საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სერგეი შოიგუ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის "რჩეულს" უწოდებენ და რატომ მოიხსენიებენ მას "პუტინის მემკვიდრედ"
ვინ არის სერგეი შოიგუ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის "რჩეულს" უწოდებენ და რატომ მოიხსენიებენ მას "პუტინის მემკვიდრედ"

ხორ­ვა­ტულ ცნო­ბილ გა­მო­ცე­მა Advance-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით - "სერ­გეი შო­ი­გუს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მემ­კვიდ­რედ გა­მო­ცხა­დე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შან­სი აქვს" (ავ­ტო­რი - ან­ტუნ როშა), რო­მელ­შიც გა­მოთ­ქმუ­ლია ვა­რა­უ­დი რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რის თა­ო­ბა­ზე. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია სერ­გეი შო­ი­გუს კან­დი­და­ტუ­რა, გად­მო­ცე­მუ­ლია რო­გორც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის მო­მენ­ტე­ბი, ასე­ვე, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზე­ბი.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი პირ­ვე­ლად საკ­მა­ოდ დიდი ხნის წინ გახ­და - 2000 წელს. მსოფ­ლიო მა­შინ სხვა­ნა­ი­რი იყო და არც რუ­სე­თი იყო და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბი­სა­გან გა­მო­ნაკ­ლი­სი. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის არ­ჩე­ვა მოხ­და ჯერ კი­დევ აშშ-ზე ტე­რო­რის­ტულ შე­ტე­ვამ­დე, რო­მელ­მაც შემ­დეგ და­სა­ბა­მი მის­ცა ამე­რი­კის შეჭ­რას ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში. ამ მოვ­ლე­ნებ­მა ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა არა მარ­ტო მსოფ­ლი­ოს გე­ო­პო­ლი­ტი­კა­ზე, არა­მედ - მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც. თუ დღე­ვან­დელ ურ­თი­ერ­თო­ბას იმ­დრო­ინ­დელს შე­ვა­და­რებთ, 2000 წლამ­დე ორი სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იდი­ლი­უ­რიც კი შე­იძ­ლე­ბა, ვუ­წო­დოთ.

რა თქმა უნდა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მთლად იდე­ა­ლუ­რი არ იყო, მაგ­რამ ამე­რი­კა რუ­სეთს ისეთ ქვეყ­ნად თვლი­და, რო­მე­ლიც მის­თვის ცივი ომის­დრო­ინ­დელ საფრ­თხეს აღარ წარ­მო­ად­გენ­და. უფრო მე­ტიც - აშშ რუ­სეთ­ში ახალ ეკო­ნო­მი­კურ პარტნი­ორს ხე­დავ­და, პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ღე­ბის ბაზ­რის სა­ხით. რუ­სე­თის უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ეს ნიშ­ნავ­და შო­კუ­რი დოქ­ტრი­ნის და­სას­რულს ანუ სო­ცი­ა­ლიზ­მი­დან კა­პი­ტა­ლიზ­მზე გა­დას­ვლას. ისი­ნი ხე­დავ­დნენ, რომ 1990-იან წლებ­ში ადა­მი­ან­თა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი გავ­ლე­ნი­ა­ნი ჯგუ­ფი (ოლი­გარ­ქე­ბი) ზღაპ­რუ­ლად მდი­და­რი გახ­და, ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი კი - გა­ღა­ტაკ­და.

რუ­სე­თის პირ­ველ­მა მმარ­თველ­მა (სსრკ-ის დაშ­ლის შემ­დეგ) ბო­რის ელ­ცინ­მა ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის ისე­თი მო­მავ­ლი­სათ­ვის, რი­თაც და­სავ­ლე­თი აშ­კა­რად კმა­ყო­ფი­ლი იყო - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში მშვე­ნივ­რად ეს­მო­დათ, რომ ბო­რის ნი­კო­ლა­ე­ვი­ჩი "არას­ტა­ბი­ლურ" პრე­ზი­დენტს წარ­მო­ად­გენ­და. და როცა მისი მმარ­თვე­ლო­ბის ორ­მან­და­ტი­ა­ნი ვადა ამო­ი­წუ­რა, დად­გა დრო, მას თა­ვი­სი მემ­კვიდ­რე მო­ე­ძებ­ნა. ბო­რის ელ­ცინ­მაც თა­ვი­სი უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლი - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­არ­ჩია, რო­მე­ლიც იმ დროს - 1999 წელს - 47 წლი­სა იყო.

კრემ­ლის "რჩე­უ­ლის" სა­ხე­ლით ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ად­ვი­ლად გა­ი­მარ­ჯვა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში და ხმე­ბის 53,4% მი­ი­ღო. იმ დროს და­სავ­ლეთ­ში არა­ვის არა­ნა­ი­რი კი­თხვა არ უჩ­ნდე­ბო­და, თუ რამ­დე­ნად "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ღირ­სე­უ­ლი" იყო ეს არ­ჩევ­ნე­ბი. და­სავ­ლე­თი კმა­ყო­ფი­ლი იყო იმით, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ი­მარ­ჯვა და არა - მის­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ, კო­მუ­ნის­ტმა გე­ნა­დი ზი­უ­გა­ნოვ­მა, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით (29,5%) მე­ო­რე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

აშშ-სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­ძა­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინს "თავ­ში აზ­რად მო­უ­ვი­და" იდეა რუ­სე­თის აღორ­ძი­ნე­ბა­ზე და ამის გა­კე­თე­ბა ისე მო­ი­სურ­ვა, რომ მისი ქვე­ყა­ნა, თუნ­დაც უკვე კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი რუ­სე­თი, მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სამ­სა­ხურ­ში არ ყო­ფი­ლი­ყო. და­ძა­ბუ­ლო­ბა მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის კი­დევ უფრო გაღ­რმავ­და მას შემ­დეგ, რაც 10 წლის წინ რუ­სეთ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა სი­რი­ას და მის ლი­დერს - ბა­შარ ასადს, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთს "შავ სი­ა­ში" ჰყავ­და შეყ­ვა­ნი­ლი და მისი რე­ჟი­მის შეც­ვლა იყო და­გეგ­მი­ლი. და­სავ­ლეთ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბის პიკ­მა კი 2014 წელს მი­აღ­წია, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ყი­რი­მის მი­ტა­ცე­ბის გამო. მას შემ­დეგ ჩვენ მოწ­მე­ნი ვართ აშშ-რუ­სეთს შო­რის უთან­ხმო­ე­ბის ზრდის პრო­ცე­სი­სა და სა­ეჭ­ვოა, იმის იმე­დი, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა 1990-იანი წლე­ბის კვა­ზი­ი­დი­ლი­ურ პე­რი­ოდს და­უბ­რუნ­დე­ბა. მაქ­სი­მუ­მი, რა­საც უნდა ვე­ლო­დოთ და­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, ესაა პრაგ­მა­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა ცალ­კე­უ­ლი, ორი­ვე მხა­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ში. და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მხო­ლოდ იმ დროს, როცა აშშ გარ­კვე­ულ და­სუს­ტე­ბას და­ი­წყებს (ახლა, რო­გორც ჩანს, სწო­რედ ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ის მოწ­მე­ნი ვართ, ამე­რი­კე­ლე­ბის ავ­ღა­ნე­თი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ).

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მრა­ვა­ლი წე­ლია, "რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის მმარ­თვე­ლის ტახ­ტზე" ზის. იგი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად, პრინ­ციპ­ში, გა­ნუ­წყვეტ­ლივ - 2000 წლი­დან - დღემ­დე რჩე­ბა: მარ­თა­ლია, 2008-2012 წლებ­ში იგი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და, პრე­ზი­დენ­ტი კი დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი იყო, მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლას კარ­გად ეს­მო­და, რომ მედ­ვე­დევს პუ­ტი­ნის გა­რე­შე არა­ფე­რის გა­კე­თე­ბა არ შე­ეძ­ლო და პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძე­ლიც პუ­ტი­ნის­თვის ჰქონ­და "და­კა­ვე­ბუ­ლი".

დღე­ის­თვის ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­ნიმ­ტკი­ცა, შეც­ვა­ლა კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც მას თე­ო­რი­უ­ლად უფ­ლე­ბას აძ­ლევს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 2036 წლამ­დე დარ­ჩეს (თუ იგი არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას). დღეს პუ­ტი­ნი 68 წლი­საა, 2036 წლი­სათ­ვის კი იგი 83 წლი­სა შეს­რულ­დე­ბა. ნუთუ მარ­თლაც ასე დიდი ხნით გეგ­მავს იგი ქვეყ­ნის მარ­თვას?

ფაქ­ტი ისაა, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა რუ­სეთ­ში ისე­თი აღარ არის, რო­გო­რიც 7-8 წლის წინ იყო. არი­ან ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, ალ­ბათ, თა­ვის მემ­კვიდ­რეს იპო­ვის, შე­არ­ჩევს და თვი­თონ 2036 წლამ­დე ქვეყ­ნის ლი­დე­რი აღარ იქ­ნე­ბა. თვი­თონ მას მსგავ­სი რამ სა­ჯა­როდ არა­სო­დეს უთ­ქვამს და სა­ვა­რა­უ­დო მემ­კვიდ­რე არა­სო­დეს და­უ­სა­ხე­ლე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე დიდი ხა­ნია, სხვა­დას­ხვა ვა­რა­უ­დი გა­მო­ით­ქმე­ბა იმა­ზე, თუ ვინ იქ­ნე­ბა პუ­ტი­ნის "რჩე­უ­ლი" პი­როვ­ნე­ბა. ცხა­დია, ბევ­რი იდეა და მო­საზ­რე­ბა იც­ვლე­ბა ხოლ­მე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, მაგ­რამ სულ უფრო ხში­რად ის­მის ხმე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე მი­სი­ვე ახლო თა­ნა­მებ­რძო­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ იქ­ნე­ბა.

კაც­მა რომ თქვას, სერ­გეი შო­ი­გუ მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნის მემ­კვიდ­რე გახ­დეს - თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ხომ რუ­სე­თის ში­და­პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე მე­ო­რე პო­პუ­ლა­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, პრე­ზი­დენ­ტის შემ­დეგ. გარ­და ამი­სა, შო­ი­გუ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ ზე­და­ფე­ნა­ში, "მწვერ­ვალ­ზე": მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის სა­ხელ­სა და გვარს თით­ქოს­და რუ­სუ­ლი ელ­ფე­რი აქვს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სერ­გეი შო­ი­გუ წარ­მო­შო­ბით ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კი­და­ნაა, რო­მე­ლიც მონ­ღო­ლე­თის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს. ტუვა რუ­სე­თის ეგ­ზო­ტი­კუ­რი რე­გი­ო­ნია, ხოლო სერ­გეი შო­ი­გუ - ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბაა იმ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­დან, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­ში ესო­დენ მა­ღა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უკა­ვი­ათ. სა­ნამ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­დე­ბო­და, იგი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა მი­ნის­ტრი იყო, შემ­დეგ კი - მოს­კო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
0

მოკლედ საოცარია აქ ხან რას წაიკითხავ და ხან რას, ამასწინა წერდით დარწმუნებით, რომ შოიგუ დაიჭირა პუტინმა ის არ ჩანს, ეხლა უცებ 190 გრადუსით შეატრიალეთ და უკვე თურმე პუწინის მემკვიდრეც ყოფილა ))))))))

Сочи
6

რა უცნაური ქვეყანაა, ქვეყანა კი არა უფრო უზარმაზარი ტერიტორია, და კიდე თავისი რო არ ყოფნის სამაჩაბლოს და აფხაზეთს იერთებს. ჩვენც მაგარი ბედი გვაქვს ამათი მეზობლები რო ვართ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის სერგეი შოიგუ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის "რჩეულს" უწოდებენ და რატომ მოიხსენიებენ მას "პუტინის მემკვიდრედ"

ვინ არის სერგეი შოიგუ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის "რჩეულს" უწოდებენ და რატომ მოიხსენიებენ მას "პუტინის მემკვიდრედ"

ხორვატულ ცნობილ გამოცემა Advance-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სერგეი შოიგუს ვლადიმერ პუტინის მემკვიდრედ გამოცხადების ყველაზე მეტი შანსი აქვს" (ავტორი - ანტუნ როშა), რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი რუსეთის მომავალი ლიდერის თაობაზე. პუბლიკაციაში განხილულია სერგეი შოიგუს კანდიდატურა, გადმოცემულია როგორც მისი ბიოგრაფიის მომენტები, ასევე, დასახელებულია პოპულარობის მიზეზები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად საკმაოდ დიდი ხნის წინ გახდა - 2000 წელს. მსოფლიო მაშინ სხვანაირი იყო და არც რუსეთი იყო დანარჩენი ქვეყნებისაგან გამონაკლისი. ვლადიმერ პუტინის არჩევა მოხდა ჯერ კიდევ აშშ-ზე ტერორისტულ შეტევამდე, რომელმაც შემდეგ დასაბამი მისცა ამერიკის შეჭრას ერაყსა და ავღანეთში. ამ მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო მსოფლიოს გეოპოლიტიკაზე, არამედ - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაზეც. თუ დღევანდელ ურთიერთობას იმდროინდელს შევადარებთ, 2000 წლამდე ორი სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულებას იდილიურიც კი შეიძლება, ვუწოდოთ.

რა თქმა უნდა, ურთიერთობები მთლად იდეალური არ იყო, მაგრამ ამერიკა რუსეთს ისეთ ქვეყნად თვლიდა, რომელიც მისთვის ცივი ომისდროინდელ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. უფრო მეტიც - აშშ რუსეთში ახალ ეკონომიკურ პარტნიორს ხედავდა, პროდუქციის გასაღების ბაზრის სახით. რუსეთის უბრალო მოქალაქეებისათვის ეს ნიშნავდა შოკური დოქტრინის დასასრულს ანუ სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლას. ისინი ხედავდნენ, რომ 1990-იან წლებში ადამიანთა მცირერიცხოვანი გავლენიანი ჯგუფი (ოლიგარქები) ზღაპრულად მდიდარი გახდა, ხალხის დიდი ნაწილი კი - გაღატაკდა.

რუსეთის პირველმა მმართველმა (სსრკ-ის დაშლის შემდეგ) ბორის ელცინმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის ისეთი მომავლისათვის, რითაც დასავლეთი აშკარად კმაყოფილი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში მშვენივრად ესმოდათ, რომ ბორის ნიკოლაევიჩი "არასტაბილურ" პრეზიდენტს წარმოადგენდა. და როცა მისი მმართველობის ორმანდატიანი ვადა ამოიწურა, დადგა დრო, მას თავისი მემკვიდრე მოეძებნა. ბორის ელცინმაც თავისი უახლოესი თანამებრძოლი - ვლადიმერ პუტინი შეარჩია, რომელიც იმ დროს - 1999 წელს - 47 წლისა იყო.

კრემლის "რჩეულის" სახელით ვლადიმერ პუტინმა ადვილად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში და ხმების 53,4% მიიღო. იმ დროს დასავლეთში არავის არანაირი კითხვა არ უჩნდებოდა, თუ რამდენად "დემოკრატიული და ღირსეული" იყო ეს არჩევნები. დასავლეთი კმაყოფილი იყო იმით, რომ ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა და არა - მისმა მოწინააღმდეგემ, კომუნისტმა გენადი ზიუგანოვმა, რომელიც მიღებული ხმების რაოდენობით (29,5%) მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა მოგვიანებით დაიძაბა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვლადიმერ პუტინს "თავში აზრად მოუვიდა" იდეა რუსეთის აღორძინებაზე და ამის გაკეთება ისე მოისურვა, რომ მისი ქვეყანა, თუნდაც უკვე კაპიტალისტური რუსეთი, მხოლოდ დასავლეთის ინტერესების სამსახურში არ ყოფილიყო. დაძაბულობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ რუსეთმა მხარი დაუჭირა სირიას და მის ლიდერს - ბაშარ ასადს, რომელიც დასავლეთს "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი და მისი რეჟიმის შეცვლა იყო დაგეგმილი. დასავლეთთან დაძაბულობის პიკმა კი 2014 წელს მიაღწია, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის მიტაცების გამო. მას შემდეგ ჩვენ მოწმენი ვართ აშშ-რუსეთს შორის უთანხმოების ზრდის პროცესისა და საეჭვოა, იმის იმედი, რომ მათი ურთიერთობა 1990-იანი წლების კვაზიიდილიურ პერიოდს დაუბრუნდება. მაქსიმუმი, რასაც უნდა ველოდოთ დადებითი თვალსაზრისით, ესაა პრაგმატული ურთიერთობის აწყობა ცალკეული, ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებში. და ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ დროს, როცა აშშ გარკვეულ დასუსტებას დაიწყებს (ახლა, როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სიტუაციის მოწმენი ვართ, ამერიკელების ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ).

ვლადიმერ პუტინი მრავალი წელია, "რუსული იმპერიის მმართველის ტახტზე" ზის. იგი ქვეყნის პრეზიდენტად, პრინციპში, განუწყვეტლივ - 2000 წლიდან - დღემდე რჩება: მართალია, 2008-2012 წლებში იგი პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, პრეზიდენტი კი დიმიტრი მედვედევი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველას კარგად ესმოდა, რომ მედვედევს პუტინის გარეშე არაფერის გაკეთება არ შეეძლო და პრეზიდენტის სავარძელიც პუტინისთვის ჰქონდა "დაკავებული".

დღეისთვის ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა, შეცვალა კონსტიტუცია, რომელიც მას თეორიულად უფლებას აძლევს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს (თუ იგი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას). დღეს პუტინი 68 წლისაა, 2036 წლისათვის კი იგი 83 წლისა შესრულდება. ნუთუ მართლაც ასე დიდი ხნით გეგმავს იგი ქვეყნის მართვას?

ფაქტი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინის პოპულარობა რუსეთში ისეთი აღარ არის, როგორიც 7-8 წლის წინ იყო. არიან ისინიც, რომლებიც თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, თავის მემკვიდრეს იპოვის, შეარჩევს და თვითონ 2036 წლამდე ქვეყნის ლიდერი აღარ იქნება. თვითონ მას მსგავსი რამ საჯაროდ არასოდეს უთქვამს და სავარაუდო მემკვიდრე არასოდეს დაუსახელებია. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა ვარაუდი გამოითქმება იმაზე, თუ ვინ იქნება პუტინის "რჩეული" პიროვნება. ცხადია, ბევრი იდეა და მოსაზრება იცვლება ხოლმე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მაგრამ სულ უფრო ხშირად ისმის ხმები, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრე მისივე ახლო თანამებრძოლი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იქნება.

კაცმა რომ თქვას, სერგეი შოიგუ მართლაც შეიძლება პუტინის მემკვიდრე გახდეს - თავდაცვის მინისტრი ხომ რუსეთის შიდაპოლიტიკურ არენაზე მეორე პოპულარული პიროვნებაა, პრეზიდენტის შემდეგ. გარდა ამისა, შოიგუ არაჩვეულებრივი ადამიანია რუსულ პოლიტიკურ ზედაფენაში, "მწვერვალზე": მიუხედავად იმისა, რომ მის სახელსა და გვარს თითქოსდა რუსული ელფერი აქვს, სინამდვილეში, სერგეი შოიგუ წარმოშობით ტუვის რესპუბლიკიდანაა, რომელიც მონღოლეთის საზღვართან მდებარეობს. ტუვა რუსეთის ეგზოტიკური რეგიონია, ხოლო სერგეი შოიგუ - ერთ-ერთი პიროვნებაა იმ მცირერიცხოვანი ეთნიკური წარმომადგენლებიდან, რომლებსაც რუსეთში ესოდენ მაღალი მდგომარეობა უკავიათ. სანამ თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, იგი საგანგებო სიტუაციათა მინისტრი იყო, შემდეგ კი - მოსკოვის ოლქის გუბერნატორი. წაიკითხეთ სრულად