მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მე­ო­რე დო­ზა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა პირს, თავი შე­ი­კა­ვოს, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რა­ზე პირ­თა თვით­ნე­ბუ­რი და­რე­გის­ტრი­რე­ბის­გან.

„2021 წლის 3 სექ­ტემ­ბერს, ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტით და ამა­ვე ფაქ­ტზე მო­ქა­ლა­ქე­თა მო­მარ­თვით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ამ უკა­ნას­კნე­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, ჟურ­ნა­ლის­ტმა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ა­რე­გის­ტრი­რა COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის მარ­თვის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში - https://booking.moh.gov.ge/, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბის მიზ­ნით.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის მარ­თვის ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა პირს, თავი შე­ი­კა­ვოს, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სის­ტე­მა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რა­ზე პირ­თა თვით­ნე­ბუ­რი და­რე­გის­ტრი­რე­ბის­გან, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი სხვა პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და ხელი არ შე­ე­შა­ლოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
cerberus
0
კი იცის ყველამ რასაც გამოიკვლევენ.არ უნდა ამას გამოძიება
tngh
1

ეს, ალბათ გვარამიასეული გაოხატვის თავისუფლებაა... და ჩვენ, ვერ ვხვდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან.

„2021 წლის 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში - https://booking.moh.gov.ge/, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.