მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფა­ი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, "გავ­რცე­ლე­ბულ ფა­ი­ლებ­ში დიდი ნა­წი­ლი, რო­გორც ჩანს, სიც­რუ­ე­ზეა აგე­ბუ­ლი, ნა­წილ­ში სიც­რუე და სი­მარ­თლე არის აღ­რე­უ­ლი (სა­ვა­რა­უ­დოდ შეგ­ნე­ბუ­ლად), ზო­გი­ერ­თი კი სი­მარ­თლე­საც შე­ი­ცავს.

"სწო­რედ ეს სი­მარ­თლე არის ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც მა­ვანთ სურთ, მტყუ­ან-მარ­თა­ლიც და სრუ­ლი სიც­რუ­ეც სი­მარ­თლის სა­ხით შეს­თა­ვა­ზონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ან, ყო­ველ შემ­თვე­ვა­ში, ხალ­ხს ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი მა­ინც გა­უ­ჩი­ნონ.

რო­გორც აცხა­დე­ბენ, თუ ფა­ი­ლე­ბი არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბით არის შექ­მნი­ლი და თა­ნაც მათ­ში სი­მარ­თლე მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვია, მათი გა­მამ­ყა­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლის წარ­მოდ­გე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ფაბ­რი­კა­ცი­ას ჰქონ­დეს ად­გი­ლი, მი­თუ­მე­ტეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში და იმ და­პი­რის­პი­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც წლე­ბია ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი. ამი­ტო­მაც, ასე­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად და­სად­გე­ნი იქ­ნე­ბა.

ნი­შან­დობ­ლი­ვია ისიც, რომ სწო­რედ ეკ­ლე­სი­ი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ახ­დე­ნენ ფა­რუ­ლი, არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას, რი­თაც ხელს უწყო­ბენ უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვე­ბის გა­ჩე­ნა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის და­თეს­ვას, არ ერი­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დიდი ტკი­ვი­ლი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას.

სა­ტე­ლე­ვი­ზიო და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ასე­თი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა, თა­ნაც სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, არც ეთი­კუ­რია და არც კა­ნო­ნი­ე­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ავ­თენ­ტუ­რია თუ არა ფა­ი­ლე­ბი.

ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რო­გო­რი მწვა­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­დათ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს მათი მი­სა­მარ­თით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, ახლა კი რო­დე­საც თვი­თონ­ვე ავ­რცე­ლე­ბენ უკა­ნო­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ამის თა­ო­ბა­ზე არ იღებს ხმას ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი... სა­თა­ნა­დოდ არ რე­ა­გი­რებს არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს გა­ცე­მა, აგ­რეთ­ვე, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვა, გა­მო­ყე­ნე­ბა, გავ­რცე­ლე­ბა არის დას­ჯა­დი; ასე­ვე დას­ჯა­დია კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, პი­რა­დი მი­მო­წე­რის, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა (მუხ­ლი 157, 1571, 158,159);

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი, წე­სით კარ­გად უნდა იცოდ­ნენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა, მა­ინც აგ­რძე­ლე­ბენ გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას.

ეს არის, რო­გორც წინა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ეკ­ლე­სი­ის ჩარ­თვის, ასე­ვე არე­უ­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვი­სა და ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბა.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის დრო­უ­ლად გა­მო­ძი­ე­ბა. ეს, უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა, სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ღირ­სე­ბის საქ­მეა.

ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და გვექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლის­თვის გა­უძ­ლია და, ღვთის წყა­ლო­ბით, ამა­საც გა­და­ვი­ტანთ. ჩვე­ნი ხალ­ხი გო­ნი­ე­რია და არ­ჩევს, სად არის სი­კე­თე და სად, - შე­ფა­რუ­ლი ბო­რო­ტე­ბა. ამას­თან, სი­მარ­თლე ბო­ლოს ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს და სხვის­თვის ორ­მოს მთხრე­ლი ხში­რად თვი­თონ­ვე ვარ­დე­ბა მას­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეკითხვა
11

რანაირად ახერხებთ, რომ იყოთ ასეთი თვალთმაქცები? ან არ დაიღალეთ მაინც? 

მზერა თვალიანი
47

კაცობრიობის უდიდესი მტერი ილია მეორეა. მიჯაჭვული ჰყავს ამირანი. მოკალით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს.

"სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთვევაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ.

როგორც აცხადებენ, თუ ფაილები არასანქცირებული მოსმენებით არის შექმნილი და თანაც მათში სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია, მათი გამამყარებელი დოკუმენტური მასალის წარმოდგენის შემთხვევაშიც დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი, მითუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში და იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რასაც წლებია ეკლესიის წინააღმდეგ ახორციელებენ გარკვეული ძალები. ამიტომაც, ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ტელევიზიები ახდენენ ფარული, არასანქცირებული მოსმენების ტირაჟირებას, რითაც ხელს უწყობენ უსაფუძვლო ეჭვების გაჩენასა და მოსახლეობაში უნდობლობის დათესვას, არ ერიდებიან ადამიანებისთვის დიდი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენებას.

სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მათი მისამართით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ახლა კი როდესაც თვითონვე ავრცელებენ უკანონო ინფორმაციებს, ამის თაობაზე არ იღებს ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები... სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება (მუხლი 157, 1571, 158,159);

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას.

ეს არის, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა.

უმნიშვნელოვანესია მომხდარი დანაშაულის დროულად გამოძიება. ეს, უპირველესყოვლისა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და გვექნება შესაბამისი რეაგირება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.

საქართველოს და საქართველოს ეკლესიას მრავალი განსაცდელისთვის გაუძლია და, ღვთის წყალობით, ამასაც გადავიტანთ. ჩვენი ხალხი გონიერია და არჩევს, სად არის სიკეთე და სად, - შეფარული ბოროტება. ამასთან, სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და სხვისთვის ორმოს მთხრელი ხშირად თვითონვე ვარდება მასში", - ნათქვამია განცხადებაში.