კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება - რა განცხადებას ავრცელებს ექსმაღალჩინოსანი "ფეისბუქზე"?
საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება - რა განცხადებას ავრცელებს ექსმაღალჩინოსანი "ფეისბუქზე"?

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მე­გის ქარ­და­ვას უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ ქარ­და­ვას მე­უღ­ლე მე­გის ქარ­და­ვას სა­ხე­ლით წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

ქარ­და­ვა წე­რილ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მი­მარ­თავს და სთხოვს, მისი ინ­ტე­რე­სე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბა და­იც­ვან.

"უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ექ­სტრა­დი­რე­ბის პრო­ცე­სი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლია, რაც მხა­რე­ებს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბის აქ­ტია და უკავ­შირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის, ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ძმე­ბის ქო­ცხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტყვე­ო­ბი­დან დახ­სნას, ანუ წარ­მო­ად­გენს არა­ფორ­მა­ლურ გაც­ვლას ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ტრა­დი­ცი­უ­ლი რუ­სუ­ლი ღვარ­ძლი­სა და ზი­ზღის პრო­პა­გან­და­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვუ­სურ­ვებ ჩვენს ძმებს უკ­რა­ი­ნე­ლებს და უკ­რა­ი­ნას სა­ერ­თო მტერ­ზე რუ­სე­თის ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბას და ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის ძმო­ბას ვე­რას­დროს შე­არ­ყევს რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის მწარ­მო­ე­ბე­ლი ოლი­გარქ ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ნგრე­ვის, შუღ­ლის, და­პი­რის­პი­რე­ბის თეს­ვი­სა და ცრუ და­პი­რე­ბე­ბის გარ­და არაფ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა არ შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც უკვე მე­რამ­დე­ნედ უწევს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რუ­სულ სამ­ყა­რო­სა და იმ და­სავ­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მო­დელს შო­რის, რო­მე­ლიც „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ რე­ფორ­მე­ბის სა­ხით შე­ირ­გო, გა­მოს­ცა­და და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და­უ­კავ­ში­რა. სწორ არ­ჩე­ვანს დაც­ვა სჭირ­დე­ბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლე­ბია, რაც ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კუ­რად ვი­დევ­ნე­ბი 2012-ის რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი კონ­ტრ-რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვით: პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლით შე­კე­რი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით გა­ვე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნეთ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რაც გარ­და იმი­სა, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­სი­ცო­ცხლო რე­ფორ­მე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­სა და სა­სი­კე­თო კვა­ლის წაშ­ლას, მთა­ვარ მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის გეგ­მა­ზო­მი­ერ ჩა­მოშ­ლას - რაც სა­ხე­ზეა.

რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მე­სა­მე ვა­დით მიმ­ტა­ცე­ბელ­მა პუ­ტი­ნის ოლი­გარ­ქმა ივა­ნიშ­ვილ­მა ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა.

მივ­მარ­თავ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­იც­ვათ ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბა, რათა რუ­სულ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს არ მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის პრო­ცეს­ში ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ხის ზე­წო­ლე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით შე­კე­რილ საქ­მე­ებ­ში ჩემ­გან ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, რისი მო­სა­ლოდ­ნე­ლი მცდე­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ლომ­დე დავ­რჩე­ბი ჩემი პრინ­ცი­პე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლი. (მე­გის ქარ­და­ვას აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას პოს­ტის სა­ხით ვდებ მისი მე­უღ­ლე)“, - წე­რია მე­გის ქარ­და­ვას „ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა, ჰე!..
1

იმედია , ნინო ლომჯარია, როგორც ცნობილი ნაცმცველი, აქტიურად გამოეხმაურება ამ საფრთხეს, არც ერთი ნაცკრიმინალის ექსტრადირებას არ შეეგუება და საამისოდ მოიმხრობს ნაცმოძრაობის ყველა ლობისტს უცხოეთში!

ჩეკისტი
1

რა ეჩქარებოდათ?! სულ რამდენიმე დღეში ჩამოვა ბატონი ყოფილი პრეზიდენტი, მოიგებს ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს და ბატონი მეგისიც თავისით ჩამოვა! ჩამოყვანის ხარჯი აგვცდება! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება - რა განცხადებას ავრცელებს ექსმაღალჩინოსანი "ფეისბუქზე"?

საქართველოში უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადირება იგეგმება - რა განცხადებას ავრცელებს ექსმაღალჩინოსანი "ფეისბუქზე"?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქარდავას მეუღლე მეგის ქარდავას სახელით წერილს აქვეყნებს.

ქარდავა წერილში სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და სთხოვს, მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან.

"უკრაინის შესაბამისი ინსტანციის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩემი ექსტრადირების პროცესი დაჩქარებულია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტია და უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების, ჩვენი უკრაინელი ძმების ქოცხელისუფლების ტყვეობიდან დახსნას, ანუ წარმოადგენს არაფორმალურ გაცვლას ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება "ქართული ოცნების" მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მიუხედავად ამისა, ვუსურვებ ჩვენს ძმებს უკრაინელებს და უკრაინას საერთო მტერზე რუსეთის ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას და ერთიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველოს და უკრაინის ძმობას ვერასდროს შეარყევს რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ოლიგარქ ივანიშვილის რუსული მარიონეტული რეჟიმი, რომელსაც ქვეყნის გეგმაზომიერი ნგრევის, შუღლის, დაპირისპირების თესვისა და ცრუ დაპირებების გარდა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელსაც უკვე მერამდენედ უწევს სწორი არჩევანის გაკეთება რუსულ სამყაროსა და იმ დასავლური განვითარების მოდელს შორის, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ რეფორმების სახით შეირგო, გამოსცადა და საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაუკავშირა. სწორ არჩევანს დაცვა სჭირდება.

მოგეხსენებათ, წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას - რაც სახეზეა.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ჯერჯერობით გამართულად ფუნქციონირებს არის სახალხო დამცველი, რომელიც სახელმწიფოს მესამე ვადით მიმტაცებელმა პუტინის ოლიგარქმა ივანიშვილმა ვერ დაიმორჩილა.

მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაიცვათ ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება, რათა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ მიეცეს საშუალება პოლიტიკური დევნის პროცესში ჩემს წინააღმდეგ განახორციელოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სახის ზეწოლები პოლიტიკური მოტივით შეკერილ საქმეებში ჩემგან ცრუ ჩვენებების მოპოვების მიზნით, რისი მოსალოდნელი მცდელობების მიუხედავად, ბოლომდე დავრჩები ჩემი პრინციპებისა და სამშობლოს ერთგული. (მეგის ქარდავას აღნიშნულ განცხადებას პოსტის სახით ვდებ მისი მეუღლე)“, - წერია მეგის ქარდავას „ფეისბუქგვერდზე“.