მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით - საგარეო უწყების განმარტება
რა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით - საგარეო უწყების განმარტება

სა­ქარ­თვე­ლო ერ­თგუ­ლია ყვე­ლა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ქვე­ყა­ნა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის სრულ­ფა­სო­ვან, შე­უ­ფერ­ხე­ბელ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და იცავს ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბის, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი აცხა­დებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნელს უკვე ჰქონ­და სა­უ­ბა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და მათ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე­ვე მი­მარ­თა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და სხვა ქვეყ­ნებს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის გუ­ლის­ხმობს მა­სა­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის, მათი წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნას და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს ვიდ­რე მო­ვახ­დენთ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბად დე­ფი­ნი­ცი­ას. ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თგუ­ლია ყვე­ლა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ქვე­ყა­ნა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის სრულ­ფა­სო­ვან, შე­უ­ფერ­ხე­ბელ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და იცავს ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის პრინ­ცი­პებს. აქვე დავ­ძენთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნელს უკვე ჰქონ­და სა­უ­ბა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და მათ მი­ა­წო­და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გარ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ევ­რო­კავ­ში­რის ოფის­ში და­ი­ბა­რეს. რო­გორც ჰარ­ცელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შეხ­ვედ­რა ბრი­უ­სელ­ში გუ­შინ, ევ­რო­კავ­ში­რის სა­თა­ვო ოფის­ში შედ­გა. ელჩი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ დიპ­ლო­მა­ტებ­საც უს­მე­ნენ და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, ევ­რო­კავ­ში­რი ამას არ უყუ­რებს, რო­გორც ნორ­მა­ლურ მოვ­ლე­ნას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
9

ეს ამბავი ხომ ჩვენი აგორებულია არა? კაცმა თქვა სულ სხვა გაგებით; თუ საჭირო იქნა, თვით დიპლომატებსაცო და იგულისხმებოდ; ჩვენებს ხომ მოვუსმენთ საჭიროების შემთხვევაში, აბა რაო! ოპოზიცია კი ისეა გამწარებული ((როგორც ბუზმა იცის, შემოდგომაზე მწარე კბენა, დაბრედვის წინ))რომ ადგნენდ ელჩებს ხმა მიწვდინეს გისმენენო, ფუ ამათი........

ნაცარი თვალებში?
3

"გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა" და "ჩვენ ვიცავთ ვენის კონვენციას". და იმათაც უცებ დაიჯერეს! ხომ კი?ვაი ამათ პატრონს.ამათი ეხლა ბერასაც აღარ ჯერა და დასავლეთი დაიჯერებს? წასულია ამათი საქმე და ნდობა. მითუმეტეს როცა გაიგებდნენ რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარი თქვეს და აზიის ბანკისაგან ისესხეს ფული. ნეტავი პრეზიდენტი ამაზე რას ამბობს?რაღაც ამ ბოლო დროს მზეთუნახავივით არის ჩაკეტილი და ხმას არ იღებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით - საგარეო უწყების განმარტება

რა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით - საგარეო უწყების განმარტება

საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აცხადებს.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფაქტებად დეფინიციას. ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.