მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს კანცლერის ოფისი
ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს კანცლერის ოფისი

ავ­სტრი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რამ კან­ცლერ სე­ბას­ტი­ან კურ­ცის, 9 პი­რი­სა და 3 ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა ბრალ­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ ტაბ­ლო­ი­დუ­რი გა­ზე­თის მიერ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის მთავ­რო­ბის ფული კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს. კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბე­ბის თა­ნახ­მად, 2016 წლი­დან 2018 წლამ­დე "ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ნა­წი­ლობ­რივ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს“.

ეს ემ­თხვე­ვა იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც სე­ბას­ტი­ან კურ­ცი "ავ­სტრი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი გახ­და, პარ­ტი­ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა და კურცმა ავ­სტრი­ის კან­ცლე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის ორ სა­მი­ნის­ტრო­ში, რე­ი­დე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა გერ­ნოტ ბლუ­მელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ჩხრე­კა მის სა­მი­ნის­ტრო­შიც ჩა­ა­ტა­რეს. ავ­სტრი­უ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხრე­კა გან­ხორ­ცი­ელ­და კან­ცლე­რის ოფის­შიც.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძუკუ
0

ეეეჰჰჰ, ამათ არ იციან, ჩვენთან რა ხდება, როგორ ფინანსდება აქაური პრესა :)

ჩიჩიკო
2

ვახ, აბა დემოკრატიული ავსტრია? ჩვენში დარჩეს, და ყველგან ეგეთები ხდება, ჩინეთის გარდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს კანცლერის ოფისი

ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს კანცლერის ოფისი

ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის, 9 პირისა და 3 ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ტაბლოიდური გაზეთის მიერ სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის მთავრობის ფული კორუფციულ გარიგებაში გამოიყენეს. კერძოდ, ბრალდებების თანახმად, 2016 წლიდან 2018 წლამდე "ფინანსთა სამინისტროს რესურსი გამოიყენებოდა ნაწილობრივ მანიპულირებული გამოკითხვის დასაფინანსებლად, რომელიც ემსახურებოდა პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს“.

ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც სებასტიან კურცი "ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერი გახდა, პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა და კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ორ სამინისტროში, რეიდები განხორციელდა.

ფინანსთა მინისტრმა გერნოტ ბლუმელმა დაადასტურა, რომ ჩხრეკა მის სამინისტროშიც ჩაატარეს. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა განხორციელდა კანცლერის ოფისშიც.