მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
XXI-ე საუკუნის ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური მკვლელობა, რომლის კვალიც კრემლისკენ მიდის - მოკლეს თუ არა ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით?
XXI-ე საუკუნის ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური მკვლელობა, რომლის კვალიც კრემლისკენ მიდის - მოკლეს თუ არა ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით?

მალე თხუთ­მე­ტი წელი შეს­რულ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც 2006 წლის 1 ნო­ემ­ბერს ლონ­დონ­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და პი­რა­დად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კო­სი ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კო მო­წამ­ლეს, რის შე­დე­გად ის 23 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. ეს შემ­თხვე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით XXI-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბაა. ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კო რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა "პო­ლო­ნი­უმ-210"-ით (ეს ერთ-ერთი უიშ­ვი­ა­თე­სი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა და მისი მი­ღე­ბა, ასე­ვე, კომ­პაქ­ტურ მომ­წამ­ვლელ ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბა ურ­თუ­ლე­სი საქ­მეა) მო­წამ­ლეს.

ვინ იყო ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კო და რა­ტომ გახ­და პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსხვერ­პლი? 1990 იანი წლე­ბის ბო­ლომ­დე ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კოს სა­ხე­ლი რუ­სულ და მსოფ­ლი­ოს მა­ს­მე­დი­ა­ში სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი იყო.

საბ­ჭო­თა კა-გე-ბეს სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და შემ­დეგ რუ­სე­თის ეფ-ეს-ბეს ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი ლიტ­ვი­ნენ­კო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რო­დე­საც 1998 წლის 20 მარტს ბიზ­ნე­სი­სა და პო­ლი­ტი­კის "ბო­როტ გე­ნი­ად" შე­რა­ცხულ ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის ეს­ტუმ­რა და აც­ნო­ბა, რომ ეფ-ეს-ბეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელს ბე­რე­ზოვ­სკის ლიკ­ვი­და­ცია და­ა­ვა­ლა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია რუ­სულ და უცხო­ურ მა­ს­მე­დი­ა­ში. ხუმ­რო­ბა საქ­მე ხომ არ იყო: რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რი გეგ­მავ­და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის, ქვეყ­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, შემ­დეგ კი - დსთ-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ას. ლიტ­ვი­ნენ­კოს ამ პირ­და­პი­რი ბრალ­დე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე კი აღ­ძრა, მაგ­რამ ცხრა თვის მან­ძილ­ზე ხელი არ გა­უნ­ძრე­ვია. სწო­რედ ამის შემ­დეგ, 1998 წლის 13 ნო­ემ­ბერს ბე­რე­ზოვ­სკიმ გა­ზე­თი "კო­მერ­სან­ტი­დან" ძალ­ზე კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლით მი­მარ­თა ეფ-ეს-ბეს შეფს - ვლა­დი­მერ პუ­ტინს. ბე­რე­ზოვ­სკი-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ჯგუფ­სა და მათ მიერ და­წი­ნა­უ­რე­ბულ, მა­შინ უკვე რუ­სე­თის ეფ-ეს-ბეს დი­რექ­ტორ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის "შავ­მა კა­ტამ" სწო­რედ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ გა­ირ­ბი­ნა. 1998 წლის 17 ნო­ემ­ბერს ეფ-ეს-ბეს ხუთ­მა ოფი­ცერ­მა: პოდ­პოლ­კოვ­ნიკ­მა ლიტ­ვი­ნენ­კომ, პოლ­კოვ­ნიკ­მა შე­ბა­ლინ­მა, მა­ი­ო­რებ­მა შჩეგლოვ­მა და პონ­კინ­მა, ასე­ვე, უფ­როს­მა ლე­ი­ტე­ნან­ტმა ლა­ტი­შო­ნოკ­მა მოს­კოვ­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ბე­რე­ზოვ­სკის და ეფ-ეს-ბეს ყო­ფი­ლი ოფიც­რის - ტრე­პაშ­კი­ნის ლიკ­ვი­და­ცია.

ამის სა­პა­სუ­ხოდ პუ­ტინ­მა ნა­დი­რო­ბა და­ი­წყო ჯერ ლიტ­ვი­ნენ­კო­ზე, შემ­დეგ კი - თა­ვად ბე­რე­ზოვ­სკი­ზე. 1999 წლის მარ­ტში ლიტ­ვი­ნენ­კოს ხე­ლოვ­ნუ­რად საქ­მე "შე­უ­კე­რეს" და "ლე­ფორ­ტო­ვოს" ცი­ხე­ში უკ­რეს თავი. ის მხო­ლოდ ათი თვის შემ­დეგ, ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის დიდი მცდე­ლო­ბის შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გა­უს­ვლე­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლით. პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ლიტ­ვი­ნენ­კოს წი­ნა­აღ­მდეგ შემ­დე­გაც არ შე­წყვე­ტი­ლა. ამის გამო 2000 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ის, ოჯახ­თან ერ­თად, ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით გა­ემ­გზავ­რა თურ­ქეთ­ში, იქი­დან კი - ლონ­დონ­ში და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა. სწო­რედ ამის შემ­დეგ იწყე­ბა ლიტ­ვი­ნენ­კოს ღია ბრძო­ლა რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და პი­რა­დად - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. 2001 წლის ზა­ფხულ­ში მან გა­მოს­ცა წიგ­ნი - "ეფ-ეს-ბე აფეთ­ქებს მოს­კოვს", რო­მელ­მაც დიდი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლი­ო­ში, რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში 1998-2000 წლებ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტებ­ში ლიტ­ვი­ნენ­კომ ქვეყ­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

2006 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს ლიტ­ვი­ნენ­კოს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭეს და ის ედ­ვინ კარ­ტე­რი გახ­და. ა. ლიტ­ვი­ნენ­კო რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ნა­დი­რო­ბის ობი­ექ­ტი რომ იყო, ეს მრა­ვა­ლი წე­ლია, ყვე­ლას­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა მისი მო­წამ­ვლა ლონ­დო­ნის ცენ­ტრში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. იმ პი­რო­ბებ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ("მი-5") ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა (უპირ­ვე­ლე­სად, გარე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა) და სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ე­ჩი­ნა უკვე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის, ლიტ­ვი­ნენ­კო-კარ­ტე­რის მი­მართ. თუმ­ცა ბრი­ტა­ნე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­დე­საც დღი­სით-მზი­სით, ლონ­დო­ნის ცენ­ტრში რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ლიტ­ვი­ნენ­კოს (ედ­ვინ კარ­ტე­რის) ლიკ­ვი­და­ცია მო­ეხ­დი­ნათ.

წლე­ბის მან­ძილ­ზე ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ მკვლე­ლო­ბა­ში მოს­კოვს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და მთა­ვარ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბად საბ­ჭო­თა და შემ­დეგ - რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის "ყო­ფილ" თა­ნამ­შრომ­ლებს - ან­დრეი ლუ­გო­ვო­ი­სა და დი­მიტ­რი კოვ­ტუნს ასა­ხე­ლებ­და. სწო­რედ მათ შეხ­ვდა ლიტ­ვი­ნენ­კო 2006 წლის 1 ნო­ემ­ბერს, დღის ოთხ სა­ათ­ზე ლონ­დო­ნის სას­ტუმ­რო "მი­ლე­ნი­უ­მის" ბარ­ში. ან­დრეი ლუ­გო­ვო­ის წლე­ბის მან­ძილ­ზე ახლო კავ­ში­რი ჰქონ­და, რო­გორც ბე­რე­ზოვ­სკის­თან და ლიტ­ვი­ნენ­კოს­თან, ასე­ვე - პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­თან და ერთი პე­რი­ო­დი მისი დაც­ვის უფ­რო­სიც იყო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
17

მეტი საქმე არა გაქვთ. 

Zlatan stroianovic
39

Tavisi qveynis galati aravis epatieba

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

XXI-ე საუკუნის ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური მკვლელობა, რომლის კვალიც კრემლისკენ მიდის - მოკლეს თუ არა ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით?

XXI-ე საუკუნის ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური მკვლელობა, რომლის კვალიც კრემლისკენ მიდის - მოკლეს თუ არა ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით?

მალე თხუთმეტი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2006 წლის 1 ნოემბერს ლონდონში რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციონერი და პირადად ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს, რის შედეგად ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ეს შემთხვევა ჯერჯერობით XXI-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური მკვლელობაა. ალექსანდრე ლიტვინენკო რადიოაქტიური ნივთიერება "პოლონიუმ-210"-ით (ეს ერთ-ერთი უიშვიათესი რადიოაქტიური ნივთიერებაა და მისი მიღება, ასევე, კომპაქტურ მომწამვლელ იარაღად გამოყენება ურთულესი საქმეა) მოწამლეს.

ვინ იყო ალექსანდრე ლიტვინენკო და რატომ გახდა პუტინის ხელისუფლების მსხვერპლი? 1990 იანი წლების ბოლომდე ალექსანდრე ლიტვინენკოს სახელი რუსულ და მსოფლიოს მასმედიაში სრულიად უცნობი იყო.

საბჭოთა კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვისა და შემდეგ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოპერატიული თანამშრომელი, პოდპოლკოვნიკი ლიტვინენკო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც 1998 წლის 20 მარტს ბიზნესისა და პოლიტიკის "ბოროტ გენიად" შერაცხულ ბორის ბერეზოვსკის ესტუმრა და აცნობა, რომ ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობამ მას და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს ბერეზოვსკის ლიკვიდაცია დაავალა. ამ ინფორმაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსულ და უცხოურ მასმედიაში. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო: რუსეთის სპეცსამსახური გეგმავდა სახელმწიფო მოხელის, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, შემდეგ კი - დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის ლიკვიდაციას. ლიტვინენკოს ამ პირდაპირი ბრალდების შემდეგ რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე კი აღძრა, მაგრამ ცხრა თვის მანძილზე ხელი არ გაუნძრევია. სწორედ ამის შემდეგ, 1998 წლის 13 ნოემბერს ბერეზოვსკიმ გაზეთი "კომერსანტიდან" ძალზე კრიტიკული წერილით მიმართა ეფ-ეს-ბეს შეფს - ვლადიმერ პუტინს. ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ჯგუფსა და მათ მიერ დაწინაურებულ, მაშინ უკვე რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორ ვლადიმერ პუტინს შორის "შავმა კატამ" სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაირბინა. 1998 წლის 17 ნოემბერს ეფ-ეს-ბეს ხუთმა ოფიცერმა: პოდპოლკოვნიკმა ლიტვინენკომ, პოლკოვნიკმა შებალინმა, მაიორებმა შჩეგლოვმა და პონკინმა, ასევე, უფროსმა ლეიტენანტმა ლატიშონოკმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ დავალებული ჰქონდათ ბერეზოვსკის და ეფ-ეს-ბეს ყოფილი ოფიცრის - ტრეპაშკინის ლიკვიდაცია.

ამის საპასუხოდ პუტინმა ნადირობა დაიწყო ჯერ ლიტვინენკოზე, შემდეგ კი - თავად ბერეზოვსკიზე. 1999 წლის მარტში ლიტვინენკოს ხელოვნურად საქმე "შეუკერეს" და "ლეფორტოვოს" ციხეში უკრეს თავი. ის მხოლოდ ათი თვის შემდეგ, ბორის ბერეზოვსკის დიდი მცდელობის შედეგად გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით. პროვოკაციები ლიტვინენკოს წინააღმდეგ შემდეგაც არ შეწყვეტილა. ამის გამო 2000 წლის სექტემბერში ის, ოჯახთან ერთად, ჩამოვიდა საქართველოში და ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით გაემგზავრა თურქეთში, იქიდან კი - ლონდონში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ლიტვინენკოს ღია ბრძოლა რუსეთის სპეცსამსახურებისა და პირადად - ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. 2001 წლის ზაფხულში მან გამოსცა წიგნი - "ეფ-ეს-ბე აფეთქებს მოსკოვს", რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში, რადგანაც რუსეთში 1998-2000 წლებში მომხდარ ტერაქტებში ლიტვინენკომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

2006 წლის 12 ოქტომბერს ლიტვინენკოს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიანიჭეს და ის ედვინ კარტერი გახდა. ა. ლიტვინენკო რუსეთის სპეცსამსახურების ნადირობის ობიექტი რომ იყო, ეს მრავალი წელია, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა მისი მოწამვლა ლონდონის ცენტრში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ პირობებში დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ("მი-5") ხელმძღვანელობას განსაკუთრებული ყურადღება (უპირველესად, გარე მეთვალყურეობა და ფარული მიყურადება) და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლიტვინენკო-კარტერის მიმართ. თუმცა ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღისით-მზისით, ლონდონის ცენტრში რუსეთის სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელს საშუალება მისცა ლიტვინენკოს (ედვინ კარტერის) ლიკვიდაცია მოეხდინათ.

წლების მანძილზე ბრიტანეთის ხელისუფლება ამ მკვლელობაში მოსკოვს ადანაშაულებდა და მთავარ ეჭვმიტანილებად საბჭოთა და შემდეგ - რუსეთის სპეცსამსახურების "ყოფილ" თანამშრომლებს - ანდრეი ლუგოვოისა და დიმიტრი კოვტუნს ასახელებდა. სწორედ მათ შეხვდა ლიტვინენკო 2006 წლის 1 ნოემბერს, დღის ოთხ საათზე ლონდონის სასტუმრო "მილენიუმის" ბარში. ანდრეი ლუგოვოის წლების მანძილზე ახლო კავშირი ჰქონდა, როგორც ბერეზოვსკისთან და ლიტვინენკოსთან, ასევე - პატარკაციშვილთან და ერთი პერიოდი მისი დაცვის უფროსიც იყო. წაიკითხეთ სრულად