კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ჯანსაღი პოზიციები და თამბაქოს კონტროლის კანონი არ გახდეს წარსულის კუთვნილება“ - ოლგა კნორე
"მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ჯანსაღი პოზიციები და თამბაქოს კონტროლის კანონი არ გახდეს წარსულის კუთვნილება“ - ოლგა კნორე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა ამე­რი­კუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თამ­ბა­ქოს­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვე­ბის“ ევ­რა­ზი­ის რე­გი­ო­ნის მთა­ვა­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ოლგა კნო­რე.

ის უკვე შეხ­ვდა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელს სილ­ვიო დო­მენ­ტეს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს ლელა სტუ­რუ­ას და პარ­ლა­მენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლე ლადო კა­ხა­ძეს.

ოლგა კნო­რეს თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცია "თამ­ბა­ქო­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვე­ბის“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი პრო­ცე­სე­ბი­სა და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნა­პო­ვა­რის მი­მართ, რო­მე­ლიც 2017 წლის 17 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლომ თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ახა­ლი კა­ნო­ნის სა­ხით მი­ი­ღო.

"თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ცდი­ლობს გახ­დეს იმა­ზე უკე­თე­სი, ვიდ­რე არის, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბის­გან, რაც ხელს უშ­ლის ჯან­სა­ღი მო­მავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტო­მაც მთე­ლი რიგი ქვეყ­ნე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ებს ამ­კაც­რე­ბენ თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ პრო­ცეს­ში, რო­დე­საც თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ძა­ლი­ან კარ­გი კა­ნო­ნი მი­ი­ღო. ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცე­სებს ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­სამ­ჩნე­ვია თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის გავ­ლე­ნე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­ზე, რი­თაც ცდი­ლო­ბენ კა­ნო­ნი და­ა­სუს­ტონ და ქვე­ყა­ნა დაბ­რუნ­დეს უკან. ეს არ უნდა მოხ­დეს.

შევ­ხვდი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, სილ­ვიო დო­მენ­ტეს. ერთ აზ­რზზე ვართ. მხარს და­ვუ­ჭერთ კა­ნო­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი წარ­სულ­ში არ არის.

მო­ხა­რუ­ლი ვართ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის და თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო, რაც ტაქ­სებ­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვას და კა­ნონ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი სხვა ხვრე­ლე­ბის ამოვ­სე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. საკ­მა­რი­სი დრო გა­ვი­და, რომ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ე­ნა­ხა რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს თამ­ბა­ქოს რე­გუ­ლა­ცი­ებს, თუნ­დაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვას. ამი­ტომ დრო­უ­ლია მო­წე­ვა აიკ­რძა­ლოს კა­ზი­ნო­ებ­ში, სლოტკლუ­ბებ­ში, თე­ატ­რის სცე­ნა­ზე და სხვა ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ჯერ კი­დევ დაშ­ვე­ბუ­ლია. მჯე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, რო­გორც მისი წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მხარ­და­ჭე­რას გა­მო­უ­ცხა­დებს ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინი­ცი­ა­ტი­ვას და ბო­ლომ­დე გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და და­ი­ცავს კა­ნონს, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის.

მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობს მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სერ­ვი­სე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნებს სურთ მო­წე­ვა­ზე უა­რის თქმა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ამ ვერ შეძ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და არ და­ა­ჯე­როს, რომ მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით დამ­ზა­დე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის და­წყე­ბაა. მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა ნიშ­ნავს თამ­ბა­ქოს პრო­დუქტზე სრუ­ლად უა­რის თქმას და არა ერთი ნარ­კო­ტი­კი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლას.

ჩვენ არ გვიკ­ვირს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის აქ­ტი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ბიზ­ნე­სი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცდი­ლობს გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და კი­დევ უფრო მეტ ძა­ლის­ხმე­ვას ხარ­ჯავს იქ, სა­დაც წა­ი­ნა­აღ­მდე­გო­ბას თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უწევს. ამი­ტო­მაც ლო­გი­კუ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­ლე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა. მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ჯან­სა­ღი პო­ზი­ცი­ე­ბი და თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნი არ გახ­დეს წარ­სუ­ლის კუთ­ვნი­ლე­ბა.“ - გა­ნა­ცხა­და ოლგა კნო­რემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ჯანსაღი პოზიციები და თამბაქოს კონტროლის კანონი არ გახდეს წარსულის კუთვნილება“ - ოლგა კნორე

"მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ჯანსაღი პოზიციები და თამბაქოს კონტროლის კანონი არ გახდეს წარსულის კუთვნილება“ - ოლგა კნორე

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ ევრაზიის რეგიონის მთავარი კოორდინატორი ოლგა კნორე.

ის უკვე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სილვიო დომენტეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლელა სტურუას და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ლადო კახაძეს.

ოლგა კნორეს თქმით, ორგანიზაცია "თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების“ საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მხარდაჭერას ქვეყანაში არსებული ჯანსაღი პროცესებისა და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარის მიმართ, რომელიც 2017 წლის 17 მაისს, საქართველომ თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის სახით მიიღო.

"თანამედროვე მსოფლიო ცდილობს გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის, გათავისუფლდეს მავნე ფაქტორებისგან, რაც ხელს უშლის ჯანსაღი მომავლის განვითარებას. ამიტომაც მთელი რიგი ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ თამბაქოს პროდუქტებზე. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, როდესაც თამბაქოს კონტროლის ძალიან კარგი კანონი მიიღო. ვაკვირდებით პროცესებს ამ ხნის განმავლობაში. შესამჩნევია თამბაქოს ინდუსტრიის გავლენები გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე, რითაც ცდილობენ კანონი დაასუსტონ და ქვეყანა დაბრუნდეს უკან. ეს არ უნდა მოხდეს.

შევხვდი საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, სილვიო დომენტეს. ერთ აზრზზე ვართ. მხარს დავუჭერთ კანონის გაძლიერების ყველა ღონისძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ადგილი წარსულში არ არის.

მოხარული ვართ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რაც ტაქსებში მოწევის აკრძალვას და კანონში დატოვებული სხვა ხვრელების ამოვსებისკენ არის მიმართული. საკმარისი დრო გავიდა, რომ ქართველ საზოგადოებას დაენახა რა სარგებლობა მოაქვს თამბაქოს რეგულაციებს, თუნდაც დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას. ამიტომ დროულია მოწევა აიკრძალოს კაზინოებში, სლოტკლუბებში, თეატრის სცენაზე და სხვა ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ დაშვებულია. მჯერა, საქართველოს პარლამენტი, როგორც მისი წევრები ამბობენ, მხარდაჭერას გამოუცხადებს ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და ბოლომდე გააუმჯობესებს და დაიცავს კანონს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის მომავლისთვის.

მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში მუშაობს მოწევაზე თავის დანებების სერვისები და, რაც მთავარია, ადამიანებს სურთ მოწევაზე უარის თქმა. მნიშვნელოვანია ასეთი სერვისების განვითარება, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ ვერ შეძლოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არ დააჯეროს, რომ მოწევაზე თავის დანებების საშუალება ახალი ტექნოლოგიით დამზადებული თამბაქოს პროდუქტების მოხმარების დაწყებაა. მოწევაზე თავის დანებება ნიშნავს თამბაქოს პროდუქტზე სრულად უარის თქმას და არა ერთი ნარკოტიკიდან მეორეზე გადასვლას.

ჩვენ არ გვიკვირს თამბაქოს ინდუსტრიის აქტიურობა საქართველოში. ეს ბიზნესი მთელ მსოფლიოში ცდილობს გავლენების გაძლიერებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს იქ, სადაც წაინააღმდეგობას თამბაქოს კონტროლის რეგულაციები უწევს. ამიტომაც ლოგიკურია საქართველოში გავლენების შენარჩუნების მცდელობა. მთავარია, საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ჯანსაღი პოზიციები და თამბაქოს კონტროლის კანონი არ გახდეს წარსულის კუთვნილება.“ - განაცხადა ოლგა კნორემ.