მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზალკალიანი ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
დავით ზალკალიანი ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წმი­და საყ­დრის ნუნ­ცი­ოს­თან, ჟოზე ავე­ლი­ნო ბე­ტან­კურ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­თან, კარლ ჰარ­ცელ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩთან, კელი დეგ­ნან­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­პო­ნი­ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩთან, იმა­მუ­რა აკი­რას­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მკა­ფიო პო­ზი­ცია, დად­გინ­დეს სი­მარ­თლე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ირ­გვლივ, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

„დიპ­ლო­მა­ტებს მი­ე­წო­დათ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მო­ე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მათ შო­რის გუ­ლის­ხმობს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის, მათი წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნას და ა.შ.

აღი­ნიშ­ნა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ, საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში მი­მარ­თა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და სხვა ქვეყ­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, შეხ­ვედ­რა­ზე კი­დევ ერთხელ გა­მო­ით­ქვა მზა­ო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღიაა და­მა­ტე­ბით მი­ი­ღოს სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან.

შეხ­ვედ­რა­ზე კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ეს­ვა და და­დას­ტურ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო ერ­თგუ­ლად იცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის, მათ შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სა­კონ­სუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ვე­ნის 1961 და 1963 წლე­ბის კონ­ვენ­ცი­ე­ბის პრინ­ცი­პებს.

თა­ვის მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის მი­მართ“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გლახუნა .
1

საიდან გავრცელდა კი არა ...ს ა ქ ო ც ე თ ო ...რ ა ტ ო მ უსმებდით - ო , რ ა ტ ო მ- ო (?!) ... და მერე ,,შემთხვევით,, კრემლის გენერალიტეტს ხომ ა რ აწვდიდით - ა წ ვ დ ი თ -ო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დავით ზალკალიანი ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

დავით ზალკალიანი ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრა გამართა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.

„დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.

აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს.

თავის მხრივ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.