საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ჩამონგრევა დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა" - დავით ზილფიმიანი
"წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ჩამონგრევა დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა" - დავით ზილფიმიანი

დე­პუ­ტა­ტი და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი ბა­თუმ­ში კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა. კორ­პუ­სი ბა­თუმ­ში დღეს დი­ლით ჩა­მო­ინ­გრა და და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი ფაქტს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შე­ეს­წრო.

"დი­ლი­დან ვეს­წრე­ბი ამ სა­უ­ბე­დუ­რო ფაქტს და მხო­ლოდ იმის კონ­სტა­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბა, რომ მაშ­ვე­ლე­ბი და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი თავ­და­უ­ზა­გა­ვად მუ­შა­ო­ბენ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. არა­ვი­თა­რი აფეთ­ქე­ბა ან მიმ­დი­ნა­რე მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნი­თი სა­მუ­შაო არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე ვე­წე­ო­დი სე­ის­მურ საქ­მი­ა­ნო­ბას და, ჩემი აზ­რით, ეს არის გა­მოვ­ლე­ნა კონ­სტრუქ­ცი­ის დაღ­ლი­ლო­ბი­სა, რაც ათწლე­ულ­ზე მეტი წლის წინ და­მა­ტე­ბი­თი სარ­თუ­ლე­ბის უსა­ფუძ­ვლო ნე­ბარ­თვე­ბით და­შე­ნე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა - ჩა­მონ­გრე­ვა. ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თით­ქოს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოხ­და და­შე­ნე­ბა და ამან გა­მო­იწ­ვია ნგრე­ვა.

ახლა, როცა ხალ­ხია გა­და­სარ­ჩე­ნი, ოპო­ზი­ცი­ის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა სა­მარ­ცხვი­ნოა. იმის მა­გივ­რად, რომ ახლა გვერ­დით და­უდ­გნენ და გა­ამ­ხნე­ვონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისი­ნი სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. სა­მარ­ცხვი­ნოა და ამაზ­რზე­ნი, რა­საც ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სეგ­მენ­ტი და სუ­ბი­ექ­ტი ამ უბე­დუ­რე­ბის ფონ­ზე ქა­და­გებს", - აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტი და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, დღეს ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე 5-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი.

კორ­პუ­სის ჩა­მონ­გრე­ვის გამო, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, აჭა­რის მე­ზო­ბე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან და­მა­ტე­ბი­თი ცო­ცხა­ლი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე ჩა­ვი­და შს მი­ნის­ტრიც. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნან­გრე­ვებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 10-15 ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი.

"რაც მოხ­და ყვე­ლამ ვნა­ხეთ, მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა ნამ­დვი­ლად. რამ­დე­ნი­მე­სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. გა­მო­ძი­ე­ბა და­ვი­წყეთ. და­ვად­გენთ, ნგრე­ვა რამ გა­მო­იწ­ვია. და­ახ­ლო­ე­ბით 5 სარ­თუ­ლია ჩა­მონ­გრე­უ­ლი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს მოქ­ცე­უ­ლი. კონ­ტაქ­ტზე გა­მო­დის 2 ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცო­ცხა­ლია და ტე­ლე­ფო­ნით გვე­სა­უბ­რე­ბა, თუმ­ცა ვერ გვიხ­სნი­ან ჯერ, სად არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
2

სეისმურ საქმიანობას ვეწეოდიოოოო?!... ესაა, ყოველდღე მიწისძვრას რომ აცხადებენ?..

მოქალაქე
2

მართალია ბატონი დავითი. ყველა მსგავსი ტრაგედიის მიზეზი, უკანონო მიშენება/მოშენება/დაშენებებია!!! ჩაივლის ეს ამბავი და იგივე გაგრძელდება,იმიტომ რომ სიხარბეს და გაუმაძღრობას საზღვარი არა აქვს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ჩამონგრევა დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა" - დავით ზილფიმიანი

"წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ჩამონგრევა დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა" - დავით ზილფიმიანი

დეპუტატი დავით ზილფიმიანი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს ეხმაურება. კორპუსი ბათუმში დღეს დილით ჩამოინგრა და დავით ზილფიმიანი ფაქტს შემთხვევის ადგილზე შეესწრო.

"დილიდან ვესწრები ამ საუბედურო ფაქტს და მხოლოდ იმის კონსტატაცია შეიძლება, რომ მაშველები და ძალოვანი სტრუქტურები თავდაუზაგავად მუშაობენ, მოქალაქეების გადასარჩენად. არავითარი აფეთქება ან მიმდინარე მექანიკური ზეგავლენითი სამუშაო არ ხორციელდებოდა. წლების მანძილზე ვეწეოდი სეისმურ საქმიანობას და, ჩემი აზრით, ეს არის გამოვლენა კონსტრუქციის დაღლილობისა, რაც ათწლეულზე მეტი წლის წინ დამატებითი სართულების უსაფუძვლო ნებართვებით დაშენებამ განაპირობა - ჩამონგრევა. ისეთ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თითქოს ამ ხელისუფლების დროს მოხდა დაშენება და ამან გამოიწვია ნგრევა.

ახლა, როცა ხალხია გადასარჩენი, ოპოზიციის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება სამარცხვინოა. იმის მაგივრად, რომ ახლა გვერდით დაუდგნენ და გაამხნევონ ხელისუფლების წარმომადგენლები, ისინი სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. სამარცხვინოა და ამაზრზენი, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური სეგმენტი და სუბიექტი ამ უბედურების ფონზე ქადაგებს", - აცხადებს დეპუტატი დავით ზილფიმიანი.

ცნობისთვის, დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

"რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ, სად არიან“, - განაცხადა გომელაურმა.