საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით და რას პასუხობს ვახტანგ კალოიანს
რა ინფორმაციას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით და რას პასუხობს ვახტანგ კალოიანს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე პრე­პა­რატ „ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და ექიმ ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ანს პა­სუ­ხობს.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, შე­იქ­მნა COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­ზე დე­ფი­ცი­ტი. სამ­წუ­ხა­როდ ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ თა­კი­ლო­ბენ ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბას, რაც დამ­თრგუნ­ვე­ლად მოქ­მე­დებს COVID პან­დე­მი­ის გამო ისე­დაც სტრე­სულ მდგო­მა­რო­ბა­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ცნო­ბი­ლი ექი­მი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ბ-ნი ვახო კა­ლო­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც ა.წ. 31 აგ­ვის­ტოს რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში, უა­პე­ლა­ცი­ოდ აცხა­დებს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ქვეყ­ნის მო­მა­რა­გე­ბა ამ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­დი­კა­მენ­ტით და რომ რე­გი­ო­ნებ­ში ამ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა თით­ქმის არ ხდე­ბა, რად­გან ცუ­დად არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა კლი­ნი­კურ ჯგუფ­სა და რე­გი­ო­ნულ ჰოს­პიტ­ლებს შო­რის?! რო­გორც ჩანს ბ-ნმა კა­ლო­ი­ან­მა სულ და­კარ­გა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სინ­დი­სის გრძნო­ბა და მის დე­მა­გო­გი­ას სა­ზღვა­რი არ აქვს. ის ცდი­ლობს თავი წარ­მო­ა­ჩი­ნოს ლა­მის „ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის“ მთა­ვარ მო­ა­მა­გედ, მა­შინ რო­დე­საც ის ფაქ­ტი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის დე­ფი­ცი­ტია და მას ყვე­ლა COVID კლი­ნი­კა დღემ­დე არ იყე­ნებს, პი­რა­დად ბ-ნი ვახო კა­ლო­ი­ა­ნის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გა­მიზ­ნუ­ლი, მავ­ნებ­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის პირ­და­პი­რი შე­დე­გია. ხოლო რა­საც იმ ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია, დიდი ტყუ­ი­ლი, უსინ­დი­სო ტყუ­ი­ლი.

სი­ნამ­დვი­ლე კი ასე­თია და ეს მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის:

COVID-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს ჩვენ უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია, პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან­ვე ვი­ყე­ნებთ, მა­შინ რო­დე­საც არა­თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­შიც კი ძა­ლი­ან ცოტა ვინ­მეს თუ სჯე­რო­და მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბის. 2020 წლის ივ­ნის­ში „პირ­ველ­მა არ­ხმა“ 10 წუ­თი­ა­ნი ვი­დე­ო­ფილ­მიც კი გა­და­ი­ღო იმა­ზე, თუ რო­გორ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ 83 წლის სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი COVID პა­ცი­ენ­ტი. გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ არა­ერ­თი მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID ავად­მყო­ფი. ბოლო თვე­ებ­ში ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით და ჩვე­ნი შედ­გე­ნი­ლი პრო­ტო­კო­ლით ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს ჩვენს გარ­და კი­დევ 8-10 კლი­ნი­კა იყე­ნებ­და და მა­თაც ასე­ვე არა­ერ­თი COVID ავად­მყო­ფი გა­და­არ­ჩი­ნეს.

ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი თით­ქმის მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის (ისე­ვე, რო­გორც რემ­დე­სი­ვი­რის) გა­მო­ყე­ნე­ბის გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გვა­ტა­რებ­დნენ და ბრალს გვდებ­დნენ იმა­ში, რომ „ადა­მი­ა­ნებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დით“, ხოლო კლი­ნი­კებს მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი და რემ­დე­სი­ვი­რი არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

მხო­ლოდ მას შემ­დეგ (რა­მო­დე­ნი­მე თვის წინ), რაც მთე­ლი მსოფ­ლიო დარ­წმუნ­და, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და „სი­ცო­ცხლის გა­დარმ­ჩე­ნი“ მე­დი­კა­მენ­ტია, კა­ლო­ი­ა­ნი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ თა­ვი­ან­თი რი­ტო­რი­კა 180 გრა­დუ­სით შე­ეც­ვა­ლათ და ამ მე­დი­კა­მენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად და „მო­ა­მა­გე­ე­ბად“ გარ­და­ი­სა­ხენ. ტი­პი­უ­რი ქა­მე­ლე­ო­ნე­ბი.

ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტია, ერთი ავად­მყო­ფის სამ­კურ­ნა­ლო დო­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მა­შინ შე­ად­გენ­და და­ახ­ლო­ე­ბით 6000 ლარს, შემ­დეგ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თხოვ­ნით მომ­წო­დე­ბელ­მა ფასი გა­ა­ნა­ხევ­რა, მაგ­რამ მა­ინც რჩე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტად. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ხელ­მწი­ფო პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტის იმ რა­ო­დე­ნო­ბის (მე­ტო­ბით) შე­მო­ტა­ნას, რა რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც რე­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობ­და და უფა­სოდ აწ­ვდი­და კლი­ნი­კებს და პა­ცი­ენ­ტებს. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფოს შე­ეძ­ლო მე­დი­კა­მენ­ტის შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­ტა­ნა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი კლი­ნი­კე­ბი უარს აცხა­დებ­დნენ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, იყო მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა, რომ ეს ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი დარ­ჩე­ბო­და და ჩა­მო­სა­წე­რი გახ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მას შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­ზე მო­თხოვ­ნა ერ­თბა­შად მრა­ვალ­ჯე­რა­დად გა­ი­ზარ­და და მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის შე­მო­ტა­ნა იმ პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თაც ეს მე­დი­კა­მენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბათ. რომ არა ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ზი­ცია, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ძლებ­და მე­დი­კა­მენტზე მსოფ­ლიო დე­ფი­ცი­ტის გა­ჩე­ნამ­დე შე­მო­ე­ტა­ნა საკ­მა­რი­სი მა­რა­გი. ახლა კი ამის გა­კე­თე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამის მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო აგ­რძე­ლებს ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლის­ხმე­ვას, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის და სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე, რათა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან მო­ხერ­ხდეს ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ან მისი შემ­ცვლე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის - სა­რი­ლუ­მა­ბის და­მა­ტე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბის შე­მო­ტა­ნა და იმე­დი გვაქვს, რომ ეს მო­ხერ­ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის კი­დევ ერთ მარ­გა­ლიტს, რომ თით­ქოს კლი­ნი­კე­ბის ნა­წი­ლი ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს იმი­ტომ არ იყე­ნებს, რომ შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს და კლი­ნი­კურ ჯგუფ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არა აქვს, კი­დევ ერთი დიდი და უსინ­დი­სო ტყუ­ი­ლია.

ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენ მიერ ჯერ კი­დევ 2020 წლის ივ­ნი­სი­დან შე­ტა­ნი­ლია და დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გა­იდ­ლა­ინ­ში და მის ფარ­თოდ და­ნერგვას კლი­ნი­კურ ჯგუფ­თან და COVID-კლი­ნი­კებ­თან არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა და არა­ერ­თი პოს­ტი მი­ვუ­ძღვე­ნით და კლი­ნი­კე­ბის ნა­წი­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ არ იყე­ნებ­და აქამ­დე ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს, ისე­ვე რო­გორც რემ­დე­სი­ვირს, რომ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, რომ ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია „COVID-19-თან ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე დგას“, არა­მარ­ტო დიდი ტყუ­ი­ლია, არა­მედ უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა. იგი ტყუ­ი­ლე­ბის და დე­მა­გო­გი­ის წინა ხაზ­ზე ნამ­დვი­ლად დგას. ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი თა­ვის დრო­ზე ნამ­დვი­ლად იყო მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, მაგ­რამ მას COVID პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, პი­რი­ქით მის­მა ფო­ბი­ურ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა რემ­დე­სი­ვი­რის და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის საქ­მეს. სამ­წუ­ხა­როდ, იგი პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე ეწე­ვა დე­მა­გო­გი­ას, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­უ­თა­ვებ­ლად იმე­ო­რებს რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ და რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბულ ბრალ­დე­ბებს ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მი­მართ. უფრო მე­ტიც, მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე მას ერთი საქ­მი­ა­ნი და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბაც კი არ მო­უ­წო­დე­ბია, რაც COVID-თან ბრძო­ლა­ში მარ­თლა დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და. ის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ი­დან არის, ვი­საც „სხვი­სი აშე­ნე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა არ უნდა“ და ვი­საც ახა­რებს, თუ ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე ცუდი ხდე­ბა და აღი­ზი­ა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“, ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, პა­ტივ­სა­ცე­მი და მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბაა და თუ ის გა­აგ­რძე­ლებს ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის დე­მა­გო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის და ტყუ­ი­ლე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბას, ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლებს მის რე­პუ­ტა­ცი­ას და შე­ამ­ცი­რებს მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბას მის მი­მართ, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ფე­ის­ბუქ­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ეს ხალისიანი პოლიტიკოსია, ექიმის თუ ექსტრემისტი რადიკალი? რადიო თავისუფლება მიგვერეკება რებრენდირებულ კომუნიზმში

არჩი
0

ტიპიური ქართული სიტუაციაა - შური, ამბიციები, გაუტანლობა. უნდა დავუჯეროთ პარტიული ნიშნით ანგაჟირებულ ექიმებს, რომელთაც მედიცინის თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში, ხოლო ორგანიზატორული - ანუ მენეჯმენტის თვალსაზრისით ხომ საერთოდ.

მათი მიზანი ერთია - ხელისუფლება და ჯანდაცვის მენეჯმენტი ცუდად მუშაობს, ხოლო ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველაფერი შეიცვლება. ამით თავიანთ პოლიტიკურ ამბიციებს იკმაყოფილებენ, თუმცა მოქმედი სისტემის არასაქმიანი კრიტიკით მოსახლეობას რომ ზაფრავენ, ეს არაფრად მიაჩნიათ.

ან შეიძლება პირიქით - სწორედ ამიტომ საუბრობენ ასე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით და რას პასუხობს ვახტანგ კალოიანს

რა ინფორმაციას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით და რას პასუხობს ვახტანგ კალოიანს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ექიმ ვახტანგ კალოიანს პასუხობს.

„ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, შეიქმნა COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტ ტოცილიზუმაბზე დეფიციტი. სამწუხაროდ ანგაჟირებული ე.წ. ექსპერტები და ჩასაფრებული ადამიანები არ თაკილობენ ამ თემით სპეკულირებას, რაც დამთრგუნველად მოქმედებს COVID პანდემიის გამო ისედაც სტრესულ მდგომარობაში მყოფ მოსახლეობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი ექიმი რეანიმატოლოგი ბ-ნი ვახო კალოიანი, რომელიც ა.წ. 31 აგვისტოს რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, უაპელაციოდ აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქვეყნის მომარაგება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით და რომ რეგიონებში ამ პრეპარატის გამოყენება თითქმის არ ხდება, რადგან ცუდად არის ორგანიზებული ინფორმაციის გაცვლა კლინიკურ ჯგუფსა და რეგიონულ ჰოსპიტლებს შორის?! როგორც ჩანს ბ-ნმა კალოიანმა სულ დაკარგა თავმოყვარეობა და ელემენტარული სინდისის გრძნობა და მის დემაგოგიას საზღვარი არ აქვს. ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს ლამის „ტოცილიზუმაბის“ მთავარ მოამაგედ, მაშინ როდესაც ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტოცილიზუმაბის დეფიციტია და მას ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, პირადად ბ-ნი ვახო კალოიანის და მისი თანამოაზრეების გამიზნული, მავნებლური ქმედებების პირდაპირი შედეგია. ხოლო რასაც იმ ამბობს, ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი, უსინდისო ტყუილი.

სინამდვილე კი ასეთია და ეს მთელმა ქვეყანამ იცის:

COVID-ის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბს ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყენებთ, მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა მისი ეფექტიანობის. 2020 წლის ივნისში „პირველმა არხმა“ 10 წუთიანი ვიდეოფილმიც კი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ 83 წლის სასიკვდილოდ განწირული COVID პაციენტი. განვლილ პერიოდში ამ მედიკამენტის გამოყენებით ჩვენ გადავარჩინეთ არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფი. ბოლო თვეებში ჩვენი რეკომენდაციით და ჩვენი შედგენილი პროტოკოლით ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა კიდევ 8-10 კლინიკა იყენებდა და მათაც ასევე არაერთი COVID ავადმყოფი გადაარჩინეს.

ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები თითქმის მთელი წლის მანძილზე ტოცილიზუმაბის (ისევე, როგორც რემდესივირის) გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ „ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით“, ხოლო კლინიკებს მოუწოდებდნენ, რომ ტოცილიზუმაბი და რემდესივირი არ გამოეყენებინათ.

მხოლოდ მას შემდეგ (რამოდენიმე თვის წინ), რაც მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ ტოცილიზუმაბი ძალიან სასარგებლო და „სიცოცხლის გადარმჩენი“ მედიკამენტია, კალოიანი და მისი თანამოაზრეები იძულებული გახდნენ თავიანთი რიტორიკა 180 გრადუსით შეეცვალათ და ამ მედიკამენტის მხარდამჭერებად და „მოამაგეებად“ გარდაისახენ. ტიპიური ქამელეონები.

ტოცილიზუმაბი ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტია, ერთი ავადმყოფის სამკურნალო დოზის ღირებულება მაშინ შეადგენდა დაახლოებით 6000 ლარს, შემდეგში ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მომწოდებელმა ფასი გაანახევრა, მაგრამ მაინც რჩება ძალიან ძვირად ღირებულ მედიკამენტად. ამის მიუხედავად, სახელმწიფო პირველივე დღიდან უზრუნველყოფდა ქვეყანაში მედიკამენტის იმ რაოდენობის (მეტობით) შემოტანას, რა რაოდენობაზეც რეალური მოთხოვნა არსებობდა და უფასოდ აწვდიდა კლინიკებს და პაციენტებს. ამ პერიოდში სახელმწიფოს შეეძლო მედიკამენტის შეუზღუდავი რაოდენობით შემოტანა, მაგრამ ვინაიდან ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მყოფი კლინიკები უარს აცხადებდნენ ტოცილიზუმაბის გამოყენებაზე, იყო მაღალი ალბათობა, რომ ეს ძალიან ძვირად ღირებული მედიკამენტი გამოუყენებელი დარჩებოდა და ჩამოსაწერი გახდებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ მსოფლიოში ტოცილიზუმაბზე მოთხოვნა ერთბაშად მრავალჯერადად გაიზარდა და მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. ამის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც მოახერხა ტოცილიზუმაბის შეზღუდული რაოდენობის შემოტანა იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ეს მედიკამენტი განსაკუთრებით სჭირდებათ. რომ არა ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრეების დესტრუქციული პოზიცია, სახელმწიფო შესძლებდა მედიკამენტზე მსოფლიო დეფიციტის გაჩენამდე შემოეტანა საკმარისი მარაგი. ახლა კი ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის მიუხედავად სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან მოხერხდეს ტოცილიზუმაბის ან მისი შემცვლელი მედიკამენტის - სარილუმაბის დამატებითი რაოდენობის შემოტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხერხდება.

რაც შეეხება ბ-ნი კალოიანის კიდევ ერთ მარგალიტს, რომ თითქოს კლინიკების ნაწილი ტოცილიზუმაბს იმიტომ არ იყენებს, რომ შესაბამის ინფორმაციას არ ფლობს და კლინიკურ ჯგუფთან კომუნიკაცია არა აქვს, კიდევ ერთი დიდი და უსინდისო ტყუილია.

ტოცილიზუმაბის გამოყენება ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია და დეტალურადაა გაწერილი COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინში და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით და კლინიკების ნაწილი მხოლოდ იმიტომ არ იყენებდა აქამდე ტოცილიზუმაბს, ისევე როგორც რემდესივირს, რომ იმყოფებოდნენ ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბ-ნი კალოიანი უკვე წელიწადზე მეტია „COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას“, არამარტო დიდი ტყუილია, არამედ უბრალოდ სასაცილოა. იგი ტყუილების და დემაგოგიის წინა ხაზზე ნამდვილად დგას. ბ-ნი კალოიანი თავის დროზე ნამდვილად იყო მაღალკვალიფიციური ექიმი რეანიმატოლოგი, მაგრამ მას COVID პანდემიასთან საბრძოლველად და COVID პაციენტების გადასარჩენად აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით მისმა ფობიურმა განცხადებებმა რემდესივირის და ტოცილიზუმაბის მიმართ სერიოზული ზიანი მიაყენა COVID პაციენტების ოპტიმალური მკურნალობის საქმეს. სამწუხაროდ, იგი პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ეწევა დემაგოგიას, დეზინფორმაციას და გაუთავებლად იმეორებს რაღაც გაურკვეველ და რეალურ საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიმართ. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის მანძილზე მას ერთი საქმიანი და კონსტრუქციული წინადადებაც კი არ მოუწოდებია, რაც COVID-თან ბრძოლაში მართლა დაგვეხმარებოდა. ის იმ ადამიანების კატეგორიიდან არის, ვისაც „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა“ და ვისაც ახარებს, თუ ქვეყანაში რაიმე ცუდი ხდება და აღიზიანებს ყველაფერი კარგი.

რაც შეეხება „რადიო თავისუფლებას“, ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პატივსაცემი და მაღალრეიტინგული მედია საშუალებაა და თუ ის გააგრძელებს ბ-ნი კალოიანის დემაგოგიური განცხადებების და ტყუილების ტირაჟირებას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს მის რეპუტაციას და შეამცირებს მოსახლეობის ნდობას მის მიმართ, რადგან მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ ყველაფერი კარგად იცის“, - წერს თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქში.