საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა" - ნიკა მელია
"უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა" - ნიკა მელია

მას შემ­დეგ, რაც მო­ა­წყვეს ზე­ი­მი, გან­სა­კუთ­რებთ თბი­ლის­ში და მა­ლე­ვე დარ­წმუნ­დნენ, რომ სა­ზე­ი­მოდ საქ­მე არ აქვთ, წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, რა უნდა აკე­თონ ახლა - მინ­და, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­ვუ­წო­დო, ორ­ჯერ და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ სი­სუ­ლე­ლეს გა­ა­კე­თე­ბენ,- ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ და მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა ნიკა მე­ლი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რა­ტომ აგ­ვი­ა­ნებს ცეს­კო წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა გა­აზ­რე­ბა, რომ თბი­ლის­ში მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა, ჯა­მუ­რად კი „უპი­რო­ბო მარ­ცხი გა­ნი­ცა­დეს“.

„უბ­ნებ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად აქვთ შე­ჩე­რე­ბუ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბის და­წე­რა და გა­მო­ტა­ნა. ეს ვერ ხერ­ხდე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ და­ათ­ვლე­ვი­ნე­ბენ ხუთ­ჯერ, შემ­დეგ მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბით გა­და­ათ­ვლე­ვი­ნე­ბენ მე­ექ­ვსედ, მეშ­ვი­დედ და შე­დე­გად, ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­წი­ფოს სა­ხე­ლით, ცეს­კო-ს სა­ხით კა­ციშ­ვი­ლი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი აღარ არ­სე­ბობს. ვიბ­რძვით ახლა უბან-უბან, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი­დან 30-მდე ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა უბ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა, რომ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ის უბ­ნე­ბი, ად­გილ­ზე გა­ვერ­კვეთ, რა­ტომ არ გა­მო­აქვთ. რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი გახ­დეს ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი ოქმი, რო­მე­ლიც გა­მო­ტა­ნი­ლია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ­დეც მი­სუ­ლია, არ არის ატ­ვირ­თუ­ლი ცეს­კო-ს სა­იტ­ზე. სულ რა­ღაც 27 ოქ­მია ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით მხო­ლოდ ატ­ვირ­თუ­ლი.

შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის იმის გა­აზ­რე­ბა, რომ თბი­ლის­ში მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა და თბი­ლის­ში ჯა­მუ­რად „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ნი­ცა­და უპი­რო­ბო მარ­ცხი. მინ­და, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მო­ვუ­წო­დო, ორ­ჯერ და­ფიქ­რდნენ, სა­ნამ სი­სუ­ლე­ლეს გა­ა­კე­თე­ბენ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა. მე­თერ­თმე­ტე სა­ა­თი და­ი­წყო, გა­თენ­და და ოქ­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ არ­სე­ბობს, თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა" - ნიკა მელია

"უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა" - ნიკა მელია

მას შემდეგ, რაც მოაწყვეს ზეიმი, განსაკუთრებთ თბილისში და მალევე დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ საქმე არ აქვთ, წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა აკეთონ ახლა - მინდა, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ სისულელეს გააკეთებენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რატომ აგვიანებს ცესკო წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებას.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გააზრება, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, ჯამურად კი „უპირობო მარცხი განიცადეს“.

„უბნებზე ხელოვნურად აქვთ შეჩერებული შემაჯამებელი ოქმების დაწერა და გამოტანა. ეს ვერ ხერხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაათვლევინებენ ხუთჯერ, შემდეგ მოგონილი მიზეზებით გადაათვლევინებენ მეექვსედ, მეშვიდედ და შედეგად, ამ ქვეყანაში სახელწიფოს სახელით, ცესკო-ს სახით კაციშვილი პასუხისმგებელი აღარ არსებობს. ვიბრძვით ახლა უბან-უბან, ცენტრალური საარჩევნო შტაბიდან 30-მდე ადამიანი სხვადასხვა უბნის მიმართულებით გაემგზავრა, რომ გავაძლიეროთ ის უბნები, ადგილზე გავერკვეთ, რატომ არ გამოაქვთ. რეალური მიზეზი გახდეს ცნობილი, თუმცა ცნობილია ეს ყველაფერი. ბევრი ოქმი, რომელიც გამოტანილია საარჩევნო უბნიდან და საოლქო საარჩევნო კომისიამდეც მისულია, არ არის ატვირთული ცესკო-ს საიტზე. სულ რაღაც 27 ოქმია ამ წუთის მდგომარეობით მხოლოდ ატვირთული.

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მათთვის იმის გააზრება, რომ თბილისში მეორე ტური იქნება და თბილისში ჯამურად „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა უპირობო მარცხი. მინდა, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ სისულელეს გააკეთებენ, წარმოუდგენელი, უპრეცედენტო შემთხვევაა. მეთერთმეტე საათი დაიწყო, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა“, - განაცხადა მელიამ.