მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუს-ის შენობა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
"საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუს-ის შენობა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. სუს-ის ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ად­ვო­კა­ტე­ბის, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­ცაა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უს­მენ­დნენ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ცნო­ბილ პი­რებ­სა და მათ ცნო­ბილ პა­ცი­ენ­ტებს.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

"აი, თუ და­დას­ტურ­და, რომ მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სებ­საც უს­მენ­და სუს-ი (ძა­ლი­ან მინ­და, რომ ეს მა­ინც ტყუ­ი­ლი იყოს), რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ორ­მაგ და­ნა­შა­ულს ჩა­დი­ო­და, - მოს­მე­ნის უკა­ნო­ნო­ბის გარ­და, პა­ცი­ენტს ცალ­კე იცავს კა­ნო­ნი, - ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ფსი­ქი­ატრმა და ფსი­ქო­ლოგ­მა ერ­თად უნდა გა­ვაფ­სი­ქო­პა­თოთ, და­ვარ­ბი­ოთ სუს-ის შე­ნო­ბა, ან სუ­ლაც, ზურა-გირ­ჩი და­ვიხ­მა­როთ, ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მიზ­ნით მან­ქა­ნე­ბი ლე­წოს, სა­ნამ ჩვენ ბენ­ზი­ნით მოვრწყავთ ბო­რო­ტე­ბის, უკა­ნო­ნო­ბის და უზ­ნე­ო­ბის ბუ­დეს და მერე ყვე­ლა ერ­თად დაგ­ვა­პა­ტიმ­რონ, სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა ისე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლია, ძა­ლი­ა­ნაც ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ყვე­ლას ერ­თად გა­მო­კეტ­ვა. ფუ, თქვე ვირ­თხე­ბო მარ­თლა, სად და­ი­ბა­დეთ, სად შე­ი­ყა­რეთ, ვინ გა­მო­გი­გო­ნათ ასე­თე­ბი", - წერს ფსი­ქო­ლო­გი.

ცნო­ბის­თვის, ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი ე.წ. სუს-ის ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ და მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, გა­ა­ნად­გუ­რონ არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და გა­მო­ი­ძი­ონ და­ნა­შა­უ­ლი. ასე­ვე, მათი გან­ცხა­დე­ბით, უწყე­ბებ­მა უნდა გა­მო­ი­ძი­ონ ამ პრობ­ლე­მის ფეს­ვე­ბი და მო­ახ­დი­ნონ ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ამ­გვა­რი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სის­ტე­მუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­გან დაგ­ვა­ზღვევს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის დარ­გში მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ შეშ­ფო­თე­ბას იმ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა ქვე­ყა­ნა­ში ის­მი­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ არის და­ცუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბის - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის, ფსი­ქო­თე­რა­პი­ის, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა. ეს დიდ ზი­ანს აყე­ნებს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტებს, და შე­საძ­ლოა ტრა­გი­კულ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ეს, ასე­ვე, ზი­ანს აყე­ნებს ზო­გა­დად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის საქ­მეს, რამ­დე­ნა­დაც ფსი­ქი­კუ­რი ჯანმთე­ლო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ბა­ზო ეთი­კუ­რი წე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის. ეს არა­ჯან­სა­ღი პრაქ­ტი­კა კონ­ფლიქ­ტშია კა­ნონ­თან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ხელ­ყო­ფა და ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ას­თან", - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწე­რენ:

  • GSP სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქოტ­რავ­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბა;
  • სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­ატრთა სა­ზო­გა­დო­ე­ბა;
  • GABP სა­ქარ­თვე­ლოს სხე­ულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ასო­ცი­ა­ცია;
  • სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დი­არ სა­ზო­გა­დო­ე­ბა;
  • სუ­პერ­ვი­ზი­ის და კონ­სულ­ტი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა;
  • GIP გლო­ბა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში;
  • GCRT წა­მე­ბის მსხვერ­პლთა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
1

რა გინდა მშვენიერი ლამაზი შენობაა.)))

ეუუუფფფ
17

სუსი დავარბიოთოოო? არიქა!

ნელნელა ვხვდები ბოლშევიკებს რატომ არ გაუჭირდათ ჩვენი გაპარტახება. ჩვენ იმათზე უარესები ვართ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუს-ის შენობა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

"საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუს-ის შენობა" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სუს-ის ფარულ ჩანაწერებში არა მხოლოდ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების, ჟურნალისტების, ადვოკატების, მმართველი პარტიის წარმომადგენლების და ბიზნესმენების, არამედ ფსიქოლოგებისა და ცნობილი ექიმების ჩანაწერებიცაა. არსებული ინფორმაციით, უსმენდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ცნობილ პირებსა და მათ ცნობილ პაციენტებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.

"აი, თუ დადასტურდა, რომ მენტალური ჯანმრთელობის სერვისებსაც უსმენდა სუს-ი (ძალიან მინდა, რომ ეს მაინც ტყუილი იყოს), რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგ დანაშაულს ჩადიოდა, - მოსმენის უკანონობის გარდა, პაციენტს ცალკე იცავს კანონი, - ჩემი აზრით, საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუს-ის შენობა, ან სულაც, ზურა-გირჩი დავიხმაროთ, ყურადღების გადატანის მიზნით მანქანები ლეწოს, სანამ ჩვენ ბენზინით მოვრწყავთ ბოროტების, უკანონობის და უზნეობის ბუდეს და მერე ყველა ერთად დაგვაპატიმრონ, სამეცნიერო მუშაობა ისე გაიშვიათებულია, ძალიანაც ნაყოფიერი იქნება ჩვენი ყველას ერთად გამოკეტვა. ფუ, თქვე ვირთხებო მართლა, სად დაიბადეთ, სად შეიყარეთ, ვინ გამოგიგონათ ასეთები", - წერს ფსიქოლოგი.

ცნობისთვის, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციები და ასოციაციები ე.წ. სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას მოუწოდებენ, გაანადგურონ არსებული ჩანაწერები და გამოიძიონ დანაშაული. ასევე, მათი განცხადებით, უწყებებმა უნდა გამოიძიონ ამ პრობლემის ფესვები და მოახდინონ ცვლილებები, რომელიც მომავალში ამგვარი ავთვისებიანი სისტემური ქმედებებისგან დაგვაზღვევს.

"საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების უსაფრთხოება. ეს დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც დახმარებისთვის მიმართავს შესაბამის მომსახურებასა და სპეციალისტებს, და შესაძლოა ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს, ასევე, ზიანს აყენებს ზოგადად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რამდენადაც ფსიქიკური ჯანმთელობის მომსახურების საბაზო ეთიკური წესების განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ეს არაჯანსაღი პრაქტიკა კონფლიქტშია კანონთან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა და ზოგადად ადამიანის უფლებების კონვენციასთან", - აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება;
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება;
  • GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია;
  • საქართველოს იმდიარ საზოგადოება;
  • სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება;
  • GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში;
  • GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.