საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითობა კახეთში - დაკავებულები ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონას ხელოვნურად ზრდიდნენ და თანხებს ეუფლებოდნენ
თაღლითობა კახეთში - დაკავებულები ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონას ხელოვნურად ზრდიდნენ და თანხებს ეუფლებოდნენ

კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, წარ­სულ­ში ანა­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი 4 პირი: 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. ც., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ა., 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ც., 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ. ც. და ​1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.პ. კი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გ.ც.-მ და მ.ც.-მ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან ერ­თად, ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე ღვი­ნის ქარ­ხნებ­ში, ყუ­რძნის მი­ღე­ბის დროს ელექტრო­სას­წო­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს უკა­ნო­ნოდ ეუფ­ლე­ბოდ­ნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სექ­ტემ­ბერ­ში, ერთ-ერთ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში არ­სე­ბულ მა­ღა­ლი ტო­ნა­ჟის სას­წორ­ზე ფა­რუ­ლად და­ა­მონ­ტა­ჟეს დის­ტან­ცი­უ­რი წე­სით სა­მარ­თა­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბა და დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის პულ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ახ­დენ­დნენ მათ მი­ერ­ვე მო­ძი­ე­ბუ­ლი, ყუ­რძნით დატ­ვირ­თუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის წო­ნის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდას.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, ღვი­ნის ქარ­ხნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი, წო­ნის მო­მა­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა, სა­მარ­თა­ვი პულ­ტი, აგ­რეთ­ვე, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი 4 630 ლარი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­ვე­ლოს სსკ-ის 180-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kritikosi
5

Eg rogor?

ლალუკა
1

კომუნისტების დროიინდელი ყურძნის ქურდები მეღვინეებისგან აქვთ ნასწავლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თაღლითობა კახეთში - დაკავებულები ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონას ხელოვნურად ზრდიდნენ და თანხებს ეუფლებოდნენ

თაღლითობა კახეთში - დაკავებულები ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების ელექტროსასწორებზე წონას ხელოვნურად ზრდიდნენ და თანხებს ეუფლებოდნენ

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი: 1978 წელს დაბადებული მ. ც., 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1960 წელს დაბადებული ნ.ბ., 1974 წელს დაბადებული გ.ც., 1975 წელს დაბადებული ზ. ც. და ​1976 წელს დაბადებული კ.პ. კი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.