საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირს,  რომლის ბინაშიც სააკაშვილი იმყოფებოდა,  შესაძლოა,  ბრალი ყოფილი პრეზიდენტის უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაუმძიმდეს - რას ამბობს  პროკურორი
პირს,  რომლის ბინაშიც სააკაშვილი იმყოფებოდა,  შესაძლოა,  ბრალი ყოფილი პრეზიდენტის უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაუმძიმდეს - რას ამბობს  პროკურორი

პრო­კუ­რორ ლე­ვან ვე­ფხვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, რომ­ლის ბი­ნა­შიც და­კა­ვე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­საძ­ლოა, ბრა­ლი 344-ე მუხ­ლით და­უმ­ძიმ­დეს, რაც მიგ­რან­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე უკა­ნო­ნო შე­მოყ­ვა­ნას და სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­ზე უკა­ნო­ნო შე­მოყ­ვა­ნის ფაქ­ტზეც და­ი­წყო და ამ ეტაპ­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ბრა­ლი 375-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას. სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა ბრალ­დე­ბის მხა­რემ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით. ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს ამის საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი. ასე­ვე, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა 344-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობთ მიგ­რან­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე უკა­ნო­ნო შე­მოყ­ვა­ნას და სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნას. მიმ­დი­ნა­რე­ობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ბრალ­დე­ბულ ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას და­უმ­ძიმ­დეს ბრა­ლი ამ კუ­თხით”, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

პრო­კუ­რო­რის თქმით, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ამ იცო­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძებ­ნი­ლი იყო, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

"ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას მი­მართ გა­მო­ი­ხა­ტა აქ­ტი­უ­რი ხელ­შე­წყო­ბა ძებ­ნი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა­ში. იცო­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ძებ­ნი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, არ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რია ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცია, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა იგუ­ლის­ხმე­ბა და არა დამ­ნა­შა­ვის და­ფარ­ვა. ყვე­ლა იუ­რის­ტმა იცის, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში ასე­ვე მო­ი­აზ­რე­ბა ძებ­ნი­ლის­თვის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა”, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ელ­გუ­ჯა ცო­მა­ია 1-ელ ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 375-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის წი­ნას­წარ შე­უ­პი­რებ­ლად და­ფარ­ვა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 1-დან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ამ იცო­და, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის იძებ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვი­სი აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით, 2021 წლის 30 სექ­ტემ­ბერს მას და­სა­მა­ლად და დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ცა თა­ვის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ბინა.

სტრი
4

90-იანი წლების სცენარი ვითარდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პირს,  რომლის ბინაშიც სააკაშვილი იმყოფებოდა,  შესაძლოა,  ბრალი ყოფილი პრეზიდენტის უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაუმძიმდეს - რას ამბობს  პროკურორი

პირს,  რომლის ბინაშიც სააკაშვილი იმყოფებოდა,  შესაძლოა,  ბრალი ყოფილი პრეზიდენტის უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაუმძიმდეს - რას ამბობს  პროკურორი

პროკურორ ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც დაკავების დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, შესაძლოა, ბრალი 344-ე მუხლით დაუმძიმდეს, რაც მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას გულისხმობს.

მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე უკანონო შემოყვანის ფაქტზეც დაიწყო და ამ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს.

"ელგუჯა ცომაიას წაყენებული აქვს ბრალი 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას. სასამართლოს მიმართა ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი. ასევე, დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალი ამ კუთხით”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

პროკურორის თქმით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილი იყო, თუმცა სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

"ელგუჯა ცომაიას მიმართ გამოიხატა აქტიური ხელშეწყობა ძებნილი მსჯავრდებულის სათანადო პირობების შექმნაში. იცოდა, რომ სააკაშვილი იყო ძებნილი და მიუხედავად აღნიშნულისა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს. აბსოლუტურად არასწორია ადვოკატების ინტერპრეტაცია, როდესაც ამბობენ, რომ დანაშაულის დაფარვა იგულისხმება და არა დამნაშავის დაფარვა. ყველა იურისტმა იცის, რომ დანაშაულის დაფარვაში ასევე მოიაზრება ძებნილისთვის სათანადო პირობების შექმნა”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.