მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უთვალთვალებდა დუბაის მმართველი მისგან გაქცეულ ცოლს - ჯაშუშური სქემა და ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დადგენილება
როგორ უთვალთვალებდა დუბაის მმართველი მისგან გაქცეულ ცოლს - ჯაშუშური სქემა და ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დადგენილება

დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლი, შე­ი­ხი მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი კი­დევ ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ამ­ჯე­რად ბრი­ტა­ნე­თის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მისი ბრძა­ნე­ბით მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი "და­უ­ჰა­კეს" დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მცხოვ­რებ მის ყო­ფილ ცოლს, იორ­და­ნი­ის პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას, ასე­ვე ჰა­ი­ას ად­ვო­კა­ტებ­სა და მისი დაც­ვის წევ­რებს.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბით, დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით ჩა­ე­რია ბრი­ტა­ნე­თის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში, ამით და­ირ­ღვა დიდი ბრი­ტა­ნე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნი, კა­ნო­ნი სა­ერ­თო სა­მარ­თლი­სა და ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ბუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუმ­მა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც შე­ი­ტყო, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი უთ­ვალ­თვა­ლებ­და, აქვს გან­ცდა, რომ "მუდ­მი­ვად სდევ­ნი­ან" და მას­ზე "გა­მუდ­მე­ბით ნა­დი­რო­ბენ". თა­ვად შე­ი­ხი მუ­ჰა­მე­დი უარ­ყოფს ყო­ვე­ლი­ვეს და ამ­ბობს, რომ არ იცო­და, თუ მის ყო­ფილ ცოლს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ.

სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, რომ პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას, მის ად­ვო­კა­ტებ­სა და ასე­ვე დაც­ვის წევ­რებს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ ტე­ლე­ფონ­ში "ჩა­შე­ნე­ბუ­ლი" იმ პროგ­რა­მით, რო­მელ­საც რო­გორც წესი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ჯა­შუ­შე­ბი იყე­ნე­ბენ, სა­უ­ბა­რია Pegasus-ის შე­სა­ბა­მის პროგ­რა­მა­ზე. რო­გორც BBC-ი წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მით ტე­ლე­ფო­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­საძ­ლე­ბე­ლია sms-ის, WhatsApp-ის, iMassage-ის გა­მო­ყე­ნე­ბით და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­პო­ვე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას შემ­დე­გი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი­დან - sms, Email, WhatsApp, GPS. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში მიკრო­ფო­ნის აქ­ტი­ვა­ცია, კა­მე­რის აქ­ტი­ვა­ცია, წვდო­მა კონ­ტაქ­ტებ­თან, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ჩა­წე­რა, წვდო­მა ტე­ლე­ფო­ნის ფოტო და ვი­დეო ბა­ზას­თან.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსგავ­სი ჯა­შუ­შუ­რი პროგ­რა­მა პრინ­ცე­სა ჰა­ი­ა­სა და მისი გა­რე­მოც­ვის ტე­ლე­ფო­ნებ­ში სა­უ­დის არა­ბე­თის მთავ­რო­ბის აგენ­ტებ­მა "ჩა­ა­შე­ნეს" და ისი­ნი დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დებ­დნენ. რო­გორც BBC-ი წერს, მსხვერ­პლის­თვის წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლია აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ მას­ზე თვალ­თვალს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, როცა საქ­მე ეხე­ბა Pegasus-ის პროგ­რა­მას.

  • შე­ი­ხი, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი გა­ურ­ბი­ან

ბრი­ტა­ნე­თის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა კი­დევ ერთი დარ­ტყმაა შე­ი­ხის­თვის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლია ოჯა­ხის წევ­რი ქა­ლე­ბის მი­მართ და­უნ­დობ­ლო­ბით. შე­ი­ხი მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რია - ის არის დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლი და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

შე­იხ­მა მუ­ჰა­მედ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი აა­შე­ნა, მაგ­რამ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ იქ არ არ­სე­ბობს ტო­ლე­რან­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ და სა­ხე­ზეა ქა­ლე­ბის უკი­დუ­რე­სი დის­კრი­მი­ნა­ცია.

პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფა

პრინ­ცე­სა ჰა­ი­ამ, რო­მე­ლიც შე­ი­ხის ერთ-ერთი ცოლი იყო, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ორ შვილ­თან ერ­თად, მო­ა­ხერ­ხა ქმრის­გან გაქ­ცე­ვა. მან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დაც­ვა მო­ი­თხო­ვა, სა­უბ­რობ­და შე­ი­ხის მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლია მისი შვი­ლის, პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფას შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და გაქ­ცე­ვა, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე უკან და­აბ­რუ­ნეს და ამ დრო­ის­თვის მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ის მა­მის ტყვე­ო­ბა­შია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
6

დასკვნა: მამადიანურ სამყაროში პრინცესად დაბადებას თავისუფალ ღარიბად დაბადება სჯობს!

ნანა
5

პრინცები ერთმანეთს ხოცავენ, პრინცესები უუფლებოები არიან და გარბიან, აი, საოცნებო დუბაი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ უთვალთვალებდა დუბაის მმართველი მისგან გაქცეულ ცოლს - ჯაშუშური სქემა და ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დადგენილება

როგორ უთვალთვალებდა დუბაის მმართველი მისგან გაქცეულ ცოლს - ჯაშუშური სქემა და ბრიტანული სასამართლოს სკანდალური დადგენილება

დუბაის მმართველი, შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამჯერად ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრძანებით მობილური ტელეფონები "დაუჰაკეს" დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ მის ყოფილ ცოლს, იორდანიის პრინცესა ჰაიას, ასევე ჰაიას ადვოკატებსა და მისი დაცვის წევრებს.

უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, დუბაის მმართველი აღნიშნული ქმედებით ჩაერია ბრიტანეთის მართლმსაჯულებაში, ამით დაირღვა დიდი ბრიტანეთის სისხლის სამართლის კანონი, კანონი საერთო სამართლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ. ბუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება.

პრინცესა ჰაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ყოფილი ქმარი უთვალთვალებდა, აქვს განცდა, რომ "მუდმივად სდევნიან" და მასზე "გამუდმებით ნადირობენ". თავად შეიხი მუჰამედი უარყოფს ყოველივეს და ამბობს, რომ არ იცოდა, თუ მის ყოფილ ცოლს უთვალთვალებდნენ.

სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ პრინცესა ჰაიას, მის ადვოკატებსა და ასევე დაცვის წევრებს უთვალთვალებდნენ ტელეფონში "ჩაშენებული" იმ პროგრამით, რომელსაც როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის ჯაშუშები იყენებენ, საუბარია Pegasus-ის შესაბამის პროგრამაზე. როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული პროგრამით ტელეფონის უზრუნველყოფა შესაძლებელია sms-ის, WhatsApp-ის, iMassage-ის გამოყენებით და მისი საშუალებით მოიპოვებენ ინფორმაციას შემდეგი აპლიკაციებიდან - sms, Email, WhatsApp, GPS. ასევე, შესაძლებელია მობილურ ტელეფონში მიკროფონის აქტივაცია, კამერის აქტივაცია, წვდომა კონტაქტებთან, სატელეფონო საუბრების ჩაწერა, წვდომა ტელეფონის ფოტო და ვიდეო ბაზასთან.

გამოძიების ვერსიით, სავარაუდოდ, მსგავსი ჯაშუშური პროგრამა პრინცესა ჰაიასა და მისი გარემოცვის ტელეფონებში საუდის არაბეთის მთავრობის აგენტებმა "ჩააშენეს" და ისინი დუბაის მმართველის ბრძანების საფუძველზე მოქმედებდნენ. როგორც BBC-ი წერს, მსხვერპლისთვის წარმოუდგენლად რთულია აღმოაჩინოს, რომ მასზე თვალთვალს ახორციელებენ, როცა საქმე ეხება Pegasus-ის პროგრამას.

  • შეიხი, რომელსაც ქალები გაურბიან

ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილება კიდევ ერთი დარტყმაა შეიხისთვის, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია ოჯახის წევრი ქალების მიმართ დაუნდობლობით. შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს მეთაურია - ის არის დუბაის მმართველი და არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი.

შეიხმა მუჰამედმა წარმატებული ქალაქი ააშენა, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იქ არ არსებობს ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ და სახეზეა ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია.

პრინცესა ლატიფა

პრინცესა ჰაიამ, რომელიც შეიხის ერთ-ერთი ცოლი იყო, რამდენიმე წლის წინ, ორ შვილთან ერთად, მოახერხა ქმრისგან გაქცევა. მან დიდ ბრიტანეთში დაცვა მოითხოვა, საუბრობდა შეიხის მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტებზე. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია მისი შვილის, პრინცესა ლატიფას შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე სცადა გაქცევა, თუმცა ყოველ ჯერზე უკან დააბრუნეს და ამ დროისთვის მედიაში წერენ, რომ ის მამის ტყვეობაშია.