სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დღეიდან განახლდა - გაიხსნა საბავშვო ბაღებიც
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დღეიდან განახლდა - გაიხსნა საბავშვო ბაღებიც

დღე­ი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში გა­ნახ­ლდა.

ასე­ვე მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ სკო­ლამ­დელ აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში სწავ­ლის და­სა­წყე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლა სრულ მზად­ყოფ­ნა­შია.

უწყე­ბის ცნო­ბით, სკო­ლებ­ში ზედ­მი­წევ­ნით იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რაც ვირუ­სის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

”ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან დას­რუ­ლე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა, არა­მედ სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

კერ­ძოდ, სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით, თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი­თა და დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით. ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბის მა­რა­გი სკო­ლე­ბის­თვის მთე­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში უკვე დას­რულ­და 64 ახა­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და ასე­ვე 64 სა­ჯა­რო სკო­ლას. სკო­ლებ­ში მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გა­მარ­თუ­ლია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს კი აწარ­მო­ებს რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ასე­ვე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლოს 100 სა­ჯა­რო სკო­ლა აღი­ჭურ­ვა ახა­ლი სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რით (მერ­ხე­ბი, სკა­მე­ბი, სას­კო­ლო და­ფე­ბი და სხვა). 60 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­მა­ტე­ბით მო­ე­წყო სა­მე­დი­ცი­ნო ოთა­ხი, მალე კი, სა­მე­დი­ცი­ნო ოთა­ხის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით და­მა­ტე­ბით 142 სა­ჯა­რო სკო­ლა აღი­ჭურ­ვე­ბა.

ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლებს 2 ეტა­პად გა­და­ე­ცე­მათ პრო­ექ­ტო­რე­ბი.

2021-2022 სას­წავ­ლო წლის­თვის, ტრან­სპორ­ტით კვლავ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში.

სა­მი­ნის­ტროს ხელ­შე­წყო­ბით, „მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში წიგ­ნე­ბი­თა და რვე­უ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ჯა­რო სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლე. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მოს­წავ­ლე­თა მო­ბი­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სკო­ლე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით აღ­ჭურ­ვა გრძელ­დე­ბა.

პროგ­რა­მის „ჩემი პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რის“ ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბი და მათი დამ­რი­გებ­ლე­ბი პორ­ტა­ბე­ლურ კომ­პი­უ­ტე­რებს მი­ი­ღე­ბენ.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლებ­ში სრუ­ლად და­ი­ნერ­გე­ბა ელექტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი, რაც, მას­წავ­ლებ­ლებს ხელს შე­უ­წყობს ელექტრო­ნუ­ლად აღ­რი­ცხონ მოს­წავ­ლე­ე­ბის რო­გორც დას­წრე­ბა, ასე­ვე შე­ფა­სე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო მშობ­ლებს კვლავ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, აირ­ჩი­ონ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა, ხოლო რის­კჯ­გუ­ფის მას­წავ­ლებ­ლებს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლე­ბათ, გაკ­ვე­თი­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ა­ტა­რონ.

დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი I-XII კლა­სე­ბის ჩათ­ვლით, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ატა­რონ პირ­ბა­დე, სა­ხელ­მწი­ფო კი კვლავ უზ­რუნ­ველ­ყოფს მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბას (ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია პე­და­გოგ­თა და სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 67%).

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კვლავ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „ტე­ლეს­კო­ლის“ უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს.

უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ახ­დენს. სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან სკო­ლებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გი კვლავ სის­ტე­მა­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ იმ სკო­ლებს, სა­დაც 2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­ნახ­ლე­ბამ­დე ჩა­უ­ტარ­და სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
1

მოხსენით ბავშვებს პირბადე!!!

22% იანი იმუნიზაცია!
8

22% ია სრულად აცრილი მთლიანი მოსახლეობის,ამითომ სკოლების გახსნა დღეის დღით როდესაც დელტა შტამია ქვეყანაში ეს არის დიდი წინდაუხედაობა და უფრო მეტად დანაშაული.ეგ იგივეა 2% იანი იმუნიზაციის დროს რომ გახსნეს საზღვრები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დღეიდან განახლდა - გაიხსნა საბავშვო ბაღებიც

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დღეიდან განახლდა - გაიხსნა საბავშვო ბაღებიც

დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა.

ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

უწყების ცნობით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

”ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან დასრულებულია არა მხოლოდ საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის.

ახალი სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულდა 64 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე 64 საჯარო სკოლას. სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები. მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კი აწარმოებს როგორც განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ახალი სასწავლო წლისთვის, საჭიროებიდან გამომდინარე საქართველოს 100 საჯარო სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით (მერხები, სკამები, სასკოლო დაფები და სხვა). 60 საჯარო სკოლაში დამატებით მოეწყო სამედიცინო ოთახი, მალე კი, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით დამატებით 142 საჯარო სკოლა აღიჭურვება.

ასევე, საჭიროების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებს 2 ეტაპად გადაეცემათ პროექტორები.

2021-2022 სასწავლო წლისთვის, ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.

სამინისტროს ხელშეწყობით, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში წიგნებითა და რვეულებით უზრუნველყოფილია საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა მობილობის გათვალისწინებით, სკოლების სახელმძღვანელოებით აღჭურვა გრძელდება.

პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულად დაინერგება ელექტრონული ჟურნალი, რაც, მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების როგორც დასწრება, ასევე შეფასება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას (ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%).

მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში