მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც 15 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს შორისაა
ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც 15 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს შორისაა

სან­დრო ინა­სა­რი­ძე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ის ერთ-ერ­თია იმ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე 15 სტუ­დენ­ტი­დან, რომ­ლებ­მაც წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს. სან­დრომ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. STEM დარ­გე­ბით ბავ­შვო­ბი­დან იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ის წარ­მა­ტე­ბე­ბი, რომ­ლის ახალ­გაზ­რდამ ჯერ კი­დევ სკო­ლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა.

მეც­ნი­ე­რე­ბით სან­დრო ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა სწავ­ლას­თან ერ­თად ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით. სკო­ლის ასაკ­ში ჩარ­თუ­ლი იყო კა­ლათ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის კლუ­ბებ­ში. დატ­ვირ­თულ სას­წავ­ლო რე­ჟიმ­თან ერ­თად, დროს ხე­ლოვ­ნე­ბის­თვი­საც პო­უ­ლობ­და, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ხე­ლოვ­ნე­ბის გიმ­ნა­ზი­ის სა­ბა­ზო თერ­თმე­ტი კლა­სიც. თუმ­ცა მისი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა დიდ დროს მა­ინც STEM მი­მარ­თუ­ლე­ბას უთ­მობ­და. სან­დრო გახ­ლავთ 2019, 2020 და 2021 წლე­ბის მა­თე­მა­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დე­ბის ფი­ნა­ლის­ტი. ასე­ვე, 2021 წლის ქარ­თუ­ლი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ენის ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დე­ბი­სა და „M ვექ­ტო­რის“ ფი­ნა­ლის­ტი.

2019 წელს მა­თე­მა­ტი­კის ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ა­და­ზე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის გამო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ბაქსვუ­დის სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ნაკ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სან­დრო გუნდთან ერ­თად ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში (CERN) გა­ემ­გზავ­რა. მსოფ­ლი­ოს უდი­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას, ახალ­გაზ­რდე­ბი შეხ­ვდნენ ქარ­თველ და უცხო­ელ მეც­ნი­ე­რებს, გა­ეც­ნენ სა­მუ­შაო პრო­ცესს, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, და­ეს­წრნენ იმ ექ­სპე­რი­მენ­ტებს, რომ­ლებ­ზეც ცერ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ. იქ ყოფ­ნის დროს სან­დროს და მის მე­გობ­რებს მი­ე­ცათ შან­სი, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ენა­ხათ დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის ერთ-ერთი დე­ტექ­ტო­რი (CMS), რო­მე­ლიც 90 მ სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე­ობს (აღ­ნიშ­ნუ­ლი CMS ექ­სპე­რი­მენ­ტი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ექ­სპე­რი­მენ­ტია).

სკო­ლის პე­რი­ოდ­ში სან­დროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ვორ­ქშოფ­სა, თუ პრო­ექ­ტში, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­ტერკლას­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა­ში (2019 წელი). ის, ასე­ვე, ჩარ­თუ­ლი იყო მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც.

კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის­კენ სფე­რო­სად­მი დიდ­მა ინ­ტე­რეს­მა უბიძ­გა. თვლის, რომ ამ დარ­გში მი­ე­ცე­მა მრა­ვალ­მხრი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. KIU-ს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მაც ამი­ტომ აირ­ჩია. სან­დრომ თა­ვი­სი შრო­მი­თა და მიღ­წე­ვე­ბით ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ი­პო­ვა უფა­სოდ სწავ­ლის და ცხოვ­რე­ბის შან­სი, ასე­ვე, ყო­ველ­თვი­უ­რი სტი­პენ­დია.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში KIU უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტია, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ისეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს ევ­რო­პი­სა, თუ ამე­რი­კის პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, KIU უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემს, მა­პოვ­ნი­ნებს თავს პრო­ფე­სი­ა­ში და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­მეხ­მა­რე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­ში. კავ­ში­რი მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM), გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენტს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში, წამ­ყვა­ნი უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი, კამ­პუ­სი, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - ეს იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა.

ამ ეტაპ­ზე ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. პრო­ფე­სი­ულ მიზ­ნებს მას შემ­დეგ და­ვი­სა­ხავ, რაც გარ­კვე­ულ ცოდ­ნას და­ვაგ­რო­ვებ და უფრო კონ­კრე­ტულ კა­რი­ე­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი.“ - აცხა­დებს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი სან­დრო ინა­სა­რი­ძე.

NS

Nანა
0

წარმატებები სანდროს! კომაროვის სკოლა ყოველთვის შეუდარებელია = ნიჭიერი მოსწავლეები + ხარისხიანი სწავლება!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც 15 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს შორისაა

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც 15 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს შორისაა

სანდრო ინასარიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. ქვეყნის მასშტაბით, ის ერთ-ერთია იმ საუკეთესო შედეგების მქონე 15 სტუდენტიდან, რომლებმაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს. სანდრომ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. STEM დარგებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, ამის ნათელი მაგალითია ის წარმატებები, რომლის ახალგაზრდამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოიპოვა.

მეცნიერებით სანდრო ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაინტერესდა, თუმცა სწავლასთან ერთად ყოველთვის აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. სკოლის ასაკში ჩართული იყო კალათბურთისა და რაგბის კლუბებში. დატვირთულ სასწავლო რეჟიმთან ერთად, დროს ხელოვნებისთვისაც პოულობდა, დამთავრებული აქვს ხელოვნების გიმნაზიის საბაზო თერთმეტი კლასიც. თუმცა მისი მრავალფეროვანი ინტერესების მიუხედავად ყველა დიდ დროს მაინც STEM მიმართულებას უთმობდა. სანდრო გახლავთ 2019, 2020 და 2021 წლების მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადების ფინალისტი. ასევე, 2021 წლის ქართულისა და გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადებისა და „M ვექტორის“ ფინალისტი.

2019 წელს მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატების გამო, მონაწილეობა მიიღო ბაქსვუდის სამეცნიერო ბანაკში, რომლის ფარგლებშიც სანდრო გუნდთან ერთად ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გაემგზავრა. მსოფლიოს უდიდეს ლაბორატორიაში ვიზიტისას, ახალგაზრდები შეხვდნენ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, გაეცნენ სამუშაო პროცესს, დაათვალიერეს ლაბორატორიები, დაესწრნენ იმ ექსპერიმენტებს, რომლებზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ. იქ ყოფნის დროს სანდროს და მის მეგობრებს მიეცათ შანსი, საკუთარი თვალით ენახათ დიდი ადრონული კოლაიდერის ერთ-ერთი დეტექტორი (CMS), რომელიც 90 მ სიღრმეზე მდებარეობს (აღნიშნული CMS ექსპერიმენტი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტია).

სკოლის პერიოდში სანდროს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე სამეცნიერო ვორქშოფსა, თუ პროექტში, მათ შორის, საერთაშორისო მასტერკლასში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში (2019 წელი). ის, ასევე, ჩართული იყო მოხალისეობრივ საქმიანობაშიც.

კონკრეტული პროფესიის არჩევისკენ სფეროსადმი დიდმა ინტერესმა უბიძგა. თვლის, რომ ამ დარგში მიეცემა მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა. KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამაც ამიტომ აირჩია. სანდრომ თავისი შრომითა და მიღწევებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიპოვა უფასოდ სწავლის და ცხოვრების შანსი, ასევე, ყოველთვიური სტიპენდია.

„საქართველოში KIU უმაღლესი სტანდარტის მქონე უნივერსიტეტია, სადაც შესაძლებელია ხარისხიანი განათლების მიღება და ისეთ პროფესიონალად ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპისა, თუ ამერიკის პრესტიჟული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, KIU უამრავ შესაძლებლობას მომცემს, მაპოვნინებს თავს პროფესიაში და მნიშვნელოვნად დამეხმარება განვითარებაში. კავშირი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), გაცვლითი პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება სტუდენტს კარიერულ წინსვლაში, წამყვანი უცხოელი პროფესორები, კამპუსი, საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრების შესაძლებლობა - ეს იმ გარემოებების მცირე ჩამონათვალია, რამაც გადამაწყვეტინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება.

ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ხარისხიანი განათლების მიღება. პროფესიულ მიზნებს მას შემდეგ დავისახავ, რაც გარკვეულ ცოდნას დავაგროვებ და უფრო კონკრეტულ კარიერულ მიმართულებებზე ჩამოვყალიბდები.“ - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი სანდრო ინასარიძე.

NS