კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თევზის შენახვისა და მომზადების წესები, რომელიც შესაძლოა არ იცოდი
თევზის შენახვისა და მომზადების წესები, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

თევ­ზი დე­ლი­კა­ტუ­რი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­პყრო­ბას ითხოვს, მაგ­რამ თუ იცით, რო­გორ მო­ამ­ზა­დოთ ის სწო­რად, შე­დე­გი იმე­დებს ნამ­დვი­ლად არ გა­გიც­რუ­ებთ.

რო­გორ შე­ვი­ნა­ხოთ და მო­ვამ­ზა­დოთ სწო­რად თევ­ზის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა? სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბის­თვის, „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნეს“ მივ­მარ­თეთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, თევ­ზის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლია და 2003 წლი­დან, მომ­ხმა­რე­ბელს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის თევ­ზე­უ­ლის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენტს სთა­ვა­ზობს . სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ებს „ოკე­ა­ნე“-ს ტექ­ნო­ლო­გი გვი­ზი­ა­რებს.

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი თევ­ზე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას­თან ერ­თად და­გე­მოვ­ნე­ბას ურ­ჩევ­დით?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, პო­პუ­ლა­რუ­ლი და გა­ყიდ­ვა­დი თევ­ზი გახ­ლავთ კალ­მა­ხი, ორა­გუ­ლი, და­მა­რი­ლე­ბუ­ლი ქა­შა­ყი, ცი­ვად და ცხლად შე­ბო­ლი­ლი თევ­ზე­უ­ლი. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ შე­ბო­ლი­ლი თევ­ზი და ლუდი - კლა­სი­კაა. ცხლად ან ცი­ვად შე­ბო­ლილ სკუმბრი­ას ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ასე­ვე მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, ხახ­ვით, ქინ­ძი­თა და ზე­თით. ასე­ვე, მსოფ­ლიო სამ­ზა­რე­უ­ლოს კლა­სი­კად ით­ვლე­ბა სა­ლა­თი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­ბო­ლი­ლი თევ­ზით, მწყრის მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხე­ბით, რუ­კო­ლა­თი და კედ­რის კაკ­ლით.

- რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ თევ­ზის მომ­ზა­დე­ბი­სას?

- ზო­გა­დად, ახა­ლი თევ­ზი ძა­ლი­ან სწრა­ფად იწყებს გა­ფუ­ჭე­ბას, ამი­ტომ, უშუ­ა­ლოდ მომ­ზა­დე­ბის წინ გა­მო­ი­ღეთ მა­ცივ­რი­დან, ან მო­ამ­ზა­დეთ იმა­ვე დღეს, რო­დე­საც იყი­დით. თუ თევ­ზი გა­ყი­ნუ­ლია, მა­შინ, სა­ყი­ნუ­ლი­დან მა­ცი­ვარ­ში გა­და­ი­ტა­ნეთ და ისე გა­ალღვეთ. ამ­გვა­რად, თევ­ზი თა­ნაბ­რად გალღვე­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს წვენს და ახა­ლი­ვით იქ­ნე­ბა. მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში, ან სით­ბო­ში გალღვო­ბი­სას, თევ­ზი უფრო მეტ წყალს გა­მო­უშ­ვებს, რაც თევ­ზის გა­ფუ­ჭე­ბას გა­მო­იწ­ვევს და სა­სურ­ვე­ლი გე­მოც აღარ ექ­ნე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია თევ­ზის ცხელ წყალ­ში გალღვო­ბაც, ამი­ტომ თუ ცოტა დრო გაქვთ, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია, გა­ყი­ნუ­ლი თევ­ზის ცივ წყალ­ში გალღვო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ნახ­ვის ვა­დას, ახა­ლი თევ­ზი მა­ცი­ვარ­ში (სა­ყი­ნუ­ლეს გა­რეთ) ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა იმ პი­რო­ბით, რომ ის გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი და გა­მო­შიგ­ნუ­ლია.

- რო­გორ მოვ­ხარ­შოთ და შევწვათ სწო­რად თევ­ზი?

- პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რა ზო­მის ნაჭ­რე­ბად დავ­ჭრით მო­სა­ხარშ თევზს. იგი არ უნდა იყოს არც ძა­ლი­ან პა­ტა­რა, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­ხარ­შე­ბა და არც ძა­ლი­ან დიდი, რად­გან ასეთ დროს არის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ყვე­ლა ნა­ჭე­რი თა­ნაბ­რად არ მო­ი­ხარ­შოს. თევ­ზის სა­შუ­ა­ლო ზო­მის ნაჭ­რე­ბად უნდა და­იჭ­რას და ცივ მა­რი­ლი­ან წყალ­ში მო­ი­ხარ­შოს. თევ­ზი უფრო მკვრი­ვი გა­მო­ვა და არ ჩა­იშ­ლე­ბა, თუ ხარ­შვი­სას წყალს ცოტა ძმარს და­უ­მა­ტებთ. თევ­ზის ხარ­შვის დრო სა­შუ­ა­ლოდ 15-30 წუ­თია. თევ­ზის მზად­ყოფ­ნა შე­ა­მოწ­მეთ ხის ჩხი­რით: თუ ის ად­ვი­ლად ჩა­დის და გამჭვირ­ვა­ლე წვე­ნი გა­მო­დის, მა­შინ თქვე­ნი თევ­ზი მზად არის.

რაც შე­ე­ხე­ბა შეწ­ვას. შეწ­ვის წინ თევ­ზი კარ­გად გა­ა­სუფ­თა­ვეთ, გა­რე­ცხეთ და გა­ამ­შრა­ლეთ (გამ­შრა­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ გინ­დათ კნა­ტუ­ნა კა­ნი­ა­ნი კერ­ძი მი­ი­ღოთ). კარ­გად წა­უს­ვით მა­რი­ლი თევ­ზის ნაჭ­რებს შეწ­ვამ­დე 30 წუ­თით ადრე, რომ შე­ი­წო­ვოს და ცოტა მა­რი­ლი სა­ფა­ნელ­შიც გა­უ­რი­ეთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ზეთი შეწ­ვი­სას. სა­ფა­ნელ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი თევ­ზის ნაჭ­რე­ბი უნდა ჩა­ი­ძი­როს ცხიმ­ში მე­ო­თხე­დით. თევ­ზი აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გა­ხუ­რე­ბულ ტა­ფა­ზე უნდა მო­ა­თავ­სოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის და­ი­წყებს ხარ­შვას. შეწ­ვით 3-5 წთ ძლი­ერ, ან სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლზე ყო­ვე­ლი მხრი­დან. თევ­ზი შეწ­ვის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ ერთხელ გა­და­აბ­რუ­ნეთ და არ აწი­ოთ ძა­ლი­ან მაღ­ლა ტა­ფის ძი­რი­დან.

- რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბა ორა­გუ­ლი?

- ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლის შე­ნახ­ვის ვადა 0...+8 გრა­დუ­სი 45 დღე, გახ­სნი­დან 7 დღე - სა­მა­ცივ­რე პი­რო­ბებ­ში. ზე­თო­ვა­ნი თევ­ზის შე­ნახ­ვის ვადა 0...+8 ̊C-ზე - 45 დღეა.

- რო­გორ შე­ვი­ნა­ხოთ შე­ბო­ლი­ლი და და­მა­რი­ლე­ბუ­ლი თევ­ზი?

- ცხლად ან ცი­ვად შე­ბო­ლი­ლი თევ­ზი უნდა ინა­ხე­ბო­დეს მა­ცი­ვარ­ში. მათი შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია შე­ფუთ­ვის გახ­სნი­დან მათი გა­მო­ყე­ნე­ბის ვა­დე­ბი. და­მა­რი­ლე­ბუ­ლი თევ­ზი მა­რილ­წყა­ლის გა­რე­შე უნდა მო­ა­თავ­სოთ პლასტმა­სის ან მი­ნის კონ­ტე­ი­ნერ­ში და სა­ხუ­რა­ვი მყა­რად და­ა­ხუ­როთ. შე­ნახ­ვის ვადა შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, -2 ...+4°C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 30 დღეა.

- ხში­რად გვი­ნა­ხავს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახ­ლებ­ზე თევ­ზის სა­ლა­თე­ბი, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- სა­ლა­თე­ბი მომ­ხმა­რე­ბელს მზა სა­ხით მი­ე­წო­დე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ პირ­და­პირ მი­ირ­თვათ, რაც ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია მათ­თვის, ვი­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლის დრო და ფუ­ფუ­ნე­ბა არ აქვს. დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან კომ­პა­ნი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ პრო­დუქტს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ქონ­დეს ცო­ცხა­ლი თევ­ზის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა, მი­ნე­რა­ლე­ბი თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი. სა­ლა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფუთ­ვის გახ­სნი­დან 0...+6°C 7 დღის მან­ძილ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

თემასთან კავშირში არ არის, მაგრამ მაინც - ლღობა და არა ლღვობა. 

babu
2

შენახვაც ვიცით და მომზადება,უბრალდ ბოლო 5 წელია ვეღარ ვყიდულობთ ქეციანი მოივა 3-დან 12 ლარამდე გაზარდეს,რა გინდა,რომ ქნა ამ ქვეყანაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თევზის შენახვისა და მომზადების წესები, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

თევზის შენახვისა და მომზადების წესები, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

თევზი დელიკატური პროდუქტია, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვს, მაგრამ თუ იცით, როგორ მოამზადოთ ის სწორად, შედეგი იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ სწორად თევზის სხვადასხვა სახეობა? საინტერესო რჩევებისთვის, „ნიკორას“ შვილობილ კომპანია „ოკეანეს“ მივმართეთ, რომელიც საქართველოში, თევზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და 2003 წლიდან, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის თევზეულის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს . საჭირო რეკომენდაციებს „ოკეანე“-ს ტექნოლოგი გვიზიარებს.

- რომელია ყველაზე მოთხოვნადი თევზეული საქართველოში და რასთან ერთად დაგემოვნებას ურჩევდით?

- საქართველოში, პოპულარული და გაყიდვადი თევზი გახლავთ კალმახი, ორაგული, დამარილებული ქაშაყი, ცივად და ცხლად შებოლილი თევზეული. ყველამ ვიცით, რომ შებოლილი თევზი და ლუდი - კლასიკაა. ცხლად ან ცივად შებოლილ სკუმბრიას ძალიან უხდება ასევე მოხარშული კარტოფილი, ხახვით, ქინძითა და ზეთით. ასევე, მსოფლიო სამზარეულოს კლასიკად ითვლება სალათი, მომზადებული შებოლილი თევზით, მწყრის მოხარშული კვერცხებით, რუკოლათი და კედრის კაკლით.

- რა უნდა გავითვალისწინოთ თევზის მომზადებისას?

- ზოგადად, ახალი თევზი ძალიან სწრაფად იწყებს გაფუჭებას, ამიტომ, უშუალოდ მომზადების წინ გამოიღეთ მაცივრიდან, ან მოამზადეთ იმავე დღეს, როდესაც იყიდით. თუ თევზი გაყინულია, მაშინ, საყინულიდან მაცივარში გადაიტანეთ და ისე გაალღვეთ. ამგვარად, თევზი თანაბრად გალღვება, შეინარჩუნებს წვენს და ახალივით იქნება. მიკროტალღურ ღუმელში, ან სითბოში გალღვობისას, თევზი უფრო მეტ წყალს გამოუშვებს, რაც თევზის გაფუჭებას გამოიწვევს და სასურველი გემოც აღარ ექნება. დაუშვებელია თევზის ცხელ წყალში გალღვობაც, ამიტომ თუ ცოტა დრო გაქვთ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, გაყინული თევზის ცივ წყალში გალღვობა. რაც შეეხება შენახვის ვადას, ახალი თევზი მაცივარში (საყინულეს გარეთ) ორი დღის განმავლობაში ინახება იმ პირობით, რომ ის გასუფთავებული და გამოშიგნულია.

- როგორ მოვხარშოთ და შევწვათ სწორად თევზი?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია რა ზომის ნაჭრებად დავჭრით მოსახარშ თევზს. იგი არ უნდა იყოს არც ძალიან პატარა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩაიხარშება და არც ძალიან დიდი, რადგან ასეთ დროს არის იმის შესაძლებლობა რომ ყველა ნაჭერი თანაბრად არ მოიხარშოს. თევზის საშუალო ზომის ნაჭრებად უნდა დაიჭრას და ცივ მარილიან წყალში მოიხარშოს. თევზი უფრო მკვრივი გამოვა და არ ჩაიშლება, თუ ხარშვისას წყალს ცოტა ძმარს დაუმატებთ. თევზის ხარშვის დრო საშუალოდ 15-30 წუთია. თევზის მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით: თუ ის ადვილად ჩადის და გამჭვირვალე წვენი გამოდის, მაშინ თქვენი თევზი მზად არის.

რაც შეეხება შეწვას. შეწვის წინ თევზი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ (გამშრალება მნიშვნელოვანია თუ გინდათ კნატუნა კანიანი კერძი მიიღოთ). კარგად წაუსვით მარილი თევზის ნაჭრებს შეწვამდე 30 წუთით ადრე, რომ შეიწოვოს და ცოტა მარილი საფანელშიც გაურიეთ. გამოიყენეთ საკმარისი რაოდენობის ზეთი შეწვისას. საფანელში ამოვლებული თევზის ნაჭრები უნდა ჩაიძიროს ცხიმში მეოთხედით. თევზი აუცილებლად კარგად გახურებულ ტაფაზე უნდა მოათავსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიწყებს ხარშვას. შეწვით 3-5 წთ ძლიერ, ან საშუალო ცეცხლზე ყოველი მხრიდან. თევზი შეწვის პროცესში მხოლოდ ერთხელ გადააბრუნეთ და არ აწიოთ ძალიან მაღლა ტაფის ძირიდან.

- რა პირობებში ინახება ორაგული?

- ნორვეგიული ორაგულის შენახვის ვადა 0...+8 გრადუსი 45 დღე, გახსნიდან 7 დღე - სამაცივრე პირობებში. ზეთოვანი თევზის შენახვის ვადა 0...+8 ̊C-ზე - 45 დღეა.

- როგორ შევინახოთ შებოლილი და დამარილებული თევზი?

- ცხლად ან ცივად შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში. მათი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი განსხვავებულია, ასევე განსხვავებულია შეფუთვის გახსნიდან მათი გამოყენების ვადები. დამარილებული თევზი მარილწყალის გარეშე უნდა მოათავსოთ პლასტმასის ან მინის კონტეინერში და სახურავი მყარად დაახუროთ. შენახვის ვადა შეფუთულ მდგომარეობაში, -2 ...+4°C ტემპერატურაზე 30 დღეა.

- ხშირად გვინახავს სუპერმარკეტების დახლებზე თევზის სალათები, რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან მიმართებაში?

- სალათები მომხმარებელს მზა სახით მიეწოდება, შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, რაც ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სამზარეულოში ტრიალის დრო და ფუფუნება არ აქვს. დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ჩვენთან კომპანიაში გამოიყენება უზრუნველყოფს, რომ პროდუქტს შენარჩუნებული ქონდეს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება, მინერალები თუ მიკროელემენტები. სალათების გამოყენება შესაძლებელია შეფუთვის გახსნიდან 0...+6°C 7 დღის მანძილზე.