საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება

მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, სას­ტუმ­რო „კას­ტე­ლო მარე“ 2021 წლის ზა­ფხუ­ლის სე­ზონს და­დე­ბი­თად აფა­სებს. სა­შუ­ა­ლო დატ­ვირ­თუ­ლო­ბა სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში 75 %-ს შე­ად­გენ­და. რაც სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სას­ტუმ­როს რე­სურ­სის თით­ქმის მაქ­სი­მუ­მია. სტუმ­რე­ბის თით­ქმის 60% კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ. ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად „კას­ტე­ლო მა­რეს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

პან­დე­მი­ის ფონ­ზე, რო­გო­რი იყო 2021 წლის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი კას­ტე­ლოს­თვის?

აქ­ტი­უ­რი და დატ­ვირ­თუ­ლი სე­ზო­ნი გა­მო­ვი­და. სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი გა­სუ­ლი ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით 25%-ით გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა შე­მო­სავ­ლის ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ი­მა­ტა ხარ­ჯმაც. გა­ი­ზარ­და სურ­სა­თის, საწ­ვა­ვის და სხვა ყო­ველ­დღუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა. და­მა­ტე­ბით გაჩ­ნდა ახა­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მათ შო­რის, პირ­ბა­დე­ე­ბის თუ სხვა დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ხარ­ჯის ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ გა­ზარ­და.

სტუმ­რე­ბის 60%-ს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გვსტუმ­რობ­და უზ­ბე­კე­თი­სა და პო­ლო­ნე­თი­დან. ასე­ვე, აქ­ტი­ურ­დად შე­მო­დი­ოდ­ნენ ტუ­რის­ტე­ბი ყა­ზა­ხე­თი­და, უკ­რა­ი­ნა­სა და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და გალ­ფის ქვეყ­ნე­ბი­დან. გვყავ­დენ ე.წ „ჰა­ნი­მუ­ნე­რე­ბი“. ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბი­დან შე­მო­სულ ჯავ­შნებს შო­რის, ვი­ზი­ტო­რე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო ლატ­ვი­ი­დან, გერ­მა­ნი­ა­სა და ბე­ლო­რუ­სი­ი­დან. ასე­ვე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ წელს ბევ­რი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი გვსტუმ­რობ­და ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან.

რო­გორ ხდე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვა სას­ტუმ­რო­ში?

თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი სტუ­მა­რი შე­მოს­ვლი­სას ტეს­ტი­რე­ბას გა­დის. რე­გუ­ლა­რუ­ლად იტეს­ტე­ბი­ან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით ვი­ცავთ სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ას. უსაფრ­თხო გა­რე­მომ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უქ­მნა ნდო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლა და დას­ვე­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხოა.

რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნი „კას­ტე­ლო მა­რეს­თვის“?

სექ­ტემ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ჯერ კი­დევ ცხე­ლი სე­ზო­ნია. ამ პე­რი­ოდ­შიც, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ მა­ღა­ლი დატ­ვირ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

ხა­ვერ­დო­ვან სე­ზონს კი უამ­რა­ვი სი­ახ­ლით ვხვდე­ბით. ჩვენს დამ­სვე­ნებლს და გან­სა­კუთ­რე­ბით საქრთვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­ერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბით გა­ვა­ნე­ბივ­რებთ.

1 ოქ­ტომ­ბრი­დან სას­ტუმ­რო გა­და­დის ე.წ All inclusive მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. რაც იმას, გუ­ლის­ხმობს რომ ნომ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მო­ი­ცავს სრულ მომ­სა­ხუ­რე­ბას: 3-ჯე­რად კვე­ბას, უალკ­ჰო­ლო და ალკ­ჰო­ლურ სას­მელს, ღია და და­ხუ­რულ აუ­ზებს, „ოტი­უმ სპას“ ცხელ ზო­ნას: სა­უ­ნებს, ჯა­კუზს, მო­სას­ვე­ნებლ სივ­რცეს, ფი­ტენ­სის ოთახს, გა­სარ­თო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბებს, მათ შო­რის, ბო­უ­ლინგს. ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ი­მარ­თე­ბა კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი უფ­რო­სე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის­თვის.

მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა „ოტი­უმ სპას“ კო­ვი­დის შემ­დგო­მი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი. თე­რა­პი­უ­ლი კურ­სი 3-14 დღი­ა­ნია და მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მას, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვალსწი­ნე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი კურ­სი არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს შე­ავ­სებს ვი­ტა­მი­ნე­ბით, შე­ამ­ცი­რებს ტკი­ვი­ლის გრძნო­ბას, დაღ­ლი­ლო­ბას და აჯან­სა­ღებს ენერ­გე­ტი­კას.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე გა­კე­თე­ბულ წი­ნას­წარ ჯავ­შნებ­ზე 20%-იან ფას­დაკ­ლე­ბას ვთა­ვა­ზობთ, რო­გორც ნო­მერ­ში გან­თავ­სე­ბა­ზე, ასე­ვე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პა­კე­ტებ­ზე.

რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ნო­ემ­ბერ­ში ვგეგ­მავთ ტრა­დი­ცი­უ­ლი მან­და­რი­ნო­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბას. სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლია ციტ­რუ­სის ბა­ღე­ბი. ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად ვი­ღებთ მო­სა­ვალს და სტუმ­რებ­საც ვრთავთ ხოლ­მე პრო­ცეს­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნა­რინ­ჯის­ფე­რი რთვე­ლი ტრა­დი­ცი­აა რე­გი­ო­ნის­თვის, პან­დე­მი­ამ­დე ამ ტრა­დი­ცი­ას ფეს­ტი­ვა­ლის სახე მი­ვე­ცით და ნამ­დვილ ზე­ი­მად ვაქ­ცი­ეთ. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, ეპიდსი­ტუ­ა­ცია მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ კი­დევ ერთხელ გა­ვა­ხა­როთ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

მაგარი ადგილია

begia
1

ცნობისათვის ეს სასტუმრო ციხისძირშია სადაც ადრე იყო სანატორიუმი "ნაუკა")))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება

„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება

მსოფლიოსა და საქართელოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, სასტუმრო „კასტელო მარე“ 2021 წლის ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს. საშუალო დატვირთულობა სეზონის განმავლობაში 75 %-ს შეადგენდა. რაც სასტუმროს წარმომადგენლების განმარტებით, რეგულაციების გათვალისწინებით სასტუმროს რესურსის თითქმის მაქსიმუმია. სტუმრების თითქმის 60% კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ტურისტულ სეზონზე უფრო დეტალურად „კასტელო მარეს“ წარმომადგენლები გვესაუბრებიან.

პანდემიის ფონზე, როგორი იყო 2021 წლის ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი კასტელოსთვის?

აქტიური და დატვირთული სეზონი გამოვიდა. საშუალო შემოსავალი გასული ზაფხულის სეზონთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. თუმცა შემოსავლის ზრდის პარალელურად მოიმატა ხარჯმაც. გაიზარდა სურსათის, საწვავის და სხვა ყოველდღური საჭიროების ნივთების ღირებულება. დამატებით გაჩნდა ახალი საჭიროებები, მათ შორის, პირბადეების თუ სხვა დამცავი საშუალებების შესყიდვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ხარჯის ნაწილი საკმაოდ გაზარდა.

სტუმრების 60%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. საერთაშორისო ვიზიტორების უმეტესი ნაწილი გვსტუმრობდა უზბეკეთისა და პოლონეთიდან. ასევე, აქტიურდად შემოდიოდნენ ტურისტები ყაზახეთიდა, უკრაინასა და მეზობელი ქვეყნებიდან. მცირე რაოდენობა დაფიქსირდა გალფის ქვეყნებიდან. გვყავდენ ე.წ „ჰანიმუნერები“. ონლაინ პლატფორმებიდან შემოსულ ჯავშნებს შორის, ვიზიტორების მაღალი მაჩვენებელი იყო ლატვიიდან, გერმანიასა და ბელორუსიიდან. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ წელს ბევრი ქართველი ემიგრანტი გვსტუმრობდა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებიდან.

როგორ ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა სასტუმროში?

თითოეული ჩვენი სტუმარი შემოსვლისას ტესტირებას გადის. რეგულარულად იტესტებიან ჩვენი თანამშრომლები. განსაკუთრებული სიფრთხილით ვიცავთ სტანდარტით გათვალისწინებულ რეგულაციას. უსაფრთხო გარემომ მომხმარებელს შეუქმნა ნდობა. შესაბამისად, ჩვენთან ჩამოსვლა და დასვენება მაქსიმალურად უსაფრთხოა.

რამდენად აქტიურია შემოდგომის სეზონი „კასტელო მარესთვის“?

სექტემბრის პირველი ნახევარი ჯერ კიდევ ცხელი სეზონია. ამ პერიოდშიც, შევინარჩუნეთ მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი.

ხავერდოვან სეზონს კი უამრავი სიახლით ვხვდებით. ჩვენს დამსვენებლს და განსაკუთრებით საქრთველოს მოქალაქეებს არაერთი შეთავაზებით გავანებივრებთ.

1 ოქტომბრიდან სასტუმრო გადადის ე.წ All inclusive მომსახურებაზე. რაც იმას, გულისხმობს რომ ნომრის ღირებულება მოიცავს სრულ მომსახურებას: 3-ჯერად კვებას, უალკჰოლო და ალკჰოლურ სასმელს, ღია და დახურულ აუზებს, „ოტიუმ სპას“ ცხელ ზონას: საუნებს, ჯაკუზს, მოსასვენებლ სივრცეს, ფიტენსის ოთახს, გასართობი საშუალებებს, მათ შორის, ბოულინგს. ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები უფროსებისა და ბავშვებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა „ოტიუმ სპას“ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამები. თერაპიული კურსი 3-14 დღიანია და მოიცავს რამდენიმე პროგრამას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და საჭიროების გათვალსწინებით. თითოეული კურსი არის გაჯერებული პროცედურებით, რომელიც ორგანიზმს შეავსებს ვიტამინებით, შეამცირებს ტკივილის გრძნობას, დაღლილობას და აჯანსაღებს ენერგეტიკას.

საქართველოს მოქალაქეებს 1 ოქტომბრამდე გაკეთებულ წინასწარ ჯავშნებზე 20%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ, როგორც ნომერში განთავსებაზე, ასევე სარეაბილიტაციო პაკეტებზე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ნოემბერში ვგეგმავთ ტრადიციული მანდარინობის ფესტივალის ჩატარებას. სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულია ციტრუსის ბაღები. ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მოსავალს და სტუმრებსაც ვრთავთ ხოლმე პროცესში. მოგეხსენებათ, ნარინჯისფერი რთველი ტრადიციაა რეგიონისთვის, პანდემიამდე ამ ტრადიციას ფესტივალის სახე მივეცით და ნამდვილ ზეიმად ვაქციეთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეპიდსიტუაცია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი სტუმრები.

R