედ ამი­ტომ, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნოს და არ იმოქ­მე­დოს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბით, რაც რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნებს მა­საც და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც.

იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად წა­რი­მარ­თე­ბა.

ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს და და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ!

აქვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუხ­დო მაშ­ვე­ლებს, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­დნენ თი­თო­ე­უ­ლი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად - თქვენ გმი­რულ საქ­მეს აკე­თებთ!“- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო გუ­შინ ჩა­მო­ინ­გრა. ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად 8 პირი გარ­და­იც­ვა­ლა, აქე­დან 4 ერთი ოჯა­ხის წევ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა 36 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლებ­მა კორ­პუ­სის ნან­გრე­ვე­ბი­დან გუ­შინ ამო­იყ­ვა­ნეს, ის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში, კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე ერთ-ერთი ბი­ნის მე­სა­კუთ­რის მი­თი­თე­ბით სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­მაც სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვა გა­მო­იწ­ვია. და­კა­ვე­ბუ­ლია ბი­ნის მე­პატ­რო­ნე და ორი მუშა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება" - ომბუდსმენი

"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება.

ამის შესახებ სახალხო დამცელის განცხადება მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, თითოეული მოქალაქის ვალია, არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლითა ოჯახებს!

ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!

აქვე მინდა მადლობა გადავუხდო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!“- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.