მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური ზეწოლა, მუქარა, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - რა წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი
პოლიტიკური ზეწოლა, მუქარა, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - რა წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 1 სექ­ტემ­ბრის გან­ცხა­დე­ბის შემ­დგომ, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ ჰქონ­და ად­გი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტებს. ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო ზე­წო­ლის, ძა­ლა­დო­ბის, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში/სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში და­საქ­მე­ბულ პირ­თა მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ვა­რა­უ­დოდ უკა­ნო­ნო და­მუ­შა­ვე­ბის, ამომ­რჩევ­ლის შე­საძ­ლო მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი. ასე­ვე, გა­მო­იკ­ვე­თა მე­დი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის მტრუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნის ტენ­დენ­ცი­აც, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აცხა­დებს.

ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უკვე მი­მარ­თა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ზე­წო­ლის/მუ­ქა­რის 20-მდე შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან დარ­ღვე­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი და­ა­დას­ტუ­რა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი იყე­ნებს ტერ­მინ „სა­ვა­რა­უ­დოს“, რად­გან მთე­ლი რიგი შემ­თხვე­ვე­ბი შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის და მათი დად­გე­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის და სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვაა. მიმ­დი­ნა­რე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­და­ტებ­ზე სა­ვა­რა­უ­დო ზე­წო­ლის მას­შტა­ბით. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო პირ­თა მხრი­დან კან­დი­და­ტო­ბა­სა და პა­სი­ურ სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 59 ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ვა­რა­უ­დო ზე­წო­ლა და და­ში­ნე­ბა მათი მხრი­დან კან­დი­და­ტო­ბა­ზე უა­რის თქმის მიზ­ნით. შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, გან­ცხა­დე­ბე­ბი და­წე­რეს კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის თა­ო­ბა­ზე. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ­გან 52 კან­დი­და­ტი პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, 6 „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და 1 „მე­სა­მე ძალა-სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. კან­დი­და­ტე­ბის წარმდგე­ნი პარ­ტი­ე­ბის ცნო­ბით, სა­ვა­რა­უ­დო მუ­ქა­რე­ბი უმე­ტე­სად მომ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, მმარ­თვე­ლი გუნ­დის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბე­ბი­დან, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე პი­რე­ბის­გან. პარ­ტი­ე­ბის ცნო­ბით, კან­დი­და­ტებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, სა­კუთ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­ა­ში ხელ­შეშ­ლით (ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში კან­დი­და­ტე­ბის კომ­პა­ნი­ებ­ში სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­მა ინ­სპექ­ტი­რე­ბა და­ი­წყეს), ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­ყო­ფით, მათი სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მოხ­სნით, მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არა­სა­სურ­ვე­ლად დას­რუ­ლე­ბით. ზოგს კი, კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მო­მავ­ლოდ და­საქ­მე­ბას ან ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას პირ­დე­ბოდ­ნენ. ის ფაქ­ტი, რომ თით­ქმის არ­ცერთ კან­დი­დატს არ სურს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი არც სა­ჯა­როდ და არც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, იძ­ლე­ვა ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ ზე­წო­ლის/მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ფილ კან­დი­და­ტებს მუ­ქა­რის აღ­სრუ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი აქვთ.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უკვე მი­მარ­თა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ზე­წო­ლის/მუ­ქა­რის 20-მდე შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა სხვა ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტე­ბიც, მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ოფი­სის და­ზი­ა­ნე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რის მო­პარ­ვა, ოფი­სის მე­სა­კუთ­რე­ებ­ზე შე­საძ­ლო ზე­წო­ლა, სა­რეკ­ლა­მო ბილ­ბორ­დე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ხელ­შეშ­ლა. ამ სა­კი­თხებ­ზე ასე­ვე, გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან",- აცხა­დებს ომ­ბუდსმე­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­საქ­მე­ბულ პირ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით შე­საძ­ლო დის­კრი­მი­ნა­ცი­ის საქ­მე­ებს, ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად შე­ა­ვიწ­რო­ვეს 69 პირი.

"ამ პირ­თა უმე­ტე­სო­ბამ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას მი­ზე­ზად ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის წევ­რებ­თან ნა­თე­სა­უ­რი, მე­გობ­რუ­ლი თუ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მათ შო­რის, ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნულს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პარ­ტი­ის ლი­დე­რის მხარ­დამ­ჭე­რი ან სიმ­პა­თი­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლი პოს­ტე­ბის თუ კო­მენ­ტა­რე­ბის გან­თავ­სე­ბა/გა­ზი­ა­რე­ბას უკავ­ში­რებს.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ზე­წო­ლის და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა სა­მეგ­რე­ლო­ში, აჭა­რა­სა და შიდა ქარ­თლში გა­მოვ­ლინ­და. და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან (აპა­რა­ტის­თვის 6 ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი), მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სსიპ-ები­დან, ააიპ-ები­დან და სხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან. გა­მო­იკ­ვე­თა კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთი ფაქ­ტიც. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ზემ­დგო­მი პი­რე­ბი უშუ­ა­ლოდ ანდა სხვა პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით სთხოვ­დნენ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას, რა­საც ნა­წი­ლი და­თან­ხმდა, ნა­წი­ლი კი არა. მათი ნა­წი­ლი, ვინც უარი გა­ნა­ცხა­და პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა­ზე, სხვა სა­ფუძ­ვლე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შე­საძ­ლო უკა­ნო­ნო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ზე­წო­ლის 44 ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი შეს­წავ­ლი­სა და რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით უკვე მი­ა­წო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­პა­სუ­ხოდ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წლის 13 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა შრო­მის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 169-ე მუხ­ლით. გა­მო­კი­თხუ­ლია 5 პირი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში და­ა­დას­ტუ­რეს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტი, ასე­ვე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლია 40 პირი. საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო/საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ან ბრალ­დე­ბუ­ლად არ­ცერ­თი პირი არ არის ცნო­ბი­ლი. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გვაც­ნო­ბეს, რომ შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის 5 ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 169-ე მუხ­ლით. ამ ეტაპ­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ან ბრალ­დე­ბუ­ლად კონ­კრე­ტუ­ლი პირი არ არის ცნო­ბი­ლი"- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, აპა­რა­ტი შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის 14 საქ­მეს სწავ­ლობს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა სა­ხის შრო­მით უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვებს შე­ე­ხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლა­დობ­რივ ინ­ცი­დენ­ტებს, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და დმა­ნის­ში (ქვე­მო ქარ­თლში), სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სამი მხარ­დამ­ჭე­რი და­შავ­და, მათ­გან ორი ცივი ია­რა­ღით არის დაჭ­რი­ლი.

"ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ფელ გან­თი­ად­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის შვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი­დან კი­დევ 4 ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია",- აღ­ნიშ­ნავს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამომ­რჩევ­ლის შე­საძ­ლო მოს­ყიდ­ვას, ომ­ბუდსმე­ნის შე­ფა­სე­ბით, წინა არ­ჩევ­ნე­ბის მსგავ­სად, კვლავ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ამომ­რჩევ­ლის შე­საძ­ლო მოს­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე.

"ამ ეტაპ­ზე, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა 5 შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას. სა­პა­სუ­ხო კო­რეს­პონ­დენ­ცი­ის თა­ნახ­მად, 1 ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო 4 ფაქ­ტზე, რო­გორც გვაც­ნო­ბეს, მიმ­დი­ნა­რე­ობს შეს­წავ­ლა",- აცხა­დე­ბენ ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­ში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
3

ეს ან ჭურში ზის, ან დეზინფორმაციას ავრცელებს როგორც ყოველთვის

m
3

მიეცით ხალხს უფლება სახალხო დამცველი თვითონ აირჩიოს,როდემდე უნდა ვუსმინოთ ამის ნაბოდვარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პოლიტიკური ზეწოლა, მუქარა, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - რა წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი

პოლიტიკური ზეწოლა, მუქარა, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტები - რა წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის 1 სექტემბრის განცხადების შემდგომ, სამწუხაროდ, კვლავ ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს. ასევე გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც, - ამის შესახებ სახალხო დამცველი აცხადებს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის/მუქარის 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დარღვევების ფაქტები დაადასტურა, სახალხო დამცველი იყენებს ტერმინ „სავარაუდოს“, რადგან მთელი რიგი შემთხვევები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და მათი დადგენა საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს პრეროგატივაა. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად გამოირჩევა ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით. სახალხო დამცველმა არაერთი ინფორმაცია მიიღო პირთა მხრიდან კანდიდატობასა და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იყვნენ, 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1 „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელი. კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან. პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობიაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას პირდებოდნენ. ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ.

სახალხო დამცველმა უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის/მუქარის 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. საყურადღებოა სხვა ცალკეული ფაქტებიც, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანების ოფისის დაზიანება, საარჩევნო ბანერის მოპარვა, ოფისის მესაკუთრეებზე შესაძლო ზეწოლა, სარეკლამო ბილბორდებით სარგებლობის ხელშეშლა. ამ საკითხებზე ასევე, გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან",- აცხადებს ომბუდსმენი.

რაც შეეხება დასაქმებულ პირთა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეებს, ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი.

"ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. მათ შორის, ნაწილი აღნიშნულს სოციალურ ქსელებში პარტიის ლიდერის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების თუ კომენტარების განთავსება/გაზიარებას უკავშირებს.

სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (აპარატისთვის 6 ფაქტია ცნობილი), მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. გამოიკვეთა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთი ფაქტიც. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ზემდგომი პირები უშუალოდ ანდა სხვა პირების დახმარებით სთხოვდნენ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა. მათი ნაწილი, ვინც უარი განაცხადა პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებაზე, სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს.

სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით შესაძლო უკანონო გათავისუფლების და სამსახურებრივი ზეწოლის 44 ფაქტთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით უკვე მიაწოდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 13 სექტემბერს დაიწყო გამოძიება შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. გამოკითხულია 5 პირი, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაადასტურეს სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი, ასევე მოწმის სახით გამოძახებულია 40 პირი. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება.

ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ან ბრალდებულად არცერთი პირი არ არის ცნობილი. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გვაცნობეს, რომ შსს-ს თანამშრომლების შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის 5 ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. ამ ეტაპზე დაზარალებულად ან ბრალდებულად კონკრეტული პირი არ არის ცნობილი"- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აპარატი შესაძლო პოლიტიკური დისკრიმინაციის 14 საქმეს სწავლობს, რომლებიც სხვადასხვა სახის შრომით უფლებადარღვევებს შეეხება. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მოვლენები განვითარდა დმანისში (ქვემო ქართლში), სადაც პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი მხარდამჭერი დაშავდა, მათგან ორი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით სოფელ განთიადში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატის შვილია დაკავებული. სახალხო დამცველმა სამართალდამცავი უწყებებიდან კიდევ 4 ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია",- აღნიშნავს სახალხო დამცველი.

რაც შეეხება ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, ომბუდსმენის შეფასებით, წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე.

"ამ ეტაპზე, სახალხო დამცველმა 5 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საპასუხო კორესპონდენციის თანახმად, 1 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო 4 ფაქტზე, როგორც გვაცნობეს, მიმდინარეობს შესწავლა",- აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.