მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა - ფოტოები
გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა - ფოტოები

მომ­ღე­რა­ლი გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, ფო­ტოგ­რა­ფი მა­რი­ნა კარ­პიი ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რო­ბენ. წყვილ­მა ბინა ექ­ვსი წლის წინ შე­ი­ძი­ნა. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე უკ­რა­ი­ნელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა სერ­გეი მახ­ნომ იმუ­შა­ვა. გიგი და მა­რი­ნა აქ­ტი­უ­რად იყ­ვენ ჩარ­თუ­ლი რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში და ყვე­ლა­ფე­რი მათი გე­მოვ­ნე­ბი­თა და ძა­ლის­ხმე­ვით გა­კეთ­და. ინ­ტე­რი­ერ­ში ბევრ ისეთ დე­ტალს აღ­მო­ა­ჩენთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მათ ეკუთ­ვნით და სხვა­გან ვერ­სად შეხ­ვდე­ბით. ეს კი წყვი­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმსა და გე­მოვ­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

- სახ­ლი, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, დიღ­მის მა­სივ­ში მდე­ბა­რე­ობს. იქ გა­ვა­ტა­რე ჩემი ბავ­შვო­ბა და ძვირ­ფა­სი წლე­ბი. იმ სახ­ლში პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ე­ბი ბე­ბი­ა­ჩე­მი და ბა­ბუ­ა­ჩე­მი იყ­ვნენ. არც შემ­დეგ­ში მი­ფიქ­რია შორს წას­ვლა და ბინა, რო­მელ­შიც თქვენ ახლა იმ­ყო­ფე­ბით, ჩემი ბავ­შვო­ბის სახ­ლთან ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. მინ­დო­და, ჩემი ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლთა­ნაც ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო და დიღ­მის ტყე­პარკთა­ნაც, სა­დაც მთე­ლი ბავ­შვო­ბა გა­ვა­ტა­რე, ვთა­მა­შობ­დი და ვის­ვე­ნებ­დი ხოლ­მე. მე, ჩემი და და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ბა­ბუ­ას ხში­რად დავ­ყავ­დით ამ ტყე­ში, გვი­ნერ­გავ­და ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რულს. ახლა ჩემი შვი­ლე­ბი იზ­რდე­ბი­ან აქ.

- გარ­და ამ მი­ზე­ზე­ბი­სა, სხვა რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით შე­არ­ჩი­ეთ ბინა?

- ძა­ლი­ან მყუდ­რო ეზოა, კორ­პუ­სე­ბი შე­და­რე­ბით შორი-შორს არის აშე­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე კორ­პუს­თან ახ­ლოს არის რამ­დე­ნი­მე სკვე­რი. სხვა ეზო­ებ­თან შე­და­რე­ბით, პრობ­ლე­მა არაა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა. თვი­თონ კორ­პუ­სი ხა­რის­ხი­ა­ნა­დაა ნა­გე­ბი, ამას­თან, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ლა­მა­ზია. ეტყო­ბა, რომ პრო­ექ­ტზე ბევ­რია ნა­ფიქ­რი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვი­დან ყვე­ლა­ფერს ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი, უფრო მა­რი­ნას მო­წო­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლია.

- რო­გორც ვიცი, ამ ბი­ნის დი­ზა­ინ­ზე უკ­რა­ი­ნელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა იმუ­შა­ვა.

- პირ­ველ რიგ­ში შე­ვად­გი­ნეთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გაგ­ვი­კე­თა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, უკ­რა­ი­ნელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა სერ­გეი მახ­ნომ. ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და კარ­გი დი­ზა­ი­ნე­რია. ჩვენც გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და სა­ბო­ლოო ვა­რი­ანტზე შევ­თან­ხმდით. გვინ­დო­და აგუ­რის კე­დე­ლი, ჭერ­ზე კი ბე­ტო­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ასე­ვე, გვსურ­და, ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. სერ­გე­ის ბი­უ­რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა პრო­ექ­ტი და უკვე რე­მონ­ტის პრო­ცესს მა­მა­ჩე­მი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ზო­გა­დად მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს მშე­ნებ­ლო­ბა, რე­მონ­ტი. ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ჰო­ბია... აგუ­რის შე­სარ­ჩე­ვად რომ დავ­დი­ო­დით, ძა­ლი­ან ძველ აგურს ვე­ძებ­დით და ყვე­ლას უკ­ვირ­და.

- საკ­მა­ოდ დი­დია აგუ­რის კე­დე­ლი. რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლი არ არის?

- მო­სავ­ლე­ლად რთუ­ლია, მტვერს მარ­ტი­ვად იღებს და რთუ­ლად იწ­მინ­დე­ბა. თა­ვი­დან მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ზე მოვ­სინ­ჯეთ და წა­ვუს­ვით ლაქი, მაგ­რამ არ მოგ­ვე­წო­ნა. ასე უფრო ბუ­ნებ­რი­ვი ელ­ფე­რი ჰქონ­და და დავ­ტო­ვეთ.

- უცხო და ორი­გი­ნა­ლუ­რი რა­დი­ა­ტო­რე­ბი გაქვთ, რო­მე­ლიც დე­კო­რა­ცი­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ი­ძი­ნეთ?

- გვინ­დო­და, ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის რა­დი­ა­ტო­რე­ბი გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას ყო­ფი­ლი­ყო, შე­სა­ბა­მი­სად ლა­მა­ზი და დახ­ვე­წი­ლი უნდა შეგ­ვერ­ჩია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­ვსი წლის წინ დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ იყო, ამი­ტომ შე­ვი­ძი­ნეთ გერ­მა­ნი­ა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით სამი თვე ვე­ლო­დე­ბო­დით მათ ჩა­მო­ტა­ნას. ნა­ხეთ სრუ­ლად

სეი
4

რამდენი დეტალი დავიკარგე. ლაბირინთ ნუ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა - ფოტოები

გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა - ფოტოები

მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი და მისი მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპიი ლუბლიანას ქუჩაზე ცხოვრობენ. წყვილმა ბინა ექვსი წლის წინ შეიძინა. ინტერიერის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა სერგეი მახნომ იმუშავა. გიგი და მარინა აქტიურად იყვენ ჩართული რემონტის პროცესში და ყველაფერი მათი გემოვნებითა და ძალისხმევით გაკეთდა. ინტერიერში ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენთ, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით და სხვაგან ვერსად შეხვდებით. ეს კი წყვილის ინდივიდუალიზმსა და გემოვნებაზე მიუთითებს.

- სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დიღმის მასივში მდებარეობს. იქ გავატარე ჩემი ბავშვობა და ძვირფასი წლები. იმ სახლში პირველი მოსახლეები ბებიაჩემი და ბაბუაჩემი იყვნენ. არც შემდეგში მიფიქრია შორს წასვლა და ბინა, რომელშიც თქვენ ახლა იმყოფებით, ჩემი ბავშვობის სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მინდოდა, ჩემი ახალი საცხოვრებელი ჩემი მშობლების სახლთანაც ახლოს ყოფილიყო და დიღმის ტყეპარკთანაც, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ვთამაშობდი და ვისვენებდი ხოლმე. მე, ჩემი და და ბიძაშვილები ბაბუას ხშირად დავყავდით ამ ტყეში, გვინერგავდა ბუნების სიყვარულს. ახლა ჩემი შვილები იზრდებიან აქ.

- გარდა ამ მიზეზებისა, სხვა რა პრიორიტეტებით შეარჩიეთ ბინა?

- ძალიან მყუდრო ეზოა, კორპუსები შედარებით შორი-შორს არის აშენებული. ასევე კორპუსთან ახლოს არის რამდენიმე სკვერი. სხვა ეზოებთან შედარებით, პრობლემა არაა მანქანის გაჩერება. თვითონ კორპუსი ხარისხიანადაა ნაგები, ამასთან, ვიზუალურადაც ლამაზია. ეტყობა, რომ პროექტზე ბევრია ნაფიქრი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ყველაფერს ვერ აღვიქვამდი, უფრო მარინას მოწონებული ადგილია.

- როგორც ვიცი, ამ ბინის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა იმუშავა.

- პირველ რიგში შევადგინეთ პროექტი, რომელიც გაგვიკეთა ჩვენმა მეგობარმა, უკრაინელმა დიზაინერმა სერგეი მახნომ. ძალიან ცნობილი და კარგი დიზაინერია. ჩვენც გავაცანით ჩვენი სურვილები და საბოლოო ვარიანტზე შევთანხმდით. გვინდოდა აგურის კედელი, ჭერზე კი ბეტონი ყოფილიყო. ასევე, გვსურდა, ელექტროგაყვანილობა გამოჩენილიყო. სერგეის ბიურომ გამოგვიგზავნა პროექტი და უკვე რემონტის პროცესს მამაჩემი ხელმძღვანელობდა. ზოგადად მეც ძალიან მიყვარს მშენებლობა, რემონტი. ვამბობ ხოლმე, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობია... აგურის შესარჩევად რომ დავდიოდით, ძალიან ძველ აგურს ვეძებდით და ყველას უკვირდა.

- საკმაოდ დიდია აგურის კედელი. რთული მოსავლელი არ არის?

- მოსავლელად რთულია, მტვერს მარტივად იღებს და რთულად იწმინდება. თავიდან მცირე მონაკვეთზე მოვსინჯეთ და წავუსვით ლაქი, მაგრამ არ მოგვეწონა. ასე უფრო ბუნებრივი ელფერი ჰქონდა და დავტოვეთ.

- უცხო და ორიგინალური რადიატორები გაქვთ, რომელიც დეკორაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. საქართველოში შეიძინეთ?

- გვინდოდა, ცენტრალური გათბობის რადიატორები გამოსაჩენ ადგილას ყოფილიყო, შესაბამისად ლამაზი და დახვეწილი უნდა შეგვერჩია. საქართველოში ექვსი წლის წინ დიდი არჩევანი არ იყო, ამიტომ შევიძინეთ გერმანიაში. დაახლოებით სამი თვე ველოდებოდით მათ ჩამოტანას. ნახეთ სრულად