მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ ჯა­ვის რა­ი­ონ­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე ჯექ­სონ პოლ კრა­მე­რი თა­ვი­სუ­ფა­ლია. მა­თი­ვე ცნო­ბით, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი, მოხ­და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ი­სა და ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

„რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკა­ნო­ნოდ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ. და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან­ვე გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეც­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას, ასე­ვე ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებს და ამოქ­მედ­და ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტი და სა­შუ­ა­ლე­ბა, იმის­თვის, რომ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დრო­უ­ლად მომ­ხდა­რი­ყო მისი უკა­ნო­ნო ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი ან­თა­ძემ.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და აშშ-ის მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

„მე გა­დავკვე­თე სა­ზღვა­რი არ ვი­ცო­დი ამის შე­სა­ხებ, ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დავ­ბრუნ­დი. ბევ­რს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი ეს დრო. მერე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რედ ლაშ­ქრო­ბას ვგეგ­მავ­დი, შავი ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ხელი შე­მე­შა­ლა ამა­ში სა­ზღვარ­ზე”,- აღ­ნიშ­ნა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქემ.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბებ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ეკის­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
2

ეს ნაძირალები მხოლოდ ჩვენთან დიდგულობენ, ამერიკის მოქალაქეს კი კუდის ქიცინით ათავისუფლებენ.

ამერიკის მოქალაქე
5

აჰა, ადვილი ყოფილა გათავისუფლება, მონდომებაც და საწყალ ხალხს იჭერენ, ასამართლებენ და მერე ან გაუშვებენ ან არა. ან კლავენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია - რა ინფორმაციას ავრცელებს სუს-ი

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტურისტული მიზნით იმყოფება საქართველოში და უკანონოდ იქნა დაკავებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, იმისთვის, რომ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დროულად მომხდარიყო მისი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლება“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა აშშ-ის მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.

„მე გადავკვეთე საზღვარი არ ვიცოდი ამის შესახებ, ვითარებიდან გამომდინარე, დავბრუნდი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ციხეში ვიყავი ეს დრო. მერე გამათავისუფლეს. კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი, შავი ზღვის მიმართულებით და ხელი შემეშალა ამაში საზღვარზე”,- აღნიშნა გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის მოქალაქემ.

სუს-ის განცხადებით, მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.