კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელმა ქალმა უფროსს "ჩიტის" დაძახების გამო უჩივლა - "ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის სექსისტური და ასე ხუმრობით მიმართვაც კი სულელურია"
ბრიტანელმა ქალმა უფროსს "ჩიტის" დაძახების გამო უჩივლა - "ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის სექსისტური და ასე ხუმრობით მიმართვაც კი სულელურია"

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ერთ-ერთი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლის­თვის "ჩი­ტის“ და­ძა­ხე­ბა არის "აშ­კა­რად სექ­სის­ტუ­რი“ და ამ ტერ­მი­ნით ქა­ლის­თვის ხუმ­რო­ბით მი­მარ­თვაც კი "სუ­ლე­ლუ­რია.“ მით უფრო, რომ ასე "ქა­რაფ­შუ­ტო­ბას", "გა­მო­უც­დე­ლო­ბას" უს­ვა­მენ ხაზს. (ცნო­ბის­თვის, სა­სა­უბ­რო ინ­გლი­სურ­ში სი­ტყვით - bird ქა­რაფ­შუ­ტა ქალს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.)

სა­სა­მარ­თლო ტრი­ბუ­ნალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა შემ­დეგ საქ­მე­ზე მი­ი­ღო - სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბანკ Barclays-ში მო­მუ­შა­ვე ქალ­მა უფ­როსს უჩივ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ მუდ­მი­ვად "ჩიტს" ეძახ­და.

  • ანა ლა­კა­ტუ­სის თქმით, მისი უფ­რო­სი, ჯე­იმს კინ­გჰორ­ნი აგ­რძე­ლებ­და მის­თვის ჩი­ტის და­ძა­ხე­ბას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქალ­მა სთხო­ვა, ასე აღარ მი­ე­მარ­თა და რომ ყო­ვე­ლი­ვე თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად აგ­რძნო­ბი­ნებ­და.

გა­მო­ცე­მა independent წერს, რომ მო­სა­მარ­თლე ჯონ ქრო­ფი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მხო­ლოდ სუ­ლელ­მა შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ ვი­ღა­ცის­თვის ამ სა­ხე­ლით მი­მარ­თვა შე­იძ­ლე­ბა სა­ხა­ლი­სო იყოს და ყო­ვე­ლი­ვეს გამო ლა­კა­ტუ­სის­თვის მის უფ­როსს კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და მო­უ­წევს.

ქალი თა­ვის სა­ჩი­ვარ­ში ამ­ბობს, რომ უფ­როს­მა ქინ­გჰორნ­მა "ჩიტი" პირ­ვე­ლად 2018 წელს უწო­და, ანამ ეს მა­შინ­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კაცი აგ­რძე­ლებ­და ასე­თი ფორ­მით მი­მარ­თვას. გარ­და ამი­სა, უფ­როს­მა მას უთხრა, რომ HR-თან აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო არ ეჩივ­ლა და არა­ფე­რი ეთ­ქვა.

  • სა­სა­მარ­თლო­ზე ქინ­გჰორნ­მა აღი­ა­რა, რომ მისი ლექ­სი­კა შე­უ­ფე­რე­ბე­ლი, შე­უ­სა­ბა­მო იყო.

"სი­ტყვა "ჩი­ტის“ გა­მო­ყე­ნე­ბა იყო უად­გი­ლო და ირო­ნი­ის შემ­ცვე­ლი, რა­მაც ადა­მი­ა­ნის შე­უ­არ­ცხყო­ფა გა­მო­იწ­ვია. ირო­ნი­ი­სა, თუ მის გა­რე­შე, ასე­თი ლექ­სი­კა სრუ­ლად სექ­სის­ტუ­რია", - აცხა­დებს მო­სა­მარ­თლე.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ ისიც და­ად­გი­ნა, რომ დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ანა ლა­კა­ტუ­სი ვე­რა­ფერს ამ­ბობ­და, რად­გა­ნაც ამის გამო უფ­როსს შე­ეძ­ლო მისი კა­რი­ე­რის­თვის ზი­ა­ნი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბან­კის ლო­გო­ზე არ­წი­ვის მსგავ­სი ფრინ­ვე­ლის ფი­გუ­რაა გა­მო­სა­ხუ­ლი

გარ­და ამი­სა, ლა­კა­ტუს­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბანკს და­უმ­ტკი­ცა, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ არ შე­ას­რუ­ლა მისი თხოვ­ნა, შე­ექ­მნათ მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, რაც სჭირ­დე­ბო­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - აწუ­ხებ­და ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი და შფოთ­ვა.

"ყო­ვე­ლი­ვეს შე­დე­გად მისი და­ა­ვა­დე­ბა პროგ­რე­სირ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო სტრე­სუ­ლი გახ­და. ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ, რომ გუნ­დის­თვის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, მაგ­რამ ადა­მი­ანს აწუ­ხებ­და ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი, სტრე­სი და შფოთ­ვა და ეს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. ყო­ვე­ლი­ვე დის­კრი­მი­ნა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვაა“, - აღ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მოს­მე­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
10

ვეთანხმები ბრიტანულ იურისპრუდენციას - ჩიტო-გვრიტო, მტრედო და მისთანები ნამდვილად ქარაფშუტულად ჟღერს, ეს ხომ სრულიად უსარგებლო ფრინველებია.... აი, ქათამი, ბატი, ინდაური - სულ სხვაა და რაც მთავარია, ბევრად უფრო სოლიდურადაც ჟღერს.....

llcl
3

და რავი, აქ ერთს სულაც ჩიორას ეძახდნენ და არავის გაუპროტესტებია, თვით ბაბუცა პატარაიასაც კი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბრიტანელმა ქალმა უფროსს "ჩიტის" დაძახების გამო უჩივლა - "ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის სექსისტური და ასე ხუმრობით მიმართვაც კი სულელურია"

ბრიტანელმა ქალმა უფროსს "ჩიტის" დაძახების გამო უჩივლა - "ქალისთვის "ჩიტის" დაძახება არის სექსისტური და ასე ხუმრობით მიმართვაც კი სულელურია"

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ქალისთვის "ჩიტის“ დაძახება არის "აშკარად სექსისტური“ და ამ ტერმინით ქალისთვის ხუმრობით მიმართვაც კი "სულელურია.“ მით უფრო, რომ ასე "ქარაფშუტობას", "გამოუცდელობას" უსვამენ ხაზს. (ცნობისთვის, სასაუბრო ინგლისურში სიტყვით - bird ქარაფშუტა ქალს მოიხსენიებენ.)

სასამართლო ტრიბუნალმა აღნიშნული განჩინება შემდეგ საქმეზე მიიღო - საინვესტიციო ბანკ Barclays-ში მომუშავე ქალმა უფროსს უჩივლა და განაცხადა, რომ მუდმივად "ჩიტს" ეძახდა.

  • ანა ლაკატუსის თქმით, მისი უფროსი, ჯეიმს კინგჰორნი აგრძელებდა მისთვის ჩიტის დაძახებას მიუხედავად იმისა, რომ ქალმა სთხოვა, ასე აღარ მიემართა და რომ ყოველივე თავს არაკომფორტულად აგრძნობინებდა.

გამოცემა independent წერს, რომ მოსამართლე ჯონ ქროფილის განცხადებით, მხოლოდ სულელმა შეიძლება იფიქროს, რომ ვიღაცისთვის ამ სახელით მიმართვა შეიძლება სახალისო იყოს და ყოველივეს გამო ლაკატუსისთვის მის უფროსს კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ქალი თავის საჩივარში ამბობს, რომ უფროსმა ქინგჰორნმა "ჩიტი" პირველად 2018 წელს უწოდა, ანამ ეს მაშინვე გააპროტესტა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცი აგრძელებდა ასეთი ფორმით მიმართვას. გარდა ამისა, უფროსმა მას უთხრა, რომ HR-თან აღნიშნულის გამო არ ეჩივლა და არაფერი ეთქვა.

  • სასამართლოზე ქინგჰორნმა აღიარა, რომ მისი ლექსიკა შეუფერებელი, შეუსაბამო იყო.

"სიტყვა "ჩიტის“ გამოყენება იყო უადგილო და ირონიის შემცველი, რამაც ადამიანის შეუარცხყოფა გამოიწვია. ირონიისა, თუ მის გარეშე, ასეთი ლექსიკა სრულად სექსისტურია", - აცხადებს მოსამართლე.

ამასთან, სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ დიდი დროის განმავლობაში ანა ლაკატუსი ვერაფერს ამბობდა, რადგანაც ამის გამო უფროსს შეეძლო მისი კარიერისთვის ზიანი მიეყენებინა.

აღნიშნული ბანკის ლოგოზე არწივის მსგავსი ფრინველის ფიგურაა გამოსახული

გარდა ამისა, ლაკატუსმა საინვესტიციო ბანკს დაუმტკიცა, რომ ხელმძღვანელობამ არ შეასრულა მისი თხოვნა, შეექმნათ მასზე მორგებული სამუშაო პირობები, რაც სჭირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე - აწუხებდა ენდომეტრიოზი და შფოთვა.

"ყოველივეს შედეგად მისი დაავადება პროგრესირდა, მისი მდგომარეობა უფრო სტრესული გახდა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ გუნდისთვის შრომისმოყვარეობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ადამიანს აწუხებდა ენდომეტრიოზი, სტრესი და შფოთვა და ეს არ გაითვალისწინეს. ყოველივე დისკრიმინაციის სერიოზული შემთხვევაა“, - აღნიშნა მოსამართლემ.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი კომპენსაციის რაოდენობა. აღნიშნულ თემაზე მოსმენა მოგვიანებით გაიმართება.