საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, რომელმაც დმანისში ენმ-ის მხარდამჭერები დაჭრა
დაკავებულია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, რომელმაც დმანისში ენმ-ის მხარდამჭერები დაჭრა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დაჭ­რის ფაქ­ტზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მი­ხე­ილ და­უ­თაშ­ვი­ლის შვი­ლი და­ვით და­უ­თაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა პარ­ტია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით დმა­ნის­ში 1 პირი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.დ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა დ.დ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 21 სექ­ტემ­ბერს, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გან­თი­ად­ში, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა პარ­ტია “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს: 1976 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ო.-ს და 1983 წელს და­ბა­დე­ბულ შ.ს.-ს. და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ.

პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვა.

სო­ფელ გან­თი­ად­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებ­მაც.

ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის დად­გე­ნი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის მიზ­ნით.

ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოორდინატორი მამიდა
2

აფსუს,რატომ შვილო,რატომ......

ნადია
11

(დარწმუნებული ვარ) იმედი სპეც-რეპორტაჟს მიუძღვნის ამ ამბავს ,ტრადიციულად (მიუკერძოებული შეხედულებით),,---იმდენი იხაროს>>>---

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დაკავებულია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, რომელმაც დმანისში ენმ-ის მხარდამჭერები დაჭრა

დაკავებულია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, რომელმაც დმანისში ენმ-ის მხარდამჭერები დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, დმანისის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც.

ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით და და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.