საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაბადების დღე რომ დამთხვეოდა, ალბათ ღარიბაშვილი ბაფთას გაუკეთებდა სააკაშვილს და ისე მიართმევდა ივანიშვილს" - რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები სააკაშვილთან დაკავშირებით?
"დაბადების დღე რომ დამთხვეოდა, ალბათ ღარიბაშვილი ბაფთას გაუკეთებდა სააკაშვილს და ისე მიართმევდა ივანიშვილს" - რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები სააკაშვილთან დაკავშირებით?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ასე­ვე, პო­ლი­ტი­კურ სპექტრშიც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი მას პო­ლიტ­პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, მის და­კა­ვე­ბას კი "ერის სირ­ცხვი­ლად“. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ექ­სპრზი­დენ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ექ­სტრა­დი­ცი­ას და შე­წყა­ლე­ბა­საც ნონ­სენ­სად მი­იჩ­ნევს და მყა­რად დგას იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა სას­ჯე­ლი ბო­ლომ­დე უნდა მო­ი­ხა­დოს. ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ისიც თქვა, - სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ ჭკვი­ა­ნად არ მო­იქ­ცე­ვა, მუხ­ლებ­საც და­ვუ­მა­ტებ­თო... მსგავს რი­ტო­რი­კას დიდ შეც­დო­მად მი­იჩ­ნე­ვენ ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მელ­თა აზ­რით, ჩვენ ვის­მენთ არა სა­მარ­თლებ­რივ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს და რომ პირ­ველ­მა პი­რებ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა თა­ვად აქ­ცი­ეს არა სა­მარ­თლებ­რივ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტად. ექ­სპერ­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ეკა­ლა­ცი­ა­საც არ გა­მო­რი­ცხავს.

რო­გორც ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა სცე­ნა­რი­სათ­ვის უნდა იყოს მზად. მათ შო­რის, რო­გორც მცი­რე­დი, ისე მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტით წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვო­ბით და სის­ტე­მუ­რო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის.

"ღია წყა­რო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­ა­კაშ­ვილ­ზე რამ­დე­ნი­მე სს საქ­მეა აღ­ძრუ­ლი და ზოგ მათ­გან­ზე გა­ნა­ჩე­ნიც დამ­დგა­რია. ასე რომ, რე­ა­ლუ­რად, მას თუ ჩა­მოს­ვლა უნ­დო­და, შე­ეძ­ლო ეს ლე­გა­ლუ­რი გზით ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მა­შინ, როცა სა­ხე­ზე გვაქვს მისი არა­ლე­გა­ლუ­რი ჩა­მოს­ვლა, რაც არ­ჩევ­ნებს ემ­თხვე­ვა, ვფიქ­რობ, შე­საძ­ლოა, ის ას­რუ­ლებ­დეს იმ ქვეყ­ნის ან ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის ამო­ცა­ნებს, რო­მელ­თა ხელ­შე­წყო­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მოქ­მე­დებს. მათი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ინ­სპი­რი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ ქვეყ­ნებ­ზე მი­ვა­ნიშ­ნებ, ვინც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო 2003-2012 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ისე­თი სა­ხის აქ­ცი­ე­ბით, რო­გო­რი­ცაა: ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბერ­კე­ტე­ბის, თუ რე­სურ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრო­ლი, 2008 წლის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, უცხო სა­ხელ­მწი­ფო­თა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უმო­ტი­ვა­ციო მი­ნი­ჭე­ბა და ა.შ. მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას რაც ეხე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლამ თა­ვი­სი როლი უკვე ითა­მა­შა.

და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი

ერთ-ერთი შე­დე­გი ის გახ­ლავთ, რომ მის მმარ­თვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა პარ­ტი­ამ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი რე­ი­ტინ­გი მი­ი­ღო (იმ მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც მის მმარ­თვე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" დღეს ასე­თი რე­ი­ტინ­გი არ უნდა ჰქო­ნო­და). ამას­თა­ნა­ვე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ქმე­დე­ბა ან­ტი­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გან­წყო­ბე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ში­შის და­სა­ნერ­გა­და­ცაა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი - ვსა­უბ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად აზ­როვ­ნებს და ფიქ­რობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ უნდა იქ­ნას სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა იც­ვლე­ბო­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და არა - ძა­ლა­დო­ბის გზით.

ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შეგ­ვიძ­ლია შე­დე­გე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბაც - მე­ო­რე ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე, არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ და­ი­წყე­ბა მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა სხვა მო­თხოვ­ნას­თან ერ­თად, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც იქ­ნე­ბა წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბებს თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ისი­ნი სა­ა­კაშ­ვილს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აცხა­დე­ბენ და მათი ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა­კენ, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა­კენ. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც გარ­კვე­უ­ლი ლო­ბის­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და კი­დევ უფრო დიდი მას­შტა­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას. ეს პრო­ცე­სე­ბი, რაც ბოლო დროს მი­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, კი­დევ ერთხელ მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე,რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­ლავთ იმ უცხო ქვეყ­ნე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სამ­ხედ­რო და სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ნი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბით. აქ არა მარ­ტო რუ­სეთ­ზეა სა­უ­ბა­რი (მე­ზო­ბე­ლი და სხვა უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც არ იტყვი­ან უარს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ, რისი მა­გა­ლი­თე­ბიც გვაქვს ის­ტო­რი­ა­ში).

სა­ხელ­მწი­ფო მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა სცე­ნა­რი­სათ­ვის უნდა იყოს მზად. მათ შო­რის, რო­გორც მცი­რე­დი, ისე მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტით წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვო­ბით და სის­ტე­მუ­რო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის.

ჯერ­ჯე­რო­ბით, საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ჩანს უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩო, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს არ აკე­თებს და, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა და ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა მიყ­ვა­ნი­ლი. თუ და­დას­ტურ­და ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, ვფიქ­რობ, მას მო­უ­წევს სას­ჯე­ლის მოხ­და. თუმ­ცა,რე­ა­ლუ­რად, მისი აქ ყოფ­ნა არის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მა­ინ­სპი­რი­რე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა იმ კუ­თხით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ამ მო­მენტს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

შე­საძ­ლოა, ამ ქმე­დე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჰყავ­დეთ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს შსს, ისე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და სხვა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი, რათა გა­მო­იწ­ვი­ონ მათი გა­დაღ­ლა. მა­შინ, რო­დე­საც ამ სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბის გა­დაღ­ლა მიღ­წე­უ­ლია, უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ხდე­ბა მათი სა­დაზ­ვერ­ვო მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა. არა მარ­ტო სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ხელ­მწი­ფოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­სა და პო­ლი­ცი­ურ უწყე­ბებს გა­აჩ­ნი­ათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ გა­სა­აქ­ტი­უ­რე­ბე­ლია ოპე­რა­ტი­უ­ლი კონ­ტრო­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სს დევ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ მოქ­მე­დე­ბენ.

ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი თუ არ გან­ხორ­ცი­ელ­და, ვფიქ­რობ, უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი თა­ვი­ანთ მი­ზანს მი­აღ­წე­ვენ. ვწუხ­ვარ, ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ ამ ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.

ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩვე­ნი ორი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­დაზ­ვერ­ვო ბუ­ფე­რულ ზო­ნე­ბად, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ არ­სე­ბობს რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით კონ­ფლიქ­ტე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაც და თუ ყუ­რად­რე­ბით არ ვიქ­ნე­ბით, საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბა გვე­ლის. ამ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ტი­უ­ლი კონ­ტრო­ლი გაძ­ლი­ერ­დეს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ცუ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს სა­სა­ზღვრო ზონა“.

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

"ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ერთი რამ ცხა­დია - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცალ­კე­ულ ბრალ­დე­ბებ­ში შე­საძ­ლოა დამ­ნა­შა­ვე იყოს, ის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის მხრი­დან კეთ­დე­ბა, ცალ­სა­ხად, მას პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აქ­ცევს (იგუ­ლის­ხმე­ბა - თუ ჭკვი­ა­ნად არ იქნა, მუხ­ლებს და­ვუ­მა­ტებ­თო). ეს არაა სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთუ­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რა სცე­ნარს შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დეთ ამ ყვე­ლაფ­რის­გან.

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე

არც იმის გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნამ მო­ი­თხო­ვოს სა­ა­კაშ­ვი­ლის, რო­გორც სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის ექ­სტრა­დი­რე­ბა და მერე უკვე პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ შე­ი­წყა­ლოს ის. ისიც შე­საძ­ლოა, რომ იყოს ძლი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლა და მო­უხ­დეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა, რა­ღაც პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წა­ვიდ­ნენ დათ­მო­ბებ­ზე, თუნ­დაც იმ პი­რო­ბით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ დაბ­რუნ­დეს. შე­იძ­ლე­ბა იმა­ზეც წა­ვიდ­ნენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა მთლი­ა­ნად მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გებ­ზე.

ფაქ­ტია, რომ მე­ო­რე ტუ­რის ბო­ლომ­დე არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ბევ­რი გვი­ნა­ხავს კა­ტე­გო­რი­უ­ლი რი­ტო­რი­კა (მაგ. რო­გო­რიც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იყო - არა­სო­დეს შე­ვი­წყა­ლე­ბო, რომ გა­ნა­ცხა­და), არა­ნაკ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბით ამ­ტკი­ცებ­დნენ იმა­საც, სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლო­შიო. ამ­გვა­რი რი­ტო­რი­კა კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის, ვი­ნა­ი­დან ამით სა­კუ­თარ თავს ჩიხ­ში აქ­ცე­ვენ ხოლ­მე. მათ ავი­წყდე­ბათ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, პირ­ველ რიგ­ში, უნდა იყოს მოქ­ნი­ლი და სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რე­ბის­თვის და­ი­ტო­ვოს გზა. არც შე­ვარ­დნა­ძე იყო ცი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი ან­გე­ლო­ზი, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. საქ­მე იმა­შია, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყო­ფი­ლია თუ მოქ­მე­დი, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი პა­სუხს უნდა აგებ­დეს კა­ნო­ნის წი­ნა­შე. მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გვაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი, როცა მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი ვერ უძ­ლებს ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას, როცა ჩვენ ვის­მენთ არა სა­მარ­თლებ­რივ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს, ამ დროს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის აქტი აქ­ცი­ეს არა სა­მარ­თლებ­რივ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტად.

გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი­ვე გან­ცხა­დე­ბა - გი­ლო­ცავთ ბი­ძი­ნა­ო­ბა­სო და ვი­ცით, ვი­საც მი­უ­ლო­ცა (ჩო­ლო­ყაშ­ვილს ვერ მი­უ­ლო­ცავ­და), რაც და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რი­ტო­რი­კა იყო - ბი­ძი­ნა­ო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ჩუ­ქა­რი მო­გარ­თვით, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ნა­ხეთ, ვინ და­გი­ჭი­რე­თო. გა­მო­ვი­და, რომ მისი გან­ცხა­დე­ბით ის პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს ულო­ცავს მისი წმინ­და­ნის დღეს და მიჰ­გვა­რა კი­დეც ძღვე­ნი, მძე­ვა­ლი, სა­ჩუ­ქა­რი. და­ბა­დე­ბის დღე რომ დამ­თხვე­ო­და, ალ­ბათ ბაფ­თას გა­უ­კე­თებ­და სა­ა­კაშ­ვილს თავ­ზე და ისე მი­არ­თმევ­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილს. პრე­მი­ე­რი ხალ­ხთან უნდა იყოს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი. სად­მე, ერთი სი­ტყვით მა­ინც, ხალ­ხი ახ­სე­ნა, მა­გა­ლი­თად ის, რომ აი, დაგ­პირ­დით სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბას და და­კა­ვე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც კა­ნონ­დარ­ღვე­ვა ჩა­ი­დი­ნა? არა, გა­მოჩ­ნდა ისე, რომ მათ მთავ­რო­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ფი­გუ­რა და­ა­პა­ტიმ­რეს, რაც არას­წო­რი და პო­ლი­ტი­კუ­რად უმ­წი­ფა­რი გან­ცხა­დე­ბაა

მათ გან­ცხა­დე­ბებს რომ შე­ხე­და­ვენ, ძნე­ლია ვი­ღა­ცამ თქვას, რომ სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლო­ზე, პრო­ცე­დუ­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა­ზე, ან კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ცალ­სა­ხად იკ­ვე­თე­ბა ის მო­მენ­ტი, რომ მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი შიდა აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ცდი­ლობს ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რაც არას­წო­რია. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი წინ­და­უ­ხე­და­ვი და სივ­რცე­სა და დრო­ში აც­დე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა - "ჯო­ბია, ჭკვი­ა­ნად მო­იქ­ცეს, თო­რემ მუხ­ლებს და­ვუ­მა­ტებ“, - ეს რა ლა­პა­რა­კია? მუხ­ლებს უმა­ტებს მთავ­რო­ბა? აბა, სად არის პრო­კუ­რა­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბა, სა­სა­მარ­თლო და სხვა? ეს იყო სა­ხი­ფა­თო გან­ცხა­დე­ბა და ამის ფონ­ზე ძნე­ლია და­არ­წმუ­ნო იგი­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, რომ ეს საქ­მე პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას­თან არა­ფერ შუ­ა­შია. ვინც მე მიც­ნობს, მათ იცი­ან, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი სა­ერ­თოდ არ მე­ხა­ტე­ბო­და გულ­ზე, მაგ­რამ აქ კი­თხვა დგე­ბა სხვა­ნა­ი­რად - რის­თვის აგებს პა­სუხს ეს ადა­მი­ა­ნი ? - იმის­თვის, რომ მმარ­თვე­ლი ძა­ლის­თვის იყო მი­უ­ღე­ბე­ლი, თუ იმის­თვის, რომ მან კა­ნო­ნის წი­ნა­შე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა? ეს უნდა გა­ი­მიჯ­ნოს, ჭკვი­ა­ნად მოქ­ცე­ვა­ზეა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა-არ­შექ­მნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ბევრ წელს გა­ა­ტა­რებს თუ ცო­ტას ცი­ხე­ში?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელ­ში აქვს ყვე­ლა ბერ­კე­ტი იმის­თვის, რომ არც ეს­კა­ლა­ცია მოხ­დეს, არც დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და არც პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი გაღ­რმავ­დეს. მათ ხე­ლე­წი­ფე­ბათ მი­ი­ღონ ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას კრი­ზისს აა­რი­დებს. მაგ­რამ არ ჩანს, რომ ასე­თი ხედ­ვა აქვთ და პრობ­ლე­მა იმა­შია, პი­რი­ქით, კრი­ზისს აღ­რმა­ვე­ბენ. ყვე­ლა პუნ­ქტში, რაც ქვე­ყა­ნას უნდა ან­ვი­თა­რებ­დეს, კა­ტას­ტრო­ფა და უკუს­ვლა გვაქვს. ამა­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ვერ აკე­თებს პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი იმი­ტომ, რომ ის და­კა­ვე­ბუ­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბის უხე­ში მე­თო­დე­ბით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
29

 რატომ გვტენიან დამნაშავეს გმირად ??? 

რითია ეს ყაზილარი ვანო მერაბიშვილზე ნაკლებად დამნაშავე. რას უშვებით იმ ხალხს ვისთვისაც არასოდეს არ გახდება გმირი სააკაშვილი გაანადგურებთ??? 

:)))
2

ჰო დაბადების დღე რომ ყოფილიყო, სააკაშვილს ბაფთას გაუკეთებდა და სანთელს სადმე და ისე მიართმევდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაბადების დღე რომ დამთხვეოდა, ალბათ ღარიბაშვილი ბაფთას გაუკეთებდა სააკაშვილს და ისე მიართმევდა ივანიშვილს" - რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები სააკაშვილთან დაკავშირებით?

"დაბადების დღე რომ დამთხვეოდა, ალბათ ღარიბაშვილი ბაფთას გაუკეთებდა სააკაშვილს და ისე მიართმევდა ივანიშვილს" - რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს პროცესები სააკაშვილთან დაკავშირებით?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას როგორც საზოგადოებაში, ასევე, პოლიტიკურ სპექტრშიც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, მის დაკავებას კი "ერის სირცხვილად“. ხელისუფლება ექსპრზიდენტის გათავისუფლებას, ექსტრადიციას და შეწყალებასაც ნონსენსად მიიჩნევს და მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერმა ღარიბაშვილმა ისიც თქვა, - სააკაშვილი თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, მუხლებსაც დავუმატებთო... მსგავს რიტორიკას დიდ შეცდომად მიიჩნევენ ექსპერტები, რომელთა აზრით, ჩვენ ვისმენთ არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ განცხადებებს და რომ პირველმა პირებმა სააკაშვილის დაკავება თავად აქციეს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ აქტად. ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარება არჩევნების მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მათგანი დესტაბილიზაციასა და მოვლენების ეკალაციასაც არ გამორიცხავს.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი გვეუბნება, სახელმწიფო მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისათვის უნდა იყოს მზად. მათ შორის, როგორც მცირედი, ისე მასშტაბური პროტესტით წახალისებული, მუდმივობით და სისტემურობით გამორჩეული დესტაბილიზაციისთვის.

"ღია წყაროებში არსებული მონაცემების თანახმად, სააკაშვილზე რამდენიმე სს საქმეა აღძრული და ზოგ მათგანზე განაჩენიც დამდგარია. ასე რომ, რეალურად, მას თუ ჩამოსვლა უნდოდა, შეეძლო ეს ლეგალური გზით ჩამოსულიყო. მაშინ, როცა სახეზე გვაქვს მისი არალეგალური ჩამოსვლა, რაც არჩევნებს ემთხვევა, ვფიქრობ, შესაძლოა, ის ასრულებდეს იმ ქვეყნის ან ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვის ამოცანებს, რომელთა ხელშეწყობითაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მოქმედებს. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის ინსპირირება საქართველოში. იმ ქვეყნებზე მივანიშნებ, ვინც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო 2003-2012 წლების განმავლობაში განხორციელებული ისეთი სახის აქციებით, როგორიცაა: ენერგეტიკული ბერკეტების, თუ რესურსების მნიშვნელოვანი კონტროლი, 2008 წლის საომარი მოქმედებები, უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებზე მოქალაქეობის უმოტივაციო მინიჭება და ა.შ. მოვლენათა განვითარებას რაც ეხება, სააკაშვილის ჩამოსვლამ თავისი როლი უკვე ითამაშა.

დავით კუხალაშვილი

ერთ-ერთი შედეგი ის გახლავთ, რომ მის მმართველობას დაქვემდებარებულმა პარტიამ საკმაოდ მაღალი და არაპროგნოზირებადი რეიტინგი მიიღო (იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც მის მმართველობას უკავშირდება, "ნაციონალებს" დღეს ასეთი რეიტინგი არ უნდა ჰქონოდა). ამასთანავე, მაღალი ალბათობით, ქმედება ანტისახელისუფლებო განწყობების ინსპირირებისათვის, საზოგადოებაში გარკვეული შიშის დასანერგადაცაა განხორციელებული - ვსაუბრობ, საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულ უნდა იქნას სტაბილური ვითარება და ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს კონსტიტუციური ჩარჩოების შესაბამისად და არა - ძალადობის გზით.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია შედეგების პროგნოზირებაც - მეორე ტურის დასრულების შემდგომ, შედეგების გამოცხადებისთანავე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ დაიწყება მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა სხვა მოთხოვნასთან ერთად, სააკაშვილის გათავისუფლებაც იქნება წამოყენებული.

პოლიტიკური პარტიების განცხადებებს თუ დავუკვირდებით, ისინი სააკაშვილს პოლიტპატიმრად აცხადებენ და მათი ეს განცხადებები მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისაკენ, საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისაკენ. სამწუხაროა ისიც, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც გარკვეული ლობისტები ახორციელებენ და კიდევ უფრო დიდი მასშტაბით განახორციელებენ ამ დეზინფორმაციის მხარდაჭერას. ეს პროცესები, რაც ბოლო დროს მიდის საქართველოში, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე,რომ საქართველო გახლავთ იმ უცხო ქვეყნების დაინტერესების მნიშვნელოვანი ობიექტი სახელმწიფო, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო ტექნიკური ბერკეტების ხელში ჩაგდებით. აქ არა მარტო რუსეთზეა საუბარი (მეზობელი და სხვა უცხო სახელმწიფოებიც არ იტყვიან უარს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, რისი მაგალითებიც გვაქვს ისტორიაში).

სახელმწიფო მოვლენათა განვითარების ყველა სცენარისათვის უნდა იყოს მზად. მათ შორის, როგორც მცირედი, ისე მასშტაბური პროტესტით წახალისებული, მუდმივობით და სისტემურობით გამორჩეული დესტაბილიზაციისთვის.

ჯერჯერობით, საკმაოდ თავშეკავებული ჩანს უკრაინის საელჩო, საქართველოსთვის დამაზიანებელ განცხადებებს არ აკეთებს და, მაღალი ალბათობით, პროცესი დაიწყება და ბოლომდე იქნება მიყვანილი. თუ დადასტურდა ის დანაშაულები, ვფიქრობ, მას მოუწევს სასჯელის მოხდა. თუმცა,რეალურად, მისი აქ ყოფნა არის დესტაბილიზაციის მაინსპირირებელი გარემოება იმ კუთხით, რომ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ამ მომენტს აქტიურად გამოიყენებენ.

შესაძლოა, ამ ქმედებებით საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებულ სახელმწიფოებს სამიზნე ჯგუფებად გამოყენებული ჰყავდეთ, როგორც საქართველოს შსს, ისე სპეცსამსახურები და სხვა ძალოვანი უწყებები, რათა გამოიწვიონ მათი გადაღლა. მაშინ, როდესაც ამ სამიზნე ჯგუფების გადაღლა მიღწეულია, უფრო გამარტივებული ხდება მათი სადაზვერვო მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტა. არა მარტო სააკაშვილთან მიმართებაში, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფოს სპეცსამსახურებსა და პოლიციურ უწყებებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი მონაცემები დესტრუქციული ძალების მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ამიტომ გასააქტიურებელია ოპერატიული კონტროლი და შესაბამისად, სს დევნის განხორციელება იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ.

ასეთი ქმედებები თუ არ განხორციელდა, ვფიქრობ, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები თავიანთ მიზანს მიაღწევენ. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ამ ათი წლის განმავლობაში გარკვეული მოქმედებები დაგვიანებულია.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ორი ოკუპირებული ტერიტორია გამოყენებულია სადაზვერვო ბუფერულ ზონებად, სადაც განთავსებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით კონფლიქტების ინსპირირების საშიშროებაც და თუ ყურადრებით არ ვიქნებით, საკმაოდ მძიმე ვითარება გველის. ამ პერიოდში აუცილებელია ოპერატიული კონტროლი გაძლიერდეს და განსაკუთრებული დაცულობით გამორჩეული გახდეს სახელმწიფოს სასაზღვრო ზონა“.

გიორგი გობრონიძე, პოლიტოლოგი:

"ქვეყანაში იმდენად არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემო გვაქვს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი რამ ცხადია - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ცალკეულ ბრალდებებში შესაძლოა დამნაშავე იყოს, ის პოლიტიკური განცხადებები, რაც პრემიერ - მინისტრის მხრიდან კეთდება, ცალსახად, მას პოლიტპატიმრად აქცევს (იგულისხმება - თუ ჭკვიანად არ იქნა, მუხლებს დავუმატებთო). ეს არაა სერიოზული და სამართლებრივი სახელმწიფოს მეთაურის განცხადება. აქედან გამომდინარე, რთულია იმის პროგნოზირება, რა სცენარს შეიძლება ველოდეთ ამ ყველაფრისგან.

გიორგი გობრონიძე

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ უკრაინამ მოითხოვოს სააკაშვილის, როგორც საკუთარი მოქალაქის ექსტრადირება და მერე უკვე პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეიწყალოს ის. ისიც შესაძლოა, რომ იყოს ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა და მოუხდეთ გადაწყვეტილებების გადახედვა, რაღაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წავიდნენ დათმობებზე, თუნდაც იმ პირობით, რომ სააკაშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდეს. შეიძლება იმაზეც წავიდნენ, რომ სააკაშვილმა მთლიანად მოიხადოს სასჯელი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მეორე ტურის შედეგებზე.

ფაქტია, რომ მეორე ტურის ბოლომდე არაფერი შეიცვლება. ბევრი გვინახავს კატეგორიული რიტორიკა (მაგ. როგორიც ზურაბიშვილის იყო - არასოდეს შევიწყალებო, რომ განაცხადა), არანაკლები კატეგორიულობით ამტკიცებდნენ იმასაც, სააკაშვილი არ არის საქართველოშიო. ამგვარი რიტორიკა კიდევ ცალკე პრობლემაა ქართული პოლიტიკის, ვინაიდან ამით საკუთარ თავს ჩიხში აქცევენ ხოლმე. მათ ავიწყდებათ, რომ პოლიტიკური ლიდერი, პირველ რიგში, უნდა იყოს მოქნილი და სხვადასხვა სცენარებისთვის დაიტოვოს გზა. არც შევარდნაძე იყო ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი, მაგრამ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი არ დაეკავებინათ. საქმე იმაშია, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყოფილია თუ მოქმედი, ნებისმიერი ადამიანი პასუხს უნდა აგებდეს კანონის წინაშე. მაშინ, როცა ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების მიმართ გვაქვს სერიოზული კითხვები, როცა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, როცა ჩვენ ვისმენთ არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ განცხადებებს, ამ დროს სააკაშვილის დაკავების აქტი აქციეს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ აქტად.

გავიხსენოთ თუნდაც ღარიბაშვილის პირველივე განცხადება - გილოცავთ ბიძინაობასო და ვიცით, ვისაც მიულოცა (ჩოლოყაშვილს ვერ მიულოცავდა), რაც დაახლოებით ასეთი რიტორიკა იყო - ბიძინაობის აღსანიშნავად საჩუქარი მოგართვით, ბატონო ბიძინა, ნახეთ, ვინ დაგიჭირეთო. გამოვიდა, რომ მისი განცხადებით ის პარტიის დამფუძნებელს ულოცავს მისი წმინდანის დღეს და მიჰგვარა კიდეც ძღვენი, მძევალი, საჩუქარი. დაბადების დღე რომ დამთხვეოდა, ალბათ ბაფთას გაუკეთებდა სააკაშვილს თავზე და ისე მიართმევდა ღარიბაშვილი ივანიშვილს. პრემიერი ხალხთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული. სადმე, ერთი სიტყვით მაინც, ხალხი ახსენა, მაგალითად ის, რომ აი, დაგპირდით სამართლის აღსრულებას და დაკავებულია ადამიანი, რომელმაც კანონდარღვევა ჩაიდინა? არა, გამოჩნდა ისე, რომ მათ მთავრობისთვის მიუღებელი ფიგურა დააპატიმრეს, რაც არასწორი და პოლიტიკურად უმწიფარი განცხადებაა

მათ განცხადებებს რომ შეხედავენ, ძნელია ვიღაცამ თქვას, რომ სამართლიან სასამართლოზე, პროცედურული ნორმების დაცვაზე, ან კანონის აღსრულებაზეა ლაპარაკი. ცალსახად იკვეთება ის მომენტი, რომ მოქმედი პრემიერი შიდა აუდიტორიის წინაშე ცდილობს ძალის დემონსტრირებას, რაც არასწორია. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი და სივრცესა და დროში აცდენილი განცხადებების გაკეთება - "ჯობია, ჭკვიანად მოიქცეს, თორემ მუხლებს დავუმატებ“, - ეს რა ლაპარაკია? მუხლებს უმატებს მთავრობა? აბა, სად არის პროკურატურა, გამოძიება, სასამართლო და სხვა? ეს იყო სახიფათო განცხადება და ამის ფონზე ძნელია დაარწმუნო იგივე საერთაშორისო პარტნიორები, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არაფერ შუაშია. ვინც მე მიცნობს, მათ იციან, რომ მესამე პრეზიდენტი საერთოდ არ მეხატებოდა გულზე, მაგრამ აქ კითხვა დგება სხვანაირად - რისთვის აგებს პასუხს ეს ადამიანი ? - იმისთვის, რომ მმართველი ძალისთვის იყო მიუღებელი, თუ იმისთვის, რომ მან კანონის წინაშე დანაშაული ჩაიდინა? ეს უნდა გაიმიჯნოს, ჭკვიანად მოქცევაზეა და ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა-არშექმნაზეა დამოკიდებული, ბევრ წელს გაატარებს თუ ცოტას ციხეში?

ხელისუფლებას ხელში აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ არც ესკალაცია მოხდეს, არც დესტაბილიზაცია და არც პოლარიზაციის ხარისხი გაღრმავდეს. მათ ხელეწიფებათ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყანას კრიზისს აარიდებს. მაგრამ არ ჩანს, რომ ასეთი ხედვა აქვთ და პრობლემა იმაშია, პირიქით, კრიზისს აღრმავებენ. ყველა პუნქტში, რაც ქვეყანას უნდა ანვითარებდეს, კატასტროფა და უკუსვლა გვაქვს. ამაზე კონცენტრაციას ვერ აკეთებს პოლიტიკური კლასი იმიტომ, რომ ის დაკავებულია ძალაუფლების უხეში მეთოდებით შენარჩუნებით.