კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარნეულში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები - 28 წლის მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს
მარნეულში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები - 28 წლის მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გა­ი­ტა­ცეს, გა­კო­ჭეს, სხე­ულ­ზე მძი­მე სა­გა­ნი მო­ა­ბეს და სარ­წყავ არხში გა­და­აგ­დეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად 28 წლის მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ტ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.გ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი,1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ა. და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრა­ლი ედე­ბათ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, ხოლო ს.ა. - სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 17 წლამ­დე ვა­დით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმ­დი­ნა­რე წლის 18 სექ­ტემ­ბერს, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ნაც­ნობს - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.ჩ.-ს ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს და ხელ-ფეხი შე­უკ­რეს. შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გა­კო­ჭი­ლი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში წა­იყ­ვა­ნეს, სხე­ულ­ზე მძი­მე სა­გა­ნი მო­ა­ბეს და სარ­წყავ არხში გა­და­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც იგი გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას შე­ეს­წრო მა­თი­ვე მე­გო­ბა­რი - ს.ა., თუმ­ცა მან მომ­ხდა­რი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი მარ­ნე­ულ­ში და­ა­კა­ვეს.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით და 376-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maimuni
1

gesmit xalxnoo?cocxals ragxac miabes da ckalshi chaagdes,es ra xdeba,es xalxi sul dakarga sishi gxmertis cinashe,principshi tvit ieso jvars gaakres da ragxa unda gamikvirdes adamianebisgan(((((((

ლუკა
2

ესღა აკლდათ, ახალი, კიდევ უფრო არაადამიანური მეთოდით ადამიანის მოშორება. აქამდე ორი შემთხვევა ვიცოდით, როცა ვანოს პოლიციამ ამ გზით გააქრო მათთვის არასასურველი პიროვნებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მარნეულში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები - 28 წლის მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს

მარნეულში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები - 28 წლის მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს, გაკოჭეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს. მომხდარის შედეგად 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი,1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.