მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში?" - რას ამბობს გია ვოლსკი პრეზიდენტზე
"ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში?" - რას ამბობს გია ვოლსკი პრეზიდენტზე

ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­ვუს­ვამ კი­თხვას, რო­მე­ლი პარ­ტი­ე­ბის კო­ა­ლი­ცია წარ­მო­უდ­გე­ნია უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს? - ამის თა­ო­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

ვოლ­სკის თქმით, კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბის მეტი გა­რან­ტი­აა გერ­მა­ნი­ის­თვის, ავ­სტრი­ის­თვის, ის­რა­ე­ლის­თვის, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას პერ­სპექ­ტი­ვა არა აქვს.

ამას­თან, რო­გორც ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი და­უ­ჭი­რა, იცოდ­ნენ, რომ მას გარ­კვე­ულ პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე შე­იძ­ლე­ბა სხვა მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქო­ნო­და და „ამ თვალ­საზ­რი­სით ასე­თი პრე­ზი­დენ­ტის ხიბ­ლი მე­ტია".

„სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა სწო­რე­დაც ის არის, რაც სტა­ბი­ლუ­რო­ბას სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ თუ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბას გა­დავ­ხე­დავთ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ რო­მე­ლი პარ­ტი­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ზე­და­პირ­ზე, კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა უტო­პი­უ­რად ჟღერს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან", იგი­ვე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ნა­წი­ლად იქცა. ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ სხვა პარ­ტი­ას­თან... კარ­გი იქ­ნე­ბო­და და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, პერ­სპექ­ტი­ვა­ში რო­მელ პარ­ტი­ას­თან იქ­ნე­ბო­და კარ­გი, რომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ? არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არ­სე­ბო­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა, თუნ­დაც ის უპი­რა­ტე­სო­ბა ვერ აი­ღოს, რო­მე­ლიც 50%-ს სა­ჭი­რო­ებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ვხე­დავ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და მის სა­ტე­ლიტ პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, პრე­ზი­დენ­ტმა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ფრან­გუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „კვი­რის ჟურ­ნა­ლის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

„9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის შემ­დეგ, ნა­თე­ლია, რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უტრუხუნე
6

მოკლედ გეტყვით. ეს გრელანდია როგორც შემოიტანეთ და ჩამოკიდეთ, ისე გაიტანეთ.

w
6

ზოგადად კოალიციური მთავრობა ცუდი არაა თუ პარტიები სახელმწიფოებრივად აზროვნებენ მაგრამ ჩვენთან საეჭვოა გამოდგეს სჯერა ვინმეს რომ სხვადასხვა პარტიები ერთმანეთს რაიმეზე შეუთანხმდებიან 2%-იან ვაშაძეს პრემიერობა უნდ ადა სხვას რა მადა ექნება. ისე ქალბატონმა პრეზიდენტმა იმდენი კი უნდა იცოდეს რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მთავროის ცვლილებები არ ხდება მაგას კი საპარლამენტო არჩევნები ჭირდება, რომელიც კონსტიტუციით 2024 ში უნდა ჩატარდეს თუ პრეზიდენტი იტყვის რომ შარ მიშელის შეთანხმება კონსტიტუციაზე მაღლა დგას ეს აბსურდი იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში?" - რას ამბობს გია ვოლსკი პრეზიდენტზე

"ქალბატონ ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში?" - რას ამბობს გია ვოლსკი პრეზიდენტზე

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს? - ამის თაობაზე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კოალიციური მთავრობა სტაბილურობის მეტი გარანტიაა გერმანიისთვის, ავსტრიისთვის, ისრაელისთვის, თუმცა, საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არა აქვს.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, იცოდნენ, რომ მას გარკვეულ პრინციპულ საკითხებზე შეიძლება სხვა მოსაზრებები ჰქონოდა და „ამ თვალსაზრისით ასეთი პრეზიდენტის ხიბლი მეტია".

„სამომავლო პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა სწორედაც ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, გავაანალიზებთ რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან", იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად იქცა. ასევე ნებისმიერ სხვა პარტიასთან... კარგი იქნებოდა დაესახელებინა, პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი, რომ ვითანამშრომლოთ? არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში "ქართული ოცნების" არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.