მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა" - 20 წლის ფეხბურთელის მამამ პროკურატურას მიმართა
"ეს იყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა" - 20 წლის ფეხბურთელის მამამ პროკურატურას მიმართა

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მამ, ად­ვო­კატ­მა გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა.

ად­ვო­კა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას მო­ი­თხოვს. მისი გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს მისი შვი­ლი 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამას­თან, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა დევი ტა­ბი­ძემ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი შვი­ლი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის იყო, თუმ­ცა ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან 40 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ტა­ბი­ძეს მისი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და.

„გან­ცხა­დე­ბა­ში ვი­თხოვ სას­წრა­ფოდ და­ი­წყოს ჩემი შვი­ლის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შეც­დო­მას, გულ­გრი­ლო­ბას, უყუ­რა­დღე­ბო­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, ყვე­ლა­ფერ აღ­ნიშ­ნულ­ზე, რო­დე­საც და­ვი­კი­თხე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფერს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით წარ­მო­გიდ­გენთ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს ჩემი შვი­ლი 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ჩემი შვი­ლი მკურ­ნა­ლობ­და თით­ქმის ერთი თვე - 11 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტებ­რამ­დე. პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, ეს იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, თით­ქოს ჩემი შვი­ლი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის იყო და ამის შემ­დეგ 40 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რჩე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ ჩემი შვი­ლის საქ­მე სა­ერ­თოდ არ იცო­და და ისა­უბ­რა ის, რაც არ უნდა ესა­უბ­რა”, - აღ­ნიშ­ნა გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 10 სექ­ტემ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯალა
5

ცამდე მართლია ეს ადამიანი, მაგრამ ვერაფერს ვერავის ვერ დაუმტკიცებს უმაქნისი პროკურატურა.

ერთი შეიძლება რომელიმე ექთანი გახდეს განტევების ვაცი

მარინა
0

ჩემი შვილიც მოკლეს 27 სექტემბერს ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმაციაში, ბოლომდე გამოჯანმრთელებული... ზუსტად ასეთი ტყუილებით ახლაფორთებენ ახლა საქმეს, მაგრამ არ იციან, რომ მათ ფეხქვეშ დედამიწა უნდა იწვებოდეს სულ ცოტა ხანში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ეს იყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა" - 20 წლის ფეხბურთელის მამამ პროკურატურას მიმართა

"ეს იყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა" - 20 წლის ფეხბურთელის მამამ პროკურატურას მიმართა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

ადვოკატი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვს. მისი განცხადებით, გარდაცვალების დღიდან გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მისი შვილი 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა დევი ტაბიძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი შვილი საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა ვახტანგ ჩარკვიანი აღნიშნული განცხადებიდან 40 წუთში გარდაიცვალა, რაც მიანიშნებს, რომ ტაბიძეს მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„განცხადებაში ვითხოვ სასწრაფოდ დაიწყოს ჩემი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. რაც შეეხება შეცდომას, გულგრილობას, უყურადღებობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ყველაფერ აღნიშნულზე, როდესაც დავიკითხები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერს მტკიცებულებების სახით წარმოგიდგენთ. გარდაცვალების დღიდან გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჩემი შვილი 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შვილი მკურნალობდა თითქმის ერთი თვე - 11 აგვისტოდან 10 სექტებრამდე. პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ ჰქონდა, ეს იყო საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა. რჩება გონივრული ეჭვი, რომ ჩემი შვილის საქმე საერთოდ არ იცოდა და ისაუბრა ის, რაც არ უნდა ესაუბრა”, - აღნიშნა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.