მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 სამედიცინო აპარატი, რომელსაც პაციენტები სახლში მკურნალობისას საჭიროებენ
3 სამედიცინო აპარატი, რომელსაც პაციენტები სახლში მკურნალობისას საჭიროებენ

შეგ­რძნე­ბა, რომ არ შე­გიძ­ლია, ღრმად ჩა­ი­სუნ­თქო, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გან­ცდას, აფო­რი­ა­ქე­ბას, სტრესს და შფოთ­ვას იწ­ვევს. ეს პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და კო­ვიდ პან­დე­მი­ის გამო, რად­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდ ნა­წილს სწო­რედ სუნ­თქვი­თი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს, რაც ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნიც­დი­ან მა­შინ, როცა მკურ­ნა­ლო­ბის კურსს სახ­ლში გა­დი­ან, რად­გან აქვთ შეგ­რძნე­ბა, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწრა­ფად ვერ მი­ი­ღე­ბენ გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. მსგავ­სი შფოთ­ვა და შიში არამ­ხო­ლოდ ჩვენ­თან, არა­მედ მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­შიც აწუ­ხებთ, ამი­ტომ სულ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა იმგვა­რი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შეც სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნებს და თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

სა­ნამ აპა­რა­ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა­ზე გა­და­ვალთ, მოკ­ლედ აღვწე­როთ, COVID-19-ის გარ­და რა იწ­ვევს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ხდე­ბა მა­შინ, როცა სხე­უ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩა­ი­სუნ­თქოს ჰა­ე­რი არ ემ­თხვე­ვა ტვი­ნის ბრძა­ნე­ბებს. ამე­რი­კის ფილ­ტვე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე დისპნე­ას უწო­დე­ბენ და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მით, ისე უბ­რა­ლოდ ფი­ზი­კუ­რი გა­დაღ­ლი­ლო­ბით ან სტრე­სით. სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია ას­თმა, ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა (გუ­ლის შე­ტე­ვა, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა), ანე­მია, სის­ხლის კოლ­ტე­ბი ფილ­ტვებ­ში (ფილ­ტვის ემ­ბო­ლია). თუ გრძნობთ სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბას, მკერ­დის ტკი­ვილს ან ზე­წო­ლას, კარ­გავთ გო­ნე­ბას და გა­წუ­ხებთ გუ­ლის­რე­ვა, სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ ექიმს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში სუნ­თქვი­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა (რა თქმა უნდა, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით), მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ტო­რი, პულ­სოქ­სი­მეტ­რი და სუნ­თქვის აპა­რა­ტი.

კონ­ცენ­ტრა­ტო­რი

ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ტო­რი არის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას გა­ზის წყა­რო­დან, აზო­ტის შერ­ჩე­ვი­თი ამო­ღე­ბით, რათა ჟანბ­გა­დით გა­ჯე­რე­ბუ­ლი აი­რის ნა­კა­დი წარ­მოქ­მნას.

მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სის­ხლში იზ­რდე­ბა ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბა, რათა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­მარ­თუ­ლად შეძ­ლონ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. კონ­ცენ­ტრა­ტო­რებს იყე­ნე­ბენ რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ისე სახ­ლებ­ში, ასე­ვე, შეგ­ხვდე­ბათ სპორტდარ­ბა­ზებ­ში და სხვა არა­სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფი­ლის ად­გი­ლებ­ში.

ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და კო­ვიდ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, შინ მკურ­ნა­ლო­ბის დროს. მო­წყო­ბი­ლო­ბას მხო­ლოდ ფილტრის გაწ­მენ­და სჭირ­დე­ბა, სხვა სპე­ფი­ცი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ გი­წევთ. უბ­რა­ლოდ, გახ­სე­ნით კონ­ცენ­ტრა­ტო­რის ბოთ­ლი და ნა­ხევ­რამ­დე გა­ავ­სეთ სუფ­თა, გა­ფილტრუ­ლი წყლით, და­ა­ხუ­რეთ თავი და მო­ა­თავ­სეთ აპა­რატ­ზე მის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას, გახ­სე­ნით ფილტრის სა­ხუ­რა­ვი, რო­მე­ლიც რო­გორც წესი, მო­წყო­ბი­ლო­ბის უკა­ნა მხა­რეს უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი და ამო­ი­ღეთ კონ­ცენ­ტრა­ტო­რის მილი და ბოთ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ფრთხი­ლად და­ა­მაგ­რეთ, მისი მე­ო­რე ნა­წი­ლი კი შე­უ­ერ­თეთ აპა­რა­ტის მე­ტა­ლის თავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ დაგ­ჭირ­დე­ბათ მე­ო­რე მილი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს ჟანგბა­დი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ლის ერთი ბოლო შე­უ­ერ­თეთ ბოთ­ლის თავს, შემ­დეგ აპა­რა­ტი შე­ა­ერ­თეთ დე­ნის წყა­რო­ში, ჩარ­თეთ ის და რო­გორც კი ჟანგბა­დის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და­ი­წყებს, გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად მზა­დაა.

მო­წყო­ბი­ლო­ბას იყე­ნე­ბენ მა­შინ, როცა ფილ­ტვე­ბის მა­ღა­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო პა­ცი­ენტს და­მო­უ­კი­დებ­ლად სუნ­თქვა არ შე­უძ­ლია.

პულ­სოქ­სი­მეტ­რი

პულ­სოქ­სი­მეტ­რი სის­ხლის ჟანგბა­დით გა­ჯე­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთ-ერთი პრობ­ლე­მუ­რი გარ­თუ­ლე­ბა ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­აა, რომ­ლის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მკვეთ­რად ქვე­ით­დე­ბა სის­ხლის ჟანგბა­დით გა­ჯე­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ანუ სა­ტუ­რა­ცია. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­ზღვრავს პნევ­მო­ნი­ის სიმ­ძი­მეს, როცა სხვა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ბი­ნა­ზე ვერ ხერ­ხდე­ბა.

სა­ტუ­რა­ცი­ის გა­სა­ზო­მად მცი­რე ზო­მის კომ­პაქ­ტუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბა პულ­სოქ­სი­მეტ­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია რო­გორც კლი­ნი­კა­ში, ისე ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბი­სას. მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­დამ­წო­დი თით­ზე მაგრდე­ბა და სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ეკ­რან­ზე ვხე­დავთ სა­ტუ­რა­ცი­ი­სა და პულ­სის მაჩ­ვე­ნებ­ლებს. სის­ხლის წი­თე­ლი უჯრე­დე­ბი - ერით­რო­ცი­ტე­ბი შე­ი­ცავს ცილა ჰე­მოგ­ლო­ბინს, რო­მელ­საც გა­და­აქვს ჟანგბა­დი ორ­გა­ნიზ­მში. როცა პულ­სოქ­სი­მეტ­რი გვაჩ­ვე­ნებს 96%-ს, ეს ნიშ­ნავს, რომ ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის 96%-ს გა­და­აქვს ჟანგბა­დი, 4%-ს კი - არა.

სა­ტუ­რა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, სჭირ­დე­ბა თუ არა პა­ცი­ენტს ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა და ასე­ვე სა­ჭი­როა თუ არა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. ჯან­მრთელ ადა­მი­ანს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 95% ან მეტი უნდა ჰქონ­დეს. ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლია, პულ­სოქ­სი­მეტრზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გვქონ­დეს, სწო­რედ ამი­ტომ, პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

ფილ­ტვე­ბის „სა­ვარ­ჯი­შო“ სუნ­თქვის აპა­რა­ტი

ალ­ბათ ისე, რო­გორც არას­დროს, დღეს დიდი მო­თხოვ­ნაა ფილ­ტვე­ბის სა­ვარ­ჯი­შო აპარტზე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ COVID-19-ის გარ­თუ­ლე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით „ვა­ვარ­ჯი­შებთ“ ფილ­ტვებს და არ ვაძ­ლევთ მო­დუ­ნე­ბის, ვირუს­თან და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მო­წყო­ბი­ლო­ბა, რა თქმა უნდა, მხო­ლოდ კო­ვი­დის გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად არ არის გან­კუთ­ვნი­ლი, არა­მედ ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პოსტ ოპე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვი­საც.

მისი გა­მო­ყე­ნე­ბა მარ­ტი­ვია: მო­წყო­ბი­ლო­ბას მი­მაგ­რე­ბუ­ლი აქვს მსხვი­ლი მილი, ასე­ვე, აქვს მარ­კე­რი, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს პროგ­რესს და ინ­დი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც სწო­რად სუნ­თქვის შე­სა­ხებ უკუ­კავ­შირს გვაძ­ლევს. მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მწო­ლი­ა­რე, ისე მჯდო­მა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მო­წყო­ბი­ლო­ბა უნდა და­ვი­ჭი­როთ ჩვენს პირ­და­პირ, ნი­კა­პის გას­წვრივ, კარ­გად ჩა­ვი­სუნ­თქოთ, სა­ნამ მის გა­მო­ყე­ნე­ბას და­ვი­წყებთ, შემ­დეგ მო­ვა­თავ­სოთ მილი პირ­ში და რაც შე­იძ­ლე­ბა ნელა და ღრმად და­ვი­წყოთ სუნ­თქვა. სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით.

ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­მი­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია „თბი­ლი­სი მე­დიკ­ში“ და მისი შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. ყვე­ლა მათ­გა­ნი შინ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს უფრო ამარ­ტი­ვებს და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია პაპა
1

ბარემ ფასებიც მიგეწერათ.

2+2=4
1

პულსოქსიმეტრი ავერსში 1 თვის უკან ვიყიდე 50 ლარად.დანარჩენი მეც მაინტერესებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

3 სამედიცინო აპარატი, რომელსაც პაციენტები სახლში მკურნალობისას საჭიროებენ

3 სამედიცინო აპარატი, რომელსაც პაციენტები სახლში მკურნალობისას საჭიროებენ

შეგრძნება, რომ არ შეგიძლია, ღრმად ჩაისუნთქო, დაუკმაყოფილებლობის განცდას, აფორიაქებას, სტრესს და შფოთვას იწვევს. ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის გამო, რადგან დაინფიცირებულთა დიდ ნაწილს სწორედ სუნთქვითი პრობლემები აწუხებს, რაც ფილტვების დაზიანებით არის გამოწვეული.

აღნიშნულ პრობლემას ინფიცირებულები განსაკუთრებით განიცდიან მაშინ, როცა მკურნალობის კურსს სახლში გადიან, რადგან აქვთ შეგრძნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად ვერ მიიღებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მსგავსი შფოთვა და შიში არამხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აწუხებთ, ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება იმგვარი სამედიცინო აპარატურის შეძენა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი სამედიცინო განათლების გარეშეც სწრაფად და ეფექტურად გამოიყენებს და თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააკონტროლებს.

სანამ აპარატურის მიმოხილვაზე გადავალთ, მოკლედ აღვწეროთ, COVID-19-ის გარდა რა იწვევს სუნთქვის გაძნელებას. სუნთქვის უკმარისობა ხდება მაშინ, როცა სხეულის შესაძლებლობა, ჩაისუნთქოს ჰაერი არ ემთხვევა ტვინის ბრძანებებს. ამერიკის ფილტვების ასოციაციის ინფორმაციით, სუნთქვის გაძნელებას სამედიცინო ენაზე დისპნეას უწოდებენ და აღნიშნული პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით, ისე უბრალოდ ფიზიკური გადაღლილობით ან სტრესით. სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებული სერიოზული დაავადებებია ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის დაავადება (გულის შეტევა, გულის უკმარისობა), ანემია, სისხლის კოლტები ფილტვებში (ფილტვის ემბოლია). თუ გრძნობთ სუნთქვის გაძნელებას, მკერდის ტკივილს ან ზეწოლას, კარგავთ გონებას და გაწუხებთ გულისრევა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

რაც შეეხება სამედიცინო აპარატურას, რომელიც ადამიანებს სახლის პირობებში სუნთქვითი პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში ეხმარება (რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულებით), მათი ჩამონათვალი ასეთია: ჟანგბადის კონცენტრატორი, პულსოქსიმეტრი და სუნთქვის აპარატი.

კონცენტრატორი

ჟანგბადის კონცენტრატორი არის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის კონცენტრირებას გაზის წყაროდან, აზოტის შერჩევითი ამოღებით, რათა ჟანბგადით გაჯერებული აირის ნაკადი წარმოქმნას.

მოწყობილობის გამოყენებისას სისხლში იზრდება ჟანგბადის შემცველობა, რათა ორგანოებმა გამართულად შეძლონ ფუნქციონირება. კონცენტრატორებს იყენებენ როგორც საავადმყოფოებში, ისე სახლებში, ასევე, შეგხვდებათ სპორტდარბაზებში და სხვა არასამედიცინო პროფილის ადგილებში.

ჟანგბადის კონცენტრატორი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდ პანდემიის პერიოდში, შინ მკურნალობის დროს. მოწყობილობას მხოლოდ ფილტრის გაწმენდა სჭირდება, სხვა სპეფიციკური დეტალების გათვალისწინება არ გიწევთ. უბრალოდ, გახსენით კონცენტრატორის ბოთლი და ნახევრამდე გაავსეთ სუფთა, გაფილტრული წყლით, დაახურეთ თავი და მოათავსეთ აპარატზე მისთვის განკუთვნილ ადგილას, გახსენით ფილტრის სახურავი, რომელიც როგორც წესი, მოწყობილობის უკანა მხარეს უნდა იყოს მოთავსებული და ამოიღეთ კონცენტრატორის მილი და ბოთლის სახურავზე ფრთხილად დაამაგრეთ, მისი მეორე ნაწილი კი შეუერთეთ აპარატის მეტალის თავს. აღნიშნული პროცედურის შემდეგ დაგჭირდებათ მეორე მილი, რომლის მეშვეობითაც უშუალოდ პაციენტმა უნდა მიიღოს ჟანგბადი. აღნიშნული მილის ერთი ბოლო შეუერთეთ ბოთლის თავს, შემდეგ აპარატი შეაერთეთ დენის წყაროში, ჩართეთ ის და როგორც კი ჟანგბადის გამომუშავებას დაიწყებს, გამოსაყენებლად მზადაა.

მოწყობილობას იყენებენ მაშინ, როცა ფილტვების მაღალი დაზიანების გამო პაციენტს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია.

პულსოქსიმეტრი

პულსოქსიმეტრი სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ერთ-ერთი პრობლემური გართულება ვირუსული პნევმონიაა, რომლის მძიმე მიმდინარეობის დროს მკვეთრად ქვეითდება სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი ანუ სატურაცია. სწორედ აღნიშნული მაჩვენებელი განსაზღვრავს პნევმონიის სიმძიმეს, როცა სხვა კვლევის ჩატარება ბინაზე ვერ ხერხდება.

სატურაციის გასაზომად მცირე ზომის კომპაქტური და თანამედროვე მოწყობილობა პულსოქსიმეტრი გამოიყენება, რომელიც ერთნაირად მოსახერხებელია როგორც კლინიკაში, ისე ბინაზე მკურნალობისას. მოწყობილობის გადამწოდი თითზე მაგრდება და სულ რამდენიმე წუთში ეკრანზე ვხედავთ სატურაციისა და პულსის მაჩვენებლებს. სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები შეიცავს ცილა ჰემოგლობინს, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი ორგანიზმში. როცა პულსოქსიმეტრი გვაჩვენებს 96%-ს, ეს ნიშნავს, რომ ჰემოგლობინის 96%-ს გადააქვს ჟანგბადი, 4%-ს კი - არა.

სატურაციის მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება, სჭირდება თუ არა პაციენტს ჟანგბადის მიწოდება და ასევე საჭიროა თუ არა ჰოსპიტალიზაცია. ჯანმრთელ ადამიანს ეს მაჩვენებელი 95% ან მეტი უნდა ჰქონდეს. ბინაზე მკურნალობის პერიოდში სასურველია, პულსოქსიმეტრზე ხელმისაწვდომობა გვქონდეს, სწორედ ამიტომ, პანდემიის გავრცელებასთან ერთად, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ფილტვების „სავარჯიშო“ სუნთქვის აპარატი

ალბათ ისე, როგორც არასდროს, დღეს დიდი მოთხოვნაა ფილტვების სავარჯიშო აპარტზე, რომელიც პირდაპირ COVID-19-ის გართულებებთან არის დაკავშირებული.

აპარატის გამოყენებით „ვავარჯიშებთ“ ფილტვებს და არ ვაძლევთ მოდუნების, ვირუსთან დანებების საშუალებას. მოწყობილობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კოვიდის გართულებების თავიდან ასაცილებლად არ არის განკუთვნილი, არამედ ის გამოიყენება პოსტ ოპერაციულ პერიოდში, რეაბილიტაციისთვისაც.

მისი გამოყენება მარტივია: მოწყობილობას მიმაგრებული აქვს მსხვილი მილი, ასევე, აქვს მარკერი, რომელიც გვიჩვენებს პროგრესს და ინდიკატორი, რომელიც სწორად სუნთქვის შესახებ უკუკავშირს გვაძლევს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მწოლიარე, ისე მჯდომარე მდგომარეობაში. მოწყობილობა უნდა დავიჭიროთ ჩვენს პირდაპირ, ნიკაპის გასწვრივ, კარგად ჩავისუნთქოთ, სანამ მის გამოყენებას დავიწყებთ, შემდეგ მოვათავსოთ მილი პირში და რაც შეიძლება ნელა და ღრმად დავიწყოთ სუნთქვა. სავარჯიშოები უნდა შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციით.

ჩამოთვლილი სამივე მოწყობილობა ხელმისაწვდომია „თბილისი მედიკში“ და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ყველა მათგანი შინ მკურნალობის პროცესს უფრო ამარტივებს და გამოჯანმრთელებაში გვეხმარება.