კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა" - რას აცხადებს რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე და რას პასუხობენ მმართველ გუნდში
"დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა" - რას აცხადებს რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე და რას პასუხობენ მმართველ გუნდში

ახლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­ა­კა­ვე­ბენ ამ ნა­ძი­რა­ლა დამ­ნა­შა­ვეს და შემ­დეგ ჩუ­მად გა­მო­ა­პა­რე­ბენ, როცა არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდე­ბა - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოხ­სნას დამ­ნა­შა­ვის მა­მამ დმა­ნის­ში კან­დი­და­ტუ­რა, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დმა­ნის­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს.

მისი თქმით, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მის კან­დი­და­ტუ­რას არ მოხ­სნის, ეს იქ­ნე­ბა იმის დას­ტუ­რი, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი არაფ­რად მი­აჩ­ნია და აბუ­ჩად იგ­დებს.

რო­გორც გო­ცი­რი­ძე აცხა­დებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამის­თვის არ­ჩევ­ნებ­ზე პო­ლი­ტი­კურ ფასს გა­და­იხ­დის.

"ის, რაც დმა­ნის­ში მოხ­და, ყო­ველ წელს ხდე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ვინ­მე ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ნა­ხავთ ამა­ზე სას­ჯელ­მის­ჯი­ლი? ახლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და­ა­კა­ვე­ბენ ამ ვი­ღაც ნა­ძი­რა­ლა დამ­ნა­შა­ვეს, რო­მელ­მაც და­ა­სა­ხიჩ­რა ადა­მი­ა­ნი და შემ­დეგ ჩუ­მად გა­მო­ა­პა­რე­ბენ, როცა არ­ჩევ­ნე­ბი დამ­თავ­რდე­ბა. უნდა მოხ­სნას კან­დი­და­ტუ­რა ამ დამ­ნა­შა­ვის მა­მამ და­უ­ყო­ნებ­ლივ, რო­მე­ლიც თურ­მე აცხა­დებ­და, რომ ეს მისი შვი­ლი არ იყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ატყუ­ებ­და პირ­და­პირ ეთერ­ში. ეს კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თია, თუ რო­გო­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ხერ­ხით ცდი­ლობს რა­ღაც შე­დე­გის მიღ­წე­ვას, ვერ მი­აღ­წე­ვენ, ვერ გა­და­ლა­ხა­ვენ 43 პრო­ცენტს და გა­ი­მარ­თე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი," - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით აცხა­დებს, რომ ძა­ლა­დო­ბას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი უნდა დად­გეს.

"რამ­დე­ნა­დაც მო­ვის­მი­ნე, გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ პი­როვ­ნე­ბა გა­მო­ცხად­და თვი­თონ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, გაგ­რძელ­დე­ბა ალ­ბათ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და გვე­ცო­დი­ნე­ბა მეტი ამ შემ­თხვე­ვა­ზე. ძა­ლა­დო­ბას არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ აქვს გა­მარ­თლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი დად­გეს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, თა­ვის­თა­ვად, ეს ფაქ­ტი ნამ­დვი­ლად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, არა­ვის­თვის კარ­გი არ არის და ამას ყვე­ლა გრძნობს და გა­ნიც­დის. ამ პი­რო­ბებ­ში, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია, ნამ­დვი­ლად არ მაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს და საკ­მა­რის მი­ზეზს იმის­თვის, რომ ვინ­მემ უნდა მოხ­სნას კან­დი­და­ტუ­რა. თუმ­ცა, ვერც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იქ ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე­თი იყოს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა ვინ­მეს მო­უ­წი­ოს, თუმ­ცა, ამ წუ­თას ასეთ მო­ცე­მუ­ლო­ბას, ნამ­დვი­ლად ვერ ვხე­დავ. თვი­თონ კან­დი­დატ­მა უნდა მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ უნდა მი­ი­ღოს და მე­ო­რე რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მე ვთქვი, რომ ასე­თი სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დღის წეს­რიგ­ში. ეს ჰი­პო­თე­ტუ­რად არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, ეს არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბო­და არც გუ­შინ და არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა არც დღეს ფაქ­ტე­ბის იმ მო­ცე­მუ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მე მაქვს და ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ პი­რო­ბებ­ში. რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში, ამის თა­ო­ბა­ზე მო­ლო­დი­ნებს ნუ შექ­მნის ჩემი ნურც ერთი გან­მარ­ტე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დაჭ­რის ფაქ­ტზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მი­ხე­ილ და­უ­თაშ­ვი­ლის შვი­ლი და­ვით და­უ­თაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. რო­გორ ცუ­წყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
7

აუ ნახეთ რა მოხია ნაცები თუ მობრუნდნენ ოჯახური გასამართლების პრაქტიკას მიაწვებიან შვილიშვილის დანაშაულზე შეიძლება გამზრდელი ბებოც დასაჯონ

goga
35

ეგ უფრო თავის შვილზე იტყვის უარს ვიდრე ბატონ ბიძინას დააღალატებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა" - რას აცხადებს რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე და რას პასუხობენ მმართველ გუნდში

"დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა" - რას აცხადებს რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე და რას პასუხობენ მმართველ გუნდში

ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ნაძირალა დამნაშავეს და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება - დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას დამნაშავის მამამ დმანისში კანდიდატურა, - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან დმანისში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" მის კანდიდატურას არ მოხსნის, ეს იქნება იმის დასტური, რომ ამომრჩეველი არაფრად მიაჩნია და აბუჩად იგდებს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, "ქართული ოცნება" ამისთვის არჩევნებზე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

"ის, რაც დმანისში მოხდა, ყოველ წელს ხდებოდა არჩევნების წინ, ვინმე ამ 9 წლის განმავლობაში გინახავთ ამაზე სასჯელმისჯილი? ახლა წინასაარჩევნოდ დააკავებენ ამ ვიღაც ნაძირალა დამნაშავეს, რომელმაც დაასახიჩრა ადამიანი და შემდეგ ჩუმად გამოაპარებენ, როცა არჩევნები დამთავრდება. უნდა მოხსნას კანდიდატურა ამ დამნაშავის მამამ დაუყონებლივ, რომელიც თურმე აცხადებდა, რომ ეს მისი შვილი არ იყო და საზოგადოებას ატყუებდა პირდაპირ ეთერში. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორი ძალადობრივი ხერხით ცდილობს რაღაც შედეგის მიღწევას, ვერ მიაღწევენ, ვერ გადალახავენ 43 პროცენტს და გაიმართება რიგგარეშე არჩევნები," - განაცხადა გოცირიძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს.

"რამდენადაც მოვისმინე, გაკეთდა განცხადება, რომ პიროვნება გამოცხადდა თვითონ პოლიციის განყოფილებაში, გაგრძელდება ალბათ, საგამოძიებო მოქმედებები და გვეცოდინება მეტი ამ შემთხვევაზე. ძალადობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, აუცილებელია კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შედეგები დადგეს.

სიმართლე გითხრათ, თავისთავად, ეს ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა, არავისთვის კარგი არ არის და ამას ყველა გრძნობს და განიცდის. ამ პირობებში, მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია, ნამდვილად არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს და საკმარის მიზეზს იმისთვის, რომ ვინმემ უნდა მოხსნას კანდიდატურა. თუმცა, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ ვითარება შეიძლება ისეთი იყოს, სადაც შეიძლება ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვინმეს მოუწიოს, თუმცა, ამ წუთას ასეთ მოცემულობას, ნამდვილად ვერ ვხედავ. თვითონ კანდიდატმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, თუ უნდა მიიღოს და მეორე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი, მე ვთქვი, რომ ასეთი საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ეს ჰიპოთეტურად არ გამოირიცხება, ეს არ გამოირიცხებოდა არც გუშინ და არ გამოირიცხება არც დღეს ფაქტების იმ მოცემულობის პირობებში, რომელიც მე მაქვს და ინფორმაციის ამ პირობებში. როგორი იქნება გადაწყვეტილება მომავალში, ამის თაობაზე მოლოდინებს ნუ შექმნის ჩემი ნურც ერთი განმარტება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორ ცუწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.