მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გადაწყვეტილება ბჟანია-ანქვაბის რუსეთთან დაახლოების გამოვლინებაა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გალის სკოლებში ქართული ენის ამოღებას?
"ეს გადაწყვეტილება ბჟანია-ანქვაბის რუსეთთან დაახლოების გამოვლინებაა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გალის სკოლებში ქართული ენის ამოღებას?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი ენა ერთ საგ­ნად, უცხო ენის სტა­ტუ­სით ის­წავ­ლე­ბო­და, სრუ­ლად ამო­ი­ღეს. გა­ლის ყვე­ლა სკო­ლა რუ­სულ ენა­ზე გა­და­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ბჟა­ნი­ა­სა და პუ­ტინს შო­რის ბოლო დროს, ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო შემ­დგა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გახ­და.

ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ლე­ლე­ბი მა­ინც ცდი­ლობ­დნენ, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბა ქარ­თულ მხა­რეს არ­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ე­ღოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მათ უგა­მოც­დოთ ჩა­რი­ცხვა­სა და შემ­დეგ, უფა­სო სწავ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბო­და, მა­ინც ცდი­ლობ­დნენ, რომ შვი­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ. ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლე­ბი­დან ქარ­თუ­ლი ენის ამო­ღე­ბის შემ­დეგ, ისი­ნიც უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩნენ.

"მცი­რე ნა­წი­ლი, ვი­საც ნა­თე­სა­ვე­ბი ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი რუ­სეთ­ში, სა­ცხოვ­რებ­ლად ან სა­მუ­შა­ოდ ჰყავ­დათ წა­სუ­ლი, უმ­ღა­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად იქ მი­დი­ოდ­ნენ. კი­დევ უფრო მცი­რე ნა­წი­ლი, სო­ხუმ­ში აგ­რძე­ლებ­და სწავ­ლას, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა მა­ინც ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­დი­ო­და, რად­გან ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლის შემ­დეგ, იქ და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვაც უჩ­ნდე­ბო­დათ.

არ ვიცი, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს შე­ზღუდ­ვა მო­ზარ­დებ­ზე. ორი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს - პირ­ვე­ლი, რო­გორც კი ბავ­შვი სას­კო­ლო ასა­კის გახ­დე­ბა, ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხი ქარ­თულ მხა­რეს გა­და­ვა სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა ბავ­შვის ინ­ტეგ­რა­ცია დრო­უ­ლად მოხ­დეს...

მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს - დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, იმი­ტომ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სიმ­წრით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სახლ-კარი არ და­ტო­ვონ, ან სო­ხუ­მის ე.წ. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­უშ­ვე­ბენ შვი­ლებს, ან რუ­სეთ­ში, ნა­თე­სა­ვებ­თან, სა­დაც პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ღა­ზი­ებ­ში, ზო­გა­დად, სა­ვაჭ­რო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბათ..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი გა­ლე­ლი.

კი­დევ ერთი მათ­გა­ნის თქმით, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის­თვის წინა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ წინა გუნ­დის და­წყე­ბულ გზას გაჰ­ყვა.

"ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ ცვლი­ან გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას, თო­რემ ამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბი გა­საკ­ვი­რიც არის. თუ ხა­ჯიმ­ბა და მისი გუნ­დი, წა­რა­მა­რა კე­ტავ­და ენ­გუ­რის გზას, ბჟა­ნი­ას გუნ­დი ბევ­რად ლო­ი­ა­ლუ­რია ჩვენს მი­მართ" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მე­ლიც სო­ფელ ჭუ­ბურ­ხინ­ჯში ცხოვ­რობს.

ფოტო: სპუტ­ნი­კი

გა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის შე­ზღუდ­ვა ჯერ კი­დევ რაულ ხა­ჯიმ­ბას დრო­ინ­დელ­მა კადრმა, თე­მურ ნა­და­რა­ი­ამ და­ი­წყო, რო­მე­ლიც გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პოსტზე მუ­შა­ობ­და. ნა­და­რა­ი­ას რა­დი­კა­ლუ­რად ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­წყო­ბე­ბი თა­ვად აფხა­ზებ­საც კი აღი­ზი­ა­ნებ­დათ.

აფხა­ზე­ბის თქმით, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვერც ერ­თმა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" ვერ შეძ­ლო გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნარ­ჩენ აფხა­ზეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია და ეს პრო­ცე­სი დღემ­დე გრძელ­დე­ბა...

"გა­ლის რა­ი­ო­ნი, არც სა­ქარ­თვე­ლოს ეკუთ­ვნის არც აფხა­ზეთს. ვი­საც რო­გორც და სა­დაც მი­უ­ხერ­ხდე­ბო­და, ისე იღებ­და გა­ნათ­ლე­ბას. ასე რომ, ძა­ლი­ან სწო­რად იქ­ცე­ვა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუ აფხა­ზე­თის ნა­წი­ლი არი­ან, კე­თი­ლი ინე­ბონ და ადაპ­ტირ­დნენ. საკ­მა­რი­სია, ამ­დე­ნი ცალ­კე ავ­ტო­ნო­მია რომ ჰქონ­დათ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლუ­ი­ზა ცკუა.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ახ­ლო­ე­ბის ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. აი, ჩვენც ვმუ­შა­ობთ, უმ­ცი­რე­სო­ბას ასე ვებ­რძვიო, ეუბ­ნე­ბი­ან... და­ვე­ლო­დოთ, რა მოხ­დე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც სომ­ხე­ბი მო­ი­თხო­ვენ სომ­ხუ­რე­ნო­ვან სკო­ლებს" -აღ­ნიშ­ნავს ზურა ად­ლე­ი­ბა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzirali
0

მალე ქართულ მოსახლეობის ტერორი დაიწყება მათი სრული გამოძევების მიზნით

ძინ პინი
0

ნადარაიას ანტიქართული განწყობები :) ეჰ აფხაზეთში დღს ვხვდებით ჩაკვეტაძეს, ფიფიას და სხვა მრავალ ქართულ გვარებს... საქართველო ქართველზე მეტად არავის ეზიზღება - ეს არის იყო და იქნება ჩვენი უბედურება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ეს გადაწყვეტილება ბჟანია-ანქვაბის რუსეთთან დაახლოების გამოვლინებაა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გალის სკოლებში ქართული ენის ამოღებას?

"ეს გადაწყვეტილება ბჟანია-ანქვაბის რუსეთთან დაახლოების გამოვლინებაა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გალის სკოლებში ქართული ენის ამოღებას?

ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებში, სადაც ქართული ენა ერთ საგნად, უცხო ენის სტატუსით ისწავლებოდა, სრულად ამოიღეს. გალის ყველა სკოლა რუსულ ენაზე გადავიდა. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბჟანიასა და პუტინს შორის ბოლო დროს, ეკონომიკური საკითხების გარშემო შემდგარი მოლაპარაკებები გახდა.

ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, გალელები მაინც ცდილობდნენ, თავიანთი შვილებისთვის განათლება ქართულ მხარეს არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფო მათ უგამოცდოთ ჩარიცხვასა და შემდეგ, უფასო სწავლებას ჰპირდებოდა, მაინც ცდილობდნენ, რომ შვილები ქართული ენის სპეციალისტებთან მოემზადებინათ. ადგილობრივი სკოლებიდან ქართული ენის ამოღების შემდეგ, ისინიც უფუნქციოდ დარჩნენ.

"მცირე ნაწილი, ვისაც ნათესავები ან ოჯახის წევრები რუსეთში, საცხოვრებლად ან სამუშაოდ ჰყავდათ წასული, უმღალესი განათლების მისაღებად იქ მიდიოდნენ. კიდევ უფრო მცირე ნაწილი, სოხუმში აგრძელებდა სწავლას, მაგრამ უმეტესობა მაინც ქართულ მხარეს გადმოდიოდა, რადგან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემდეგ, იქ დასაქმების პერსპექტივაც უჩნდებოდათ.

არ ვიცი, როგორ აისახება ეს შეზღუდვა მოზარდებზე. ორი ვარიანტი არსებობს - პირველი, როგორც კი ბავშვი სასკოლო ასაკის გახდება, ახალგაზრდა ოჯახი ქართულ მხარეს გადავა საცხოვრებლად, რათა ბავშვის ინტეგრაცია დროულად მოხდეს...

მეორე ვარიანტი ასეთი შეიძლება იყოს - დროთა განმავლობაში, იმიტომ, რომ ადგილობრივებმა სიმწრით შენარჩუნებული სახლ-კარი არ დატოვონ, ან სოხუმის ე.წ. უმაღლეს სასწავლებელში გაუშვებენ შვილებს, ან რუსეთში, ნათესავებთან, სადაც პარალელურად, მაღაზიებში, ზოგადად, სავაჭრო სფეროში მუშაობის შესაძლებლობაც ექნებათ..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი გალელი.

კიდევ ერთი მათგანის თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის წინა "ხელმძღვანელობის" გადაწყვეტილების გაუქმება წამგებიანი იქნებოდა. ამიტომ წინა გუნდის დაწყებულ გზას გაჰყვა.

"ისინი, სავარაუდოდ, ვერ ცვლიან გადაწვეტილებას, თორემ ამ ხელმძღვანელობისგან ასეთი რადიკალური ზომები გასაკვირიც არის. თუ ხაჯიმბა და მისი გუნდი, წარამარა კეტავდა ენგურის გზას, ბჟანიას გუნდი ბევრად ლოიალურია ჩვენს მიმართ" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, რომელიც სოფელ ჭუბურხინჯში ცხოვრობს.

ფოტო: სპუტნიკი

გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვა ჯერ კიდევ რაულ ხაჯიმბას დროინდელმა კადრმა, თემურ ნადარაიამ დაიწყო, რომელიც გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მუშაობდა. ნადარაიას რადიკალურად ანტიქართული განწყობები თავად აფხაზებსაც კი აღიზიანებდათ.

აფხაზების თქმით, 30 წლის განმავლობაში, ვერც ერთმა "ხელმძღვანელობამ" ვერ შეძლო გალის მოსახლეობის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრაცია და ეს პროცესი დღემდე გრძელდება...

"გალის რაიონი, არც საქართველოს ეკუთვნის არც აფხაზეთს. ვისაც როგორც და სადაც მიუხერხდებოდა, ისე იღებდა განათლებას. ასე რომ, ძალიან სწორად იქცევა ჩვენი ხელისუფლება, თუ აფხაზეთის ნაწილი არიან, კეთილი ინებონ და ადაპტირდნენ. საკმარისია, ამდენი ცალკე ავტონომია რომ ჰქონდათ..." - წერს სოციალურ ქსელში ლუიზა ცკუა.

"ეს გადაწყვეტილება ბჟანია-ანქვაბის რუსეთთან ეკონომიკური დაახლოების ერთ-ერთი გამოვლინებაა. აი, ჩვენც ვმუშაობთ, უმცირესობას ასე ვებრძვიო, ეუბნებიან... დაველოდოთ, რა მოხდება, მაშინ, როდესაც სომხები მოითხოვენ სომხურენოვან სკოლებს" -აღნიშნავს ზურა ადლეიბა.