მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაღა დაგიმალოთ და, ციხეში მქონდა უკეთესი პირობები, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს" - ავთანდილ ხურციძე ამერიკულ ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს
"რაღა დაგიმალოთ და, ციხეში მქონდა უკეთესი პირობები, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს" - ავთანდილ ხურციძე ამერიკულ ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს

ამე­რი­კა­ში და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვის ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რომ­ლი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ მას 14 სექ­ტემ­ბერს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

ხურ­ცი­ძე 2017 წლის 8 ივ­ნისს აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­ა­კა­ვეს, მას ნიუ იორ­კის სა­სა­მარ­თლომ 10 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. საბ­რალ­დე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქარ­თვე­ლი მოკ­რი­ვე რუ­სუ­ლი მა­ფი­ის ბო­სის - რაჟ­დენ შუ­ლა­ი­ას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი იყო. შუ­ლა­ი­ას დაჯ­გუ­ფე­ბას ბრა­ლი არა­ლე­გა­ლურ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში, ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში, თაღ­ლი­თო­ბა­სა და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში ედე­ბო­და.

“მო­გე­სალ­მე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რებს, მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს. მინ­და, გაც­ნო­ბოთ და გა­ხა­როთ, რომ 14 სექ­ტემ­ბერს აღი­რი­ცხე­ბა და აღი­ნიშ­ნე­ბა ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღე. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზუს­ტად ისე­თია, რო­ვო­რიც გახ­ლა­ვართ მე. გა­მოვ­დი­ვარ სრუ­ლი მონ­დო­მე­ბით და მომ­ზა­დე­ბით, რათა მი­ვაღ­წიო აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­რი­ე­რის და­სას­რულს, სულ დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ქამ­რის ხელ­ში მოგ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ამის­თვის მქონ­და მთე­ლი ხუ­თწ­ლი­ა­ნი სამ­ზა­დი­სი, ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა, რათა მო­მეხ­დი­ნა ძა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ად­გილ­ზე, - ფე­დე­რა­ლურ სა­კან­ში. რაღა და­გი­მა­ლოთ და უკე­თეს პი­რო­ბებ­ში, რაც კი მქო­ნია სამ­შობ­ლო­ში სპორ­ტუ­ლი მზა­დე­ბის დროს, არ დაგ­ზარ­დე­ბით და აგი­სა­ხავთ ამა თუ იმ პი­რო­ბებს, - ფეხ­ბურ­თის სტა­დი­ო­ნი სტან­დარ­ტებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ირ­ბი­ნე ენის წაგ­დე­ბამ­დე, არ არის პრობ­ლე­მა. წრე­ზე "შტან­გე­ბის" და ტრე­ნა­ჟო­რე­ბის დარ­ბა­ზი, გვერ­დით ტი­ხა­რი, სარ­ბე­ნი მან­ქა­ნე­ბი ერთი ოთხი, ლახ­ტე­ბი, მძი­მე ბურ­თე­ბი, პრე­სის სა­ვარ­ჯი­შო და­ნად­გა­რე­ბი და სხვა­დას­ხვა ასე­თი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არას­დროს არ მქო­ნია. ასე რომ, კმა­ყო­ფი­ლი და მზად­მყო­ფი ვარ ასეთ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

დიდი მად­ლო­ბა ამე­რი­კას, დრო­უ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და ამა თუ იმ სა­კი­თხის - ყო­ფაქ­ცე­ვის და დის­ციპ­ლი­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის­თვის. მად­ლო­ბა, შე­ფა­სე­ბის­თვის და დაღ­ვრი­ლი ოფ­ლის და­ფა­სე­ბის­თვის და აქვე დიდი მად­ლო­ბა , ჩემს ად­ვო­კატს ქალ­ბა­ტონ მე­განს და ბა­ტონ კე­ნის, ბო­ლომ­დე გვერ­დით დგო­მის­თვის. პა­ტი­ვის­ცე­მით თქვე­ნი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე”, - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rateqs
1

წარმატებები!!!

ანა
3

დიდი მადლობა ამერიკას😂😂რომ გეკითხათ, უდანაშაულო იყო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რაღა დაგიმალოთ და, ციხეში მქონდა უკეთესი პირობები, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს" - ავთანდილ ხურციძე ამერიკულ ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს

"რაღა დაგიმალოთ და, ციხეში მქონდა უკეთესი პირობები, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს" - ავთანდილ ხურციძე ამერიკულ ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს

ამერიკაში დაპატიმრებული, ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მას 14 სექტემბერს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს, მას ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის - რაჟდენ შულაიას თანამზრახველი იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობასა და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა.

“მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა, გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როვორიც გახლავართ მე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში.

ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, - ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, - ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული ირბინე ენის წაგდებამდე, არ არის პრობლემა. წრეზე "შტანგების" და ტრენაჟორების დარბაზი, გვერდით ტიხარი, სარბენი მანქანები ერთი ოთხი, ლახტები, მძიმე ბურთები, პრესის სავარჯიშო დანადგარები და სხვადასხვა ასეთი მოსამზადებელი საშუალება, რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია. ასე რომ, კმაყოფილი და მზადმყოფი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე, კარიერის გასაგრძელებლად.

დიდი მადლობა ამერიკას, დროულად გათავისუფლებისთვის და ამა თუ იმ საკითხის - ყოფაქცევის და დისციპლინის გათვალისწინებისთვის. მადლობა, შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა , ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის, ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით თქვენი ავთანდილ ხურციძე”, - წერია განცხადებაში.