მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლამასგან მიღებული ნანოსხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ იმედისმომცემია  - თუ მოლოდინი გამართლდა, ის ცხვირის სპრეის სახით იქნება
ლამასგან მიღებული ნანოსხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ იმედისმომცემია  - თუ მოლოდინი გამართლდა, ის ცხვირის სპრეის სახით იქნება

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯერ კი­დევ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და მეც­ნი­ე­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცდი­ლო­ბენ, რომ მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­გო­ნონ. ამ­ჯე­რად, BBC-ი ავ­რცე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას და წერს, რომ მეც­ნი­ერ­თა მტკი­ცე­ბით, ლამა გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ნა­ნოს­ხე­უ­ლებს (ის არის ლა­მას სის­ხლში), რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცხვი­რის სპრეი შექ­მნეს და მან "შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი" აჩ­ვე­ნა კვლე­ვის ად­რე­ულ ეტაპ­ზე.

"ეს არის "ნა­ნოს­ხე­უ­ლე­ბით“ მკურ­ნა­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს ნა­ნოს­ხე­უ­ლე­ბის მცი­რე ნა­წი­ლა­კებს, რომ­ლებ­საც ლა­მე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად აწარ­მო­ე­ბენ ინ­ფექ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ და რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად ეფექ­ტი­ა­ნია", - წერს გა­მო­ცე­მა.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცხვი­რის სპრეი ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ ინ­ფი­ცი­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე და ადა­მი­ანს ვირუ­სის­გან თა­ვის არი­დე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

  • რო­სა­ლინდ ფრანკლი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ჯე­იმს ნე­ის­მი­ტი ნა­ნოს­ხე­უ­ლებს უწო­დებს "ფან­ტას­ტი­კურ­სა“ და "აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბელს.“ მი­სი­ვე თქმით, ამ სა­შუ­ა­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ მღრღნე­ლებს და ისი­ნი ექვს დღე­ში სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოს­ცა­დეს მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ცხო­ვე­ლებ­ზე, მაგ­რამ ინ­გლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცნო­ბით, აქამ­დე გა­მოც­დილ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მა­ნე­იტ­რა­ლე­ბელ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ნოს­ხე­უ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ეფ­ქ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

“ჩვენ გვჭირ­დე­ბა უფრო მეტი კვლე­ვა, მო­ნა­ცე­მე­ბი მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, სა­ნამ ცდებს ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ვი­წყებთ, თუმ­ცა ჩანს, რომ ეს სა­შუ­ა­ლე­ბა ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლია“, - ამ­ბობს ჯე­იმს ნე­ის­მი­ტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
6

სულ გააფრინეს....

არჩი
2

სასწრაფოდ მოვაშენოთ ლამა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ლამასგან მიღებული ნანოსხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ იმედისმომცემია  - თუ მოლოდინი გამართლდა, ის ცხვირის სპრეის სახით იქნება

ლამასგან მიღებული ნანოსხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ იმედისმომცემია  - თუ მოლოდინი გამართლდა, ის ცხვირის სპრეის სახით იქნება

კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და მეცნიერები სხვადასხვა ქვეყანაში ცდილობენ, რომ მის საწინააღმდეგოდ სამკურნალო საშუალება გამოიგონონ. ამჯერად, BBC-ი ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას და წერს, რომ მეცნიერთა მტკიცებით, ლამა გამოიმუშავებს ნანოსხეულებს (ის არის ლამას სისხლში), რომლის საშუალებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ცხვირის სპრეი შექმნეს და მან "შესანიშნავი პოტენციალი" აჩვენა კვლევის ადრეულ ეტაპზე.

"ეს არის "ნანოსხეულებით“ მკურნალობა. აღნიშნული საშუალება წარმოადგენს ნანოსხეულების მცირე ნაწილაკებს, რომლებსაც ლამები ბუნებრივად აწარმოებენ ინფექციის საპასუხოდ და რომელიც კორონავირუსის გასანეიტრალებლად ეფექტიანია", - წერს გამოცემა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ცხვირის სპრეი ეფექტიანი იქნება ინფექციის სამკურნალოდ ინფიცირების ადრეულ ეტაპზე და ადამიანს ვირუსისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

  • როსალინდ ფრანკლინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჯეიმს ნეისმიტი ნანოსხეულებს უწოდებს "ფანტასტიკურსა“ და "აღმაფრთოვანებელს.“ მისივე თქმით, ამ საშუალებით მკურნალობა ჩაუტარდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ მღრღნელებს და ისინი ექვს დღეში სრულად გამოჯანმრთელდნენ.

აღსანიშნავია, რომ სამკურნალო საშუალება გამოსცადეს მხოლოდ ლაბორატორიის ცხოველებზე, მაგრამ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცნობით, აქამდე გამოცდილ კორონავირუსის გამანეიტრალებელ სხვა საშუალებებს შორის, აღნიშნული ნანოსხეულები ყველაზე ეფქტიანი აღმოჩნდა.

“ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კვლევა, მონაცემები მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, სანამ ცდებს ადამიანებზე დავიწყებთ, თუმცა ჩანს, რომ ეს საშუალება ძალიან პერსპექტიულია“, - ამბობს ჯეიმს ნეისმიტი.